მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » ირაკლი დეისაძე - ნიავმა თქვა / irakli deisadze - niavma tqva
7:55 PM ირაკლი დეისაძე - ნიავმა თქვა / irakli deisadze - niavma tqva
|
იქ უდაბნო გაველდა და ბალახში ალხია...
უჩუმესი ნიავი ვძრწი, დავსერე ბუნება.
უღრან სიმწუხარეში მკვდარი გრძნობა მარხია,
რულში წყევლა შედის და გლოვს ეძაბუნება.
ვდევნი ქვიშის წერტილებს, უაზროდ ცდა როდია?
თქორი ალპობს სიმშრალეს, დაუცხრილავს შირაქი,
აღარც დროა ნამუსი, უყვარს დროს პაროდია,
დევნის მკვიდრის ოდა-კარს მომთაბარე ჯილაგი.
სად უდაბნობს ზამთარიც, იქ მარტო დგას კინამო...
ათასერთი ღამიდან საზღაპრეთში შევედი.
მითი იყო ცხაში, რომ ,, ჟანგი ჭამა რკინამო”,
ზღაპარია ირგვლივ და მეც საჯაროდ შევნელდი.
უჩემობის მანძილზე ხილს გრიგალი დაყრიდა.
დავბრუნდები, მაღლა სვლა, სრულად ჩემი ზნეც არი.
სიჭახე და სიმლაშე სიცხადეში დაღვინდა,
მე კი დედხანს ვნიავობ ამ ტყუილში მეცარი.
დავუბრუნდი საქარეთს უმომავლო ნიავი,
იქ უდაბნო გაველდა და ბალახში ალხია.
მეც მომბეზრდა ქროლვა და დროსთან უძმო ზიარი,
რადგან სიმწუხარეში მკვდარი გრძნობა მარიხია.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1222 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0
|
|