მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 12 » ნიკა ჩერქეზიშვილი - მატარებლები / nika cherqezishvili - matareblebi
3:40 PM ნიკა ჩერქეზიშვილი - მატარებლები / nika cherqezishvili - matareblebi
|
თუ მატარებლები სადგურში დგანან,
ადამიანები როგორღა გვტოვებენ?
უცებ რომ მორჩეს ყველაფერი
და თვალები აღარ იყოს თვალები
და ხელები აღარ იყოს ხელები
და გული აღარ იყოს გული...
მე არავინ მყავს,
ვინც ადგილზე გაიყინება.
უცნაურია,
ბედნიერებაზე ვფიქრობ
და ის საღამოები მიდგას თვალწინ,
ჩემს ცხოვრებაში რომ არასოდეს დადგება.
ვერცერთი ღამე გავიხსენე,
ვერცერთი დილა,
შენი სუნით გაჯერებული.
რა მაწერინებს ამ ყველაფერს,
რა არ მეშვება?
არ ვარ ის კაცი,
ვინც ცხოვრებას თავიდან იწყებს.
არც ის კაცი ვარ,
კატასავით ცხრა სული რომ აქვს.
მე თუ წავედი,
მატარებლით არასდროს წავალ.
მე თუ წავედი,
მოაჯირზე დავკიდებ სხეულს.
ნიკა ჩერქეზიშვილი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 813 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: leqsi, leqsebi, ნიკა ჩერქეზიშვილი, nika cherqezishvili, პოეზია, ლექსები, ნიკა ძამიაშვილი, ლექსი, nika cherkezishvili, poezia
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|