მთავარი » 2019 » თებერვალი » 21 » ნიკა ჩერქეზიშვილი - პირადი ტრაგედია / nika cherkezishvili - piradi tragedia
0:25 AM ნიკა ჩერქეზიშვილი - პირადი ტრაგედია / nika cherkezishvili - piradi tragedia
|
პირადი ტრაგედია
მე ვკითხულობდი ლექსებს დანგრეულ თეატრში, ჩაბნელებულ დარბაზში არ იჯდა ენდი უორჰოლი და შენც მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობდი.
არ ვიცი, რისი თქმა უნდა წვიმას, როცა მშრალ ასფალტს ასველებს.
მე არ ვიცი არაფერი.
ჩემი ცხოვრება ვერ გაგრძელდება მეზობელ სახლში, მეზობელ ქუჩაზე, მეზობელ ქალაქში...
რა სევდიანია ჩემი ოთახი, როცა შენ უკრავ ფორტეპიანოზე, და მე ძალიან მინდა, მოვიდე და მხრებზე მოგხვიო ხელი.
რა შეიძლება დავიტოვო ამ დღეებისგან? Rachmaninoff Sonata No. 2 op. 36
მე შთამაგონებს ჩემი მოსალოდნელი სიკვდილი.
ადამიანები არ ჰგვანან ხეებს, ადამიანები არ ჰგვანან ხეებს, ადამიანები არ ჰგვანან ხეებს...
ამ ლექსს დავარქმევ შემოდგომის პირველ საღამოს, Jean Michel Basquiat-ას ხანმოკლე ცხოვრებას, ან ჩემს სიცოცხლითსავსე მარტოობას.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 978 |
დაამატა: nikadzamiashvili
| ტეგები:
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|