მთავარი » 2015 » ივნისი » 30 » ცირა კილანავა - როცა მე და შენ არ არის ჩვენ / cira kalanava - roca me da shen ar aris chven
7:56 AM ცირა კილანავა - როცა მე და შენ არ არის ჩვენ / cira kalanava - roca me da shen ar aris chven
შენ ჩემი ოთახის ფანჯრები გამოაღე
და მაშინ მივხვდი, რამხელა
სიცარიელე იდგა გარეთ,
,,შიგნით” კი უკვე აღარ იყო.
და ზღვარი, რომელიც გავავლე, იმდენად პირობითი აღმოჩნდა,
რომ ერთი ხელის მოსმით შეძელი მისი
გ ა დ ა ტ ა ნ ა
(მაგრამ ვერ წაშალე).
შენ, უბრალოდ, ადგილები გადაანაცვლე
და ის, რაც აქამდე იყო ,,იქ”, გახდა ,,აქ”.
როცა შენ კედლებს ფანჯრები მიახატე,
მე მაშინ მივხვდი, რატომ არასდროს იდექი კართან,
რომლის ზღურბლიც
უნდა დაგეცვა.
12.12.2009.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1322 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, ლეკსები, ლეკსი, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|