Загрузка...
ნოე ჩხიკვაძე - გედის ყივილი / noe chkhikvadze - gedis kivili - 30 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 30 » ნოე ჩხიკვაძე - გედის ყივილი / noe chkhikvadze - gedis kivili


8:13 AM
ნოე ჩხიკვაძე - გედის ყივილი / noe chkhikvadze - gedis kivili


მედგარ ყივილით შორს სივრცისკენ გადაფრენილი,

გულ-დაკოდილი, უნუგეშო და მოწყენილი,

აწ ვის ეძიებ, ვის მისტირი, საბრალო გედო,

სად ჰპოვებ ადგილს განსასვენსა, შენ ჩემო ბედო?

ჩვენ გარს გვარტყია ყრუ სიჩუმე, უდაბნო ვრცელი,

არა გვაქვს ბინა, არც სამშობლო, არც სარეცელი.

მოდის საღამო... სიჭაბუკის შუქი შავდება

და ჩვენი ყოფნა არასოდეს არ აყვავდება!

გამოეთხოვე ამ წალკოტებს, ამ მწვანე ქედებს,

გამოესალმე აუხდენელ სიყრმის იმედებს!

არ გამრთელდება დაკოდილი გულის ფიცარი,

არ აგვშორდება შურის გესლი, შხამის ისარი!

ჩვენ ხომ გვიყვარდა შმაგ ზვირთების შმაგი გალობა,

ჩვენ ხომ არ გვაკლდა აპოლლონის მადლი, წყალობა,

მაგრამ დღეს ისე დაგვცეს, გაგვცეს, საბრალო გედო,

აწ ვერ იმღერებ, ვერ იმღერებ, შენ ჩემო ბედო!

რა დავაშავეთ? აბა ჩვენი ან რა ბრალია,

თუ მეგობრობა, სიყვარული წარმავალია?

დაე ვიტანჯოთ, სულ ვიტანჯოთ გულის ტკივილით

და მზის სარკეზე მოვკვდეთ თრთოლით, მოვკვდეთ ყივილით!

ჩვენ არ შეგვერგო დედის წრფელი ლოცვა-ალერსი,

ცის ნამზე წმინდა, მზის სხივებზე უმხურვალესი,

ჩვენ არ გვეღირსა მადლი წმინდა სიყვარულისა

და მხოლოდ შეგვრჩა განწირული ჭმუნვა სულისა.

მაგრამ ჯერ კიდევ სიყვარულის ნეტარ სიმთ ჟღერით

ცხოვრების გრიგალს ავყვეთ ბრძოლის მედგარ სიმღერით

თუმც ნეტარება და სიმართლე უფსკრულს მიჰფარდა,

დეე გაიგონ როგორ გვწამდა, როგორ გვიყვარდა!

და თუ ჩაკვდება შხამ-ნარევი ჩვენი ყივილი,

არ მოგვასვენებს უნუგეშო გულის ტკივილი,

მაშინ გვეწვევა ჩვენ სიკვდილი, ოცნება - გედო,

და მოგვასვენებს, მოგვასვენებს, შენ ჩემო ბედო!

ვაი მას, ვისაც ცის გალობა არა სმენია,

ვაი მას, ვისაც მზის ოცნება არა ვლენია,

ვაი მას, ვისაც არ უხილავს სივრცე ბრძოლისა!

და თვალთა ჩინათ არ ჰქონია სარკე ბროლისა!

დიდება იმას, ვინც დაიწვა ნათლის ძიებით,

კურთხევა იმას, ვინც ეწვია სოფელს იებით,

შენდობა იმას, ვინც შეახო ცეცხლის ფრთა წყვდიადს;

მოკვდა ბრძოლაში, მაგრამ მაინც მიწვდა განთიადს!..

და თუ ვერ ჰპოვა იმან ქვეყნად სასუფეველი,

ხომ თან წაიღო სული წმინდა, დაუძლეველი?

ხომ შემოსძახა ერთხელ მაინც ტკბილი მაყრული,

ერის ჩანგზედა უკვდავებათ გამოსახული?!

ეჰ, გასწი, გასწი! ტანჯვა, ბრძოლა ნუ გენანება,

ქარზე გავფანტოთ შავი ფიქრი, შავი ზმანება,

ბრძოლით ჩავაქროთ სიყრმის დილა, ოცნება - გედო,

და განვისვენოთ, განვისვენოთ, შენ ჩემო ბედო!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1263 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, ლეკსები, ლეკსი, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0