მთავარი » 2015 » ივნისი » 30 » მარიჯანი - საპასუხო (იოსებ გრიშაშვილს) / marijani - sapasukho (ioseb grishashvils)
8:05 AM მარიჯანი - საპასუხო (იოსებ გრიშაშვილს) / marijani - sapasukho (ioseb grishashvils)
მე ხომ გარყვნილი არ დავიბადე,
მქონდა აზრები, გრძნობა უმანკო,
მქონდა ფიქრები, გულს რომ ზედ ადევს,
მქონდა ნამუსი - ქალწულს რომ ამკობს.
როცა ბაზარზე ჩემი სხეული
გამოვიტანე გროშების ფასად,
როცა სახლიდან გამოქცეული
ვიქეც გარყვნილად და ქუჩის ხასად-
შენ ხომ პირველმა გამომიწოდე
ჩემი მაზანდა სპილენძის ფული
და ახლა კიდევ გარყვნილს მიწოდებ!
რისთვის გამირყვენ უმანკო გული?
მე გავირყვნები - აშკარა არის,
მე გავირყვნები, ეს ვიცი, ძლიერ,
მაგრამ ამაყი, გწამდეს მარად ვარ,
მას შენ არ მოგთხოვ, რაც დამეკარგა,
და თუ დღეს შემხვდი, რომ გამიმთელო
გული, რომელიც აწ დაზიანდა,
ო, ვერასოდეს გაიტან ლელოს -
დაგაგვიანდა! დაგაგვიანდა!.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1213 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, ლეკსები, ლეკსი, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|