ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 5:42 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


იმდენად ნაზად
მეჭირა მისი ხელი,
რამდენად ძლიერადაც
მიყვარდა თვითონ.

კომენტარები: 0 / ნანახია: 800 / თარიღი: 2017-12-20 / 0:17 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


მე და ეს დილა ვგავართ ერთმანეთს,
რადგან, ერთ დროს, მეც მასსავით დავიბადე.

ვიყურები ფანჯრიდან
და ვხედავ,
რომ არავინ მყავს ამ გათენების მეტი,
ვისაც შემიძლია ველაპარაკო.

დაუძლეველი სურვილი მაქვს
შიშველი კანით ვიგრძნო ჰაერი.
ჰაერი, რომლ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 827 / თარიღი: 2017-12-20 / 0:16 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ნეტავ,
რა ჰქვია იმ კაცის საქციელს,
ათასი გასაქცევი რომ აქვს
და ოთხ კედელშია გამოკეტილი მაინც.

...

რადგან,
სადაც უნდა წავიდეს,
თავისი სიყვარულის ტყვე იქნება ყველგან.

კომენტარები: 0 / ნანახია: 764 / თარიღი: 2017-12-20 / 0:16 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ამ დრომდე თვალწინ მიდგას
წლებისწინანდელი კადრი -
ქუჩის ბოლოში დგას
ლურჯად შეღებილი ჯიხური,
რომელსაც დიდი, თეთრი ასოებით აწერია:
"მინის ტარის მიღება."

...

დღეს კი,
პარლამენტის ტრიბუნიდან
და ტელეეკრანებიდან
სოციალურ პროე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 775 / თარიღი: 2017-12-20 / 0:16 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


იმ სამყაროში,
რომელიც ღმერთმა შექმნა...

...

შეუძლებელი არაფერია ადამიანისთვის.

კომენტარები: 0 / ნანახია: 791 / თარიღი: 2017-12-20 / 0:15 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


მთელი თვეა
ცა ღრუბლებით არის დაფარული,
მაგრამ წვიმის ერთი წვეთიც
არ დასცემია მიწას.

...

ნიშნად იმისა,
რომ შეიძლება,
ადამიანს სული უღრიალებდეს
და სიჩუმეში იდგეს,
ტიროდეს
და არ მოსდიოდეს ცრემლი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 823 / თარიღი: 2017-12-20 / 0:15 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


რამდენი ბედის მაძიებელია ამ სამყაროში,
რამდენი პირამდე სავსე სურვილი
და დაუოკებელი ჟინი.

...

შენ კიდევ გინდა
ბალახის ღერად იქცე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 815 / თარიღი: 2017-12-20 / 0:15 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ღმერთო,
ვგრძნობ,
საკუთარივით განიცდი ჩვენს ტკივილს.

...

რადგან ვერც სამოთხის გზას ასწავლი ადამიანებს,
თუ ჯოჯოხეთი არ გაქვს გავლილი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 684 / თარიღი: 2017-12-20 / 0:14 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ზოგჯერ,
მეც ვყოფილვარ ტაძარივით წმინდა.

...

მაგრამ ყოველთვის უმრევლო
და მიტოვებული.

კომენტარები: 0 / ნანახია: 806 / თარიღი: 2017-12-20 / 0:14 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ჩემს გულში აღარ დარჩა შენი ადგილი.

...

ის არის სავსე ზამთრის სიცივით
და ბეღურებით.

კომენტარები: 0 / ნანახია: 781 / თარიღი: 2017-12-20 / 0:14 AM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 28 29 30 31 32 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0