Загрузка...
ნოე ჩხიკვაძე - შრომის ფსალმუნი / noe chkhikvadze - shromis fsalmuni - 30 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 30 » ნოე ჩხიკვაძე - შრომის ფსალმუნი / noe chkhikvadze - shromis fsalmuni


8:12 AM
ნოე ჩხიკვაძე - შრომის ფსალმუნი / noe chkhikvadze - shromis fsalmuni


მოწყენილია შენი ბაღი, - ეს ჩემი გული,
ვით მწუხრი დედა პირმშო შვილზე ატირებული,
სევდამ დაჩრდილა სიჭაბუკე გაბრწყინვებული,
ჭმუნვამ დაკოდა აღმამფრენი სული შვებული
და გრძნობის ჩანგზე კვნესს, ქვითინებს სიკვდილის წყლული.
მოწყენილია შენი ბაღი, - ეს ჩემი გული!
შენ იყავ მადლი ცის ემბაზით გადმოფრქვეული,
შენს გარეშემო გაზაფხული იფურჩქნებოდა,
მე შენ გეტრფოდი, შენი ხილვა მენატრებოდა
და რა ვიცოდი უნუგეშოთ თუ დასჭკნებოდა
მშვენიერების სახე ნაზი, სახე გრძნეული?
შენ იყავ მადლი ცის ემბაზით გადმოფრქვეული!
ას, სად ხარ, სადა, სად მიგაფრენს ეს სისხლის ნავი,
უფსკრულის გზითა, ცეცხლის ალზე სანამ ვიარო?
ჩემი ოცნების, სიცოცხლისა თანაზიარო,
სად მოვისვენო, ნეტარებით სად ვეზიარო?
საფლავთა შორის განწირულმა სად დავდო თავი?
ას, სად ხარ, სადა, სად მიგაფრენს ეს სისხლის ნავი?
ვარსკვლავებს ჰკითხე, შენ გარშემო რომ დასცურავენ,
როგორ ჩამოჭკნა შენი ბაღი, - ეს ჩემი გული,
როგორ ინთქება, იღუპება ქვეყანა სრული
და, უღვთო ხვედრით დაცემული და განწირული,
შენი მსახურნი რა ცრემლსა და ნაღველს სწურავენ.
ვარსკვლავებს ჰკითხე, შენს გარშემო რომ დასცურავენ!
რა ვქნა, რა გიყო? სად გეძიო გულის-უფალო?
რომელ ზღვის გულში, რომელ ქვეყნის ტურფა მხარეში?
აქ ისე ვცხოვრობთ, ისე ვდნებით, ვით სამარეში,
მონის ხუნდებით, გაჭირვება-სიმწუხარეში
და მარად გვდევნის ბედი შავი, ბედი უწყალო.
რა ვქნა, რა გიყო? სად გეძიო გულის-უფალო?


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1281 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, ლეკსები, ლეკსი, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0