ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 5:55 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



თამაზ ბაძაღუა - კარმენი / tamaz badzaghua - karmeni


მწიფობის სუნი ასდით ბალახებს,
მწიფობის სუნში თვრება ბალახი,
ამხელს და თითქოს მაინც არ ამხელს,
რომ კიდევ რჩება გადასალახი
ერთი ნაბიჯი_ყველაზე მძიმე,
ყველაზე ტკბილი და მაცდუნები,
მწიფობის სუნში ჩამოღვრილ წვიმებს
მაღლა აკავებს ალღო ბუნების

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1917 / თარიღი: 2014-09-29 / 8:13 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!... / tamaz badzaghua - netavi didkhans itovos ghmerto!..


ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!
ჩემი ოთახი უცხო ხმების ტანჯვით გაივსოს,
ჩემი ოთახი ატივტივდეს ბედნიერები
ილუზიაში და მოლოდინში,
რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავკიდო ხელი
და ტირილით შევბრუნდე სულში.
ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!
რომ დავიბრუნო ძველი სიზმრე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1292 / თარიღი: 2014-09-29 / 8:12 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - ო, მარტოსულო... / tamaz badzaghua - o, martosuli...


შენ გაურბიხარ მარტოობას,
მაგრამ მაინც ის გაძლიერებს...
შენ მაშინ ხვდები: რა ნათელია,
რა დიდია, რა იდუმალია _
პატარა ბაღის მოლოდინი
დიდი ზამთრის შუაგულიდან,
უმწეო ფოთლის მოლოდინი
ქარიშხლების შუაგულიდან...

კომენტარები: 0 / ნანახია: 1220 / თარიღი: 2014-09-29 / 8:10 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - ქარით გიყურებ... / tamaz badzaghua - qarit gikureb...


ქარით გიყურებ და ყველაზე ჩუმი ვარსკვლავივით
გისმენ, ხეებით გესაუბრები
და ნისლით ვცდილობ გაღიმებას,
ხოლო ზაფხულით გეფერები და მისი ღელვა
ფორმას იძენს შენი მღვივანი მკერდის გარშემო.
გაზაფხული და შემოდგომა
ჩვენს უცვლელ დროში ვერ შემოდიან,
მაგრამ ზამთარი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1143 / თარიღი: 2014-09-29 / 8:09 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - ჩემი ფსევდონიმი / irakli deisadze - chemi fsevdonimi


ასე უმეცარი რამ გაზარდა

დრო, რომ უღმერთობა უსაღია?!

მისი სახელია არამზადა,

ჩემი ფსევდონიმი ტუსაღია.

მასში დაეჭვების სიმუხთლე და

ხსოვნა შემოჭმული განგრენაა,

იგი ოცნებებით იმუხტება,

ჩემში ამ ოცნების დანგრევაა. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1461 / თარიღი: 2014-09-29 / 8:01 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - ქარი მიათრევს ზეცას/ irakli deisadze - qari miatrevs zecas


აკვიატება მაგიჟებს ხალხის...

ქარი მიათრევს ზეცას მერმისელს,

ვხედავ სამყაროს კიდემდე დახრილს,

მზეს ვხედავ, წვით, რომ სხეულს ვერ ივსებს.

ქვედაცქირება მინულებს დათხრილ

თვალის ცრემლებას. აქ სანთელს მანალს

ვაღვენთებ. ვხედავ ცერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1095 / თარიღი: 2014-09-29 / 7:59 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - მე შენ გამართლებ სიკვდილო / irakli deisadze - me shen gamartleb sikvdilo


როგორ მომბეზრდა, გაიზიზღა აზრმა ყოველი,

მოსვარა სახლი, ეზო, ქუჩა მტვერ-წყლის ტალახმა,

მე ამ წვალების ბოლო წადილს, სიკვდილს მოველი,

მაგრამ სიკვდილიც არ ყოფილა მოსვლის თანახმა.

ხო და დავდივარ, მომაშია გულმა სიყმილი,

დამტოვა ცრემლმაც, არ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1240 / თარიღი: 2014-09-29 / 7:57 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - ნიავმა თქვა / irakli deisadze - niavma tqva


იქ უდაბნო გაველდა და ბალახში ალხია...

უჩუმესი ნიავი ვძრწი, დავსერე ბუნება.

უღრან სიმწუხარეში მკვდარი გრძნობა მარხია,

რულში წყევლა შედის და გლოვს ეძაბუნება.

ვდევნი ქვიშის წერტილებს, უაზროდ ცდა როდია?

თქორი ალპობს სიმშრალეს, დაუცხრილავს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1215 / თარიღი: 2014-09-29 / 7:55 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - ცხოვრება არავის პატიობს... / irakli deisadze - ckhovreba aravis patiobs...


სად ეძებ დიდებას, სად ელი ქებას და სად მარხავ სტატირებს?!

აქ ხშირი სტუმარი, დიდების მაგიერ, ფურთხი და ნერწყვია,

რა მიწა გაგაძღობს? ხომ ხედავ ეპოქა მიღმეთსაც ატირებს,

არ ესმის სიწმინდე, არ აზრობს საერთოდ, უვადოდ ბერწია.

რა წუწუნს მიპრავებ, არ გახსოვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1119 / თარიღი: 2014-09-29 / 7:54 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - მგლოვიარე მთაწმინდა / irakli deisadze - mgloviare mtatsminda


მტკივა ყველა ნერვი და სისხლი ძარღვში ხმაურობს,

ცდილობს გენი, წარსულის, ფიქრში მამოგზაუროს.

მე კი ვდგავარ და ზეცა ისე მაგრად დამწვიმდა,

რომ დუმილით შემყურებს მგლოვიარე მთაწმინდა.

მგლოვიარე, რადგანაც მომავალი ვიხრწნები,

სხვაა მათი ბრძოლა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1164 / თარიღი: 2014-09-29 / 7:52 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 246 247 248 249 250 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0