ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 7:59 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ამირან ჯანჯღავა - არ არის მერწმუნეთ, ეს ასე მარტივი / amiran janjghava - ar aris mertsmunet, es ase martivi


არ არის მერწმუნეთ, ეს ასე მარტივი
სამშობლოს, მოკვეთილ მკლავებს,რომ უმზირო
და როცა თბილისში მზიანი მარტია,
სოხუმში ითვლიან, ღამეებს უძილოს
ითვლიან და რადგან, თითები არ ყოფნით
მიწაზე იწყებენ წყლულების მონიშვნას,
წლები კი არქმევენ ამ ტკივილს ,,აკოფებს,,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1231 / თარიღი: 2014-09-29 / 8:33 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - არტემიდა / amiran janjghava - artemida


შენ ხარ ესმერალდა,მე კი მონატრება
სუნთქვა, ხშირია და ზოგჯერ უფრო რთული.
მესმის გაგიჟება,მაგრამ მონოტონურ
მაჯისცემასავით, შენსკენ მომართული
ვგავარ უსასრულოდ,შეშლილ ბარათაშვილს.
შენ ხარ ქალღმერთი და უფრო არტემიდა
მე კი მეეზოვე.როცა ბარათებს ვშლი
ძველი უ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1242 / თარიღი: 2014-09-29 / 8:31 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - გემატომა / amiran janjghava - gematoma


გულის სარქველზეც კი, ყველა გემატომა
ვფიქრობ, პოეზიის არის სუროგატი
თითქოს, სხვისია და მაინც გემატება
თითქოს, კოლოფში გაქვს ბოლო სიგარეტი
დგები,ღამეა და წვიმის ტრიუმფალურ
თაღის ძიებაში, ხდები ნერვიული.
ტირის ტრილოგიას თითქოს ტირიფები
შენ კი, არ ნებდები ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1738 / თარიღი: 2014-09-29 / 8:30 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - არ ავიტან !!! / amiran janjghava - ar avitan !!!


არავითარ შემთხვევაში, არავითარ
არ ვივიწყებ,ლაზურ დერდებს,არა ბიჯო!
მაგრამ მიწას,ნადემეტრალს,ნადავითარს
მრცხვენია,რომ ასე, ხშირად დავაბიჯო

ვერავითარ შემთხვევაში,ვერავითარ
ვერ იხილავ, თემურ ლენგო,დამშრალ იორს
ღმერთმა არ ქნას! მოვკვდები და ვერ ავიტან
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1265 / თარიღი: 2014-09-29 / 8:27 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - შენ დაბერდები / amiran janjghava - shen daberdebi


შენ დაბერდები და იქნები უფრო ლამაზი
მეც დავბერდები,ვერ ვიქნები მერე საშენო
მაგრამ გახსოვდეს დაინგრევა,როგორც არმაზი
გრძნობა,რომელიც შენ ასე გსურს სხვებში აშენო

შენ გათხოვდები და ჩვევიათ,როგორც ოჯახებს
ყოველ დღე ასე, დაგიშორებთ მანძილს მუცელი
მე კი, კიბ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1351 / თარიღი: 2014-09-29 / 8:26 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - შენ თითქოს მიხვდი / tamaz badzaghua - shen titqos mikhvdi


შენ თითქოს მიხვდი: ბედი რაც არი,
გაკრიალებულ და უნატიფეს
შანდლებზე ცვივა ვნების ნაცარი,
რომელიც ცივი ცრემლით დატვიფრეს.
შენ თითქოს მიხვდი, რომ ბრძოლა არ ღირს,
რომ ჩაფლული ხარ ლაფში ყელამდე,
გამოიწრიტა სისხლისგან ძარღვი,
რადგან დუმილით ებრძვი ყველაფერს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1133 / თარიღი: 2014-09-29 / 8:21 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე ... / tamaz badzaghua - me chamovedi ukanasknel gacherebaze ...


მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე,
სადაც ვერავინ ვერ მიპოვიდა,
სადაც არავინ არ დამეძებდა.
ავხედე ხეებს,
თბილ სიმწვანეს რომ ისრუტავდნენ
და იქ დავტოვე თვალები ჩემი.

ავადმყოფ წვიმის ცივ სირბილეში
გამოვიპარე ხელებიდან,
თმები ვერცხლის ქარს შევ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1201 / თარიღი: 2014-09-29 / 8:19 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - რას დაიტოვებ ჩემგან... / tamaz badzaghua - ras daitoveb chemgan...


რას დაიტოვებ ჩემგან, ბალახო,
წვიმავ, რა მიგაქვს ჩემი ცრემლიდან,
მე კიდევ ერთი დიდი დღე მინდა,
შუაღამისას მოსულ თემიდას
ჩემი სიმშვიდე რომ დავანახო.
რა უსიზმრებო სიზმრებში ვხრჩოლავ,
ჩემივე კვამლი ნესტოებს მიწვავს
რა მინერალებს აღაგზნებ, მიწავ,
ჩე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1125 / თარიღი: 2014-09-29 / 8:18 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - ჩვილივით სათნო და უდარდელი / tamaz badzaghua - chvilivit satno da udardeli


ჩვილივით სათნო და უდარდელი,
ჩვილივით სუსტი დღეს მერამდენედ,
გამოაშუქებს ლანდი ნათელი,
ლანდი, რომელიც ვეღარ განვდევნე.
და უცნაური სურვილის შიშით
ანთია ბნელში ცხელი ფაფარი _
ლანდი, რომელიც იზრდება ძილში
და ხელებს მტკივან თვალზე მაფარებს.
მე ჩვეულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1157 / თარიღი: 2014-09-29 / 8:17 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - გაზაფხულის საგალობელი / tamaz badzaghua - gazafkhulis sagalobeli


1.
მწარე ღიმილი გაანგრევს ტუჩებს,
როცა მარტვილის დიდი მინდვრები შედიან გაზაფხულში,
როგორც თეატრში
და შენს ძარღვებში მთვარესავით აენთება წითელი სისხლი.

2.
აქაც უცხო ხარ,
აქაც ცივად ჟღარუნობს ქარი
და ვარსკვლავების ნაჩხვლეტები გაყრია ტანზე < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1199 / თარიღი: 2014-09-29 / 8:14 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 245 246 247 248 249 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0