Загрузка...
მაია სარიშვილი - საძილე აბები / maia sarishvili - sadzile abebi - 12 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 12 » მაია სარიშვილი - საძილე აბები / maia sarishvili - sadzile abebi


3:07 PM
მაია სარიშვილი - საძილე აბები / maia sarishvili - sadzile abebi
აიღებ გრძელ მდინარეს,
თოკივით გამოკვანძავ,
შეყოფ წყლის ყულფში თავს
და დაქანდება უცებ ყველაფერი.
ეს ისე ადვილია,
სულ უმტკივნეულო,
ვერავინ წარმოიდგენს,
როგორ უცებ ამოგყვება მდინარე კალაპოტიდან.
თვითონაც მკვდარი ქალივითაა,
ლიფსიტები შავი აბებივით რომ უყრია ტანში
და კი არ ალღობს,
პირიქით, იზრდებიან ეს შავი აბები,
პირის დაღებას სწავლობენ.
ასეთი მდინარე უღალატოა –
არც გაწყდება,
არც თავზე გადმოსრიალდება,
ძარღვებზე მოხერხებულად მოგეჭირება.
ხვალ კი ტყუილი დილა –
უწყლო ჭიქასავით მოყუდებული ოთხჯერ –
ასე რას დავზრდი ბავშვებს –
კვამლისა ვარ,
ვერ ვიქნები პასუხისმგებელი!
ხოლო კანკალი საიდუმლო კაკუნივითაა შიგნიდან –
რომ ცოცხალი ვარ,
მაგრამ აღარაფერი გამომივა.
ეს ღამეც ხომ ხელოვნურად შემოვიჩვიე –
თითქოს ქორი გადამეღებოს –
ბუმბულები სულ სათითაოდ გავუღიავე.
მოინახულეთ ახლა ვინმემ
ჩემი საშიში, საშიში ძილი –
გადაყლაპული აბები
ლიფსიტებივით რომ მეზრდებიან,
პირის დაღებას რომ სწავლობენ.

მაია სარიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 892 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, 27 tebervali, leqsi, maia sarishvili, მაია სარიშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0