გალაკტიონ ტაბიძე - წამყე ბეთანიისაკენ! / galaktion tabidze - tsamke betaniisaken!
წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო იყო ორბელიანების და ირაკლის სამოსახლო. გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი, არსად ქვეყნად არ მინახავს ადგილები უკეთესი! ადგილები ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან... სანადირო ადგილები...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 3410 / თარიღი: 2014-10-08 / 3:56 PM / ოთხშაბათი
გალაკტიონ ტაბიძე - ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი / galaktion tabidze - chven davinishnot es adgili
- ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი, - ამბობდი შენა, ვრცელ უდაბნოში, სადაც ქვიშის ისმოდა ქშენა. როგორ გვახსოვდეს? ავიხედეთ – ჩვენ სწორად თითქო ცაზე მსუბუქი, მშვენიერი ღრუბელი იდგა. - დავიმახსოვროთ ეს ადგილი, - ამბობდი კიდევ, როს შენს ბაგეებს ვერ მართმევდა ცისფერი რიდე.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1052 / თარიღი: 2014-10-08 / 3:54 PM / ოთხშაბათი
გალაკტიონ ტაბიძე - შეცდომა ქვეყნად რაოდენია / galaktion tabidze - shecdoma qveknad raodenia
შეცდომა ქვეყნად რაოდენია (არ გეცინება და იცინი კი), კაცი მგონია გმირი, გენია და აღმოჩნდება უცებ ცინიკი. მე მენანება მცდარი იმედი. კვლავ დანარცხებად მიწას შთენია აღტაცებული ცად განიმედი. შეცდომა ქვეყნად რაოდენია!
კომენტარები: 0 / ნანახია: 1113 / თარიღი: 2014-10-08 / 3:54 PM / ოთხშაბათი
გალაკტიონ ტაბიძე - შენ აღტაცებით ისევ ენთები / galaktion tabidze - shen aghtacebit isev entebi
შენ აღტაცებით ისევ ენთები, ძველი ტაძრები ისევ შენდება, ეფემერიდებს გამოენთები და მაინც სადმე გაგითენდება. მთები დგას, როგორც გიგანტი გრდემლი, ჩქარი მდინარის რბიან ზვირთები, მოგენატრება ბავშვური ცრემლი, ეცდები, მაგრამ ვერ ატირდები.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1309 / თარიღი: 2014-10-08 / 3:52 PM / ოთხშაბათი
გალაკტიონ ტაბიძე - შემოსილნი გამჭვირვალე ბლონდებით / galaktion tabidze - shemosulni gamchvirvale blondebit
შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით, ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით? ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა, არარა ბედს ჩემთვის არ აქვს არარა. სასტიკია სული უამინდოთა, განა ქვეყნად ბევრი რამე მინდოდა? შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით, ყრმობი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1089 / თარიღი: 2014-10-08 / 3:51 PM / ოთხშაბათი
გალაკტიონ ტაბიძე - შემოდგომა „უმანკო ჩასახვის" მამათა სავანეში / galaktion tabidze - shemodgoma "umanko chasakhvis" mamata savaneshi
ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს გადირეკს ნოემბრის ბაღები. მხურვალე ვნებები გამივლის, სასახლის ჩაქრება ჭაღები. დარჩება აუზთან სანდალი და ძველი ფოთლები ყვითელი... რომანზე ისვენებს შანდალი, რომანში - შეშლილი სკვითელი. ვეწვევი განდეგილ მამათა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 2276 / თარიღი: 2014-10-08 / 3:49 PM / ოთხშაბათი
გალაკტიონ ტაბიძე - შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია / galaktion tabidze - shavit shemosulkhar, rogorc elegia
შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია, მუხლით დაცემულხარ, როგორც ანგელოსი, სანთლის ელვარება ხატებს შელეკია, იგი ოცნებაა მიქელ-ანჯელოსი. მაგრამ მწუხარებას ნუღარ ედარები, კიდევ ამისრულე ერთი სათხოვარი, უკვე დაიღუპა ყველა შენდარები, შენდა დაგშთენია გამოსათხოვა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1545 / თარიღი: 2014-10-08 / 3:48 PM / ოთხშაბათი
გალაკტიონ ტაბიძე - ყრუ საუკუნეს / galaktion tabidze - kru saukunes
მითხარი, ბედო, თამაშს თუ ბრძოლას უნდები დროთა ცქერით გართული? ბრბო მიუსიეს სავანაროლას, ჯვარების დარად ხელაღმართული. შენი ნებით თუ ქადაგით მწველი ხმათ დაბლა სცემდა მარმარილოებს, გააჩაღებდა ცეცხლს ბოტიჩელი, აძლევდა თავის უკვდავ ტილოებს.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1085 / თარიღი: 2014-10-08 / 3:48 PM / ოთხშაბათი
გალაკტიონ ტაბიძე - ღვინოს დააბრალებენ / galaktion tabidze - ghvinos daabraleben
სადაც უნდა მივდიოდე უცხო ქვეყნად მარები, უკანასკნელ შვიდიოდე წლის თან დამდევს ქარები. სადაც უნდა შევიარო ღვინოს დამაძალებენ, მწუხარება ვერ დავფარო ღვინოს დააბრალებენ. ო, ძვირფასო, ჯვარზე მაგეს, გაჰქრა გიჟი ოცნება. ვკოც
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1454 / თარიღი: 2014-10-08 / 3:47 PM / ოთხშაბათი
გალაკტიონ ტაბიძე - ღელავდნენ... / galaktion tabidze - ghelavdnen
ვარდებში ღელავდნენ ლამაზი ქალები, მათ უყვართ ჩურჩული და მიეთმოეთი, ამბობდნენ: ამურებს ვერ დაემალები, თუნდ იყო პირველი და დიდი პოეტი. ძვირფასო ქალებო, არ მოგერიდებით, ერთს თქვენგანს ეკუთვნის სულ ჩემი წიგნები, ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით, პი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1128 / თარიღი: 2014-10-08 / 3:46 PM / ოთხშაბათი
|