ვაჟა ხორნაული - მზისყანის ქედანი / vajha khornauli - mziskanis qedani
***
ქალმა თოვლზე
ყვავილი დახატა
კაცმა-
საკუთარი სახელი.
***
ღრუბლის სარკმლებიდან
გეძახის სიმწვანე
და შირიმის ხავსიან კალთაში
წყარო იბადება...
***
საიქიოში ყველა ლამაზია
რადგან იქ
აღარავინ ატარებს ნ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 870 / თარიღი: 2018-01-25 / 6:10 PM / ხუთშაბათი
ვაჟა ხორნაული - *** (ფიქრიდან ფიქრში ) / vajha khornauli - *** (fiqridan fiqrshi)
ფიქრიდან ფიქრში გაისმის
სიტყვა-ღმერთისგან თქმულიო
წყაროებს სიყვარულისას
შეხარის ყველა რჯულიო
სადაც წყურვილი არაა
იქაა აღსასრულიო...
დარდი თავისას გიმღერებს
თავისას-სიხარულიო
ამ ხმების სამეზობლოში
როგორ მოიწყენს გულიო.
კომენტარები: 0 / ნანახია: 691 / თარიღი: 2018-01-25 / 6:08 PM / ხუთშაბათი
ვაჟა ხორნაული - *** (ფიქრს უსახსოვრეს ელვა) / vajha khornauli - *** (fiqrs usakhsovres elva)
ფიქრს უსახსოვრეს ელვა ცელებმა
სხვა სინათლეა და სხვა ნისლები
წუთისოფელი გესხვაფერება
როდესაც გიყვარს თავდავიწყებით.
ცის პოეზია-დღეთა მშვენება
რა ვულკანები და რა ბიძგები
საგალობლები გესხვაფერება
როდესაც გიყვარს თავდავიწყებით.
მთებს გა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 911 / თარიღი: 2018-01-25 / 6:00 PM / ხუთშაბათი
ვაჟა ხორნაული - ღმერთის ნათლული სიმაღლეები / vajha khornauli - ghmertis natluli simaghleebi
ჩრდილში ნათება მარგალიტების
და კელაპტრობა მწვანე ზროების
ერთად შეკრული კალამ-თითები
სტროფები როგორც სამრეკლოები.
აქ აღმაფრენა წვა და ბრიალი
სამოთხის თაფლი და წყაროები
იქ მდინარება არაფრიანი
სიცარიელე სალაროების.
უდაბნოები გადაბუგული
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 932 / თარიღი: 2018-01-25 / 2:53 PM / ხუთშაბათი
ვაჟა ხორნაული - მზისყანის წყარო / vajha khornauli - mziskanis tskaro
***
დღის თაიგულები
გამოწვდილი
ღამის სარკმლებიდან-
სამყაროს სახსოვარი.
***
დალოცეს ვაზი და მევენახე
მაგრამ არავის გახსენებია
ჭიგო-
შვილი ცისა და მიწისა
ტაძრის დედაბოძის ნათლული.
***
ცამ ვერ შეიმაგრა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 740 / თარიღი: 2018-01-25 / 2:51 PM / ხუთშაბათი
ვაჟა ხორნაული - ღმერთის სითბოში / vajha khornauli - ghmertis sitboshi
***
რა საყვარელია ბეღურა-
ხელისგულზე
მარცვლებს რომ გიკენკავს
და მზიანი წვიმის წვეთებივით
უბრწყინავს თვალები.
***
მაგრამ ერთი
ეკალიც არაა
დედისათვის
შეკონილ თაიგულში.
***
სიყვარულს სჩვევია-
ცეცხლში
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 727 / თარიღი: 2018-01-25 / 2:50 PM / ხუთშაბათი