Загрузка...
სოსო აბაშიძე - ქართლის ციხევ, დაგინახე ... / soso abashidze - qartlis cikhev, daginakhe ... - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » სოსო აბაშიძე - ქართლის ციხევ, დაგინახე ... / soso abashidze - qartlis cikhev, daginakhe ...


10:14 AM
სოსო აბაშიძე - ქართლის ციხევ, დაგინახე ... / soso abashidze - qartlis cikhev, daginakhe ...


ქართლის ციხევ, დაგინახე _
დარდიანი გული გქონდა,
მომხვდურების დასანახად,
დარდიმანდის იდექ დარად
და სიცოცხლეს სდარაჯობდი
შენთვის,
სხვისთვის,
ათასისთვის,
ამ ველთა და ამ მთათათვის,
ვალი შენი შეასრულე,
მტერი იქმნა საწყალობელ,
წამოწექი ნატყვიარი,
ნამეხარი და იგონებ:
ის ბიჭები,
შენს კართან რომ
იდგნენ მყარი ნაბიჯებით,
თითო-თითოდ გამოაკლდნენ,
სათოფურებს, მზეს და სარკმლებს...
ცუდი ბედი დაჰყვათ ბედად,
გულზე დაღი, უღვთო დაღლა,
უმოწყალოდ მოკვდნენ
უწყლოდ.
უფალ-ციხევ შეიბრალე,
შეიბრალე,
შეიბრალე,
მკერდზე სითბო დააფარე!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1056 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეზია, ლექსები, soso abashidze, leqsebi, სოსო აბაშიძე, leksi, leqsi, leksebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0