მთავარი » 2015 » ივნისი » 30 » ეფრემ მცირე - სახედ სიბრძნისა / efrem mcire - sakhed sibrdznisa
8:02 AM ეფრემ მცირე - სახედ სიბრძნისა / efrem mcire - sakhed sibrdznisa
სახედ სიბრძნისა გიწესს, მოვედ და შევედ,
და განიცადე წიგნი სამოციქულო,
ვითარ მოქმედებს მას შინა იატაკად
ლუკა საქმეთა ქრისტეს მოციქულთასა,
და იაკობ და პეტრე იოანეთურთ
შეუდგმენ შჳდთა წმიდას იუდას თანა,
ხოლო სართულსა მისსა პავლე შეამკობს,
სენაკებითა ოქროთ-ცხებულებითა,
რაჟამს შჳდობა კათოლიკეთა დართოს
ებისტოლეთა მიერ მრჩობლ შჳდეულთა,
ამათი თჳსად განმასაკუთრებელი,
უფალო, თჳსად შენდა განისაკუთრე.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1095 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, ლეკსები, ლეკსი, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|