Загрузка...
თამაზ ბაძაღუა - ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!... / tamaz badzaghua - netavi didkhans itovos ghmerto!.. - 29 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » თამაზ ბაძაღუა - ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!... / tamaz badzaghua - netavi didkhans itovos ghmerto!..


8:12 PM
თამაზ ბაძაღუა - ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!... / tamaz badzaghua - netavi didkhans itovos ghmerto!..
ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!
ჩემი ოთახი უცხო ხმების ტანჯვით გაივსოს,
ჩემი ოთახი ატივტივდეს ბედნიერები
ილუზიაში და მოლოდინში,
რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავკიდო ხელი
და ტირილით შევბრუნდე სულში.
ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!
რომ დავიბრუნო ძველი სიზმრები-
ტვინის ხვეულში ხოჭოსავით აცოცებული,
რომ გაყინული ჭრილობა შეთბეს
და ფანჯრებს იქით პეიზაჟის ერთფეროვნებამ,
და ფანჯრებს იქით პეიზაჟის განურჩევლობამ
გამახსენოს ჩემი სიმხდალე-
უცოდველობად მონათლული დიდი ხნის წინათ...
საუკუნეა არ უთოვია!
საუკუნეა გამოფიტულ ოთახში დავრჩი,
საუკუნეა ჩემს სხეულში, როგორც ტაძარში,
აღარავინ აღარ ლოცულობს!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1297 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tamaz badzaghuas leqsebi, tamaz badzguas leqsebi, tamaz badzaghuas poezia, თამაზ ბაძაღუას პოეზია, tamaz badzaguas poezia, თამაზ ბაძაღუას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0