ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 4:44 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ვაჟა ხორნაული - ქოხი მდინარესთან / vajha khornauli - qokhi mdinarestan


***
მაგრამ როცა ბავშვები
აძლევენ ფულს-
ავიწყდება
რომ მათხოვარია
და წელში იმართება.

***
და სახლში შევიდა
როგორც სხივი ყვავილში.

***
დარდი და სიხარული
ერთად კი არიან
მაგრამ ვერ ხედავენ ერთმანეთს
როგო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 887 / თარიღი: 2018-01-25 / 2:49 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - მოლოდინი / vajha khornauli - molodini


***
აღარ იქნება ცათამბჯენი
ვისკი და როკენროლი
იქნება ქოხი
წყარო და სალამური.

***
და გარდაცვალებისას
იქნები ბედნიერი
მზისა და ყვავილების ქარგვაში
გახარჯული ძაფივით.

***
მერე ქალი მოვიდა
და კაცის გულში
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 893 / თარიღი: 2018-01-25 / 2:48 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - წყარო უდაბნოში / vajha khornauli - tskali udabnoshi


***
ცოცხალი მაშინა ხარ
როცა შენში მოძრაობს მზე
და გალობს ფრინველი.

***
კოცნების ჟრიამული
ლავიწის სიახლოვეს
სურნელოვან ბუდეში.

***
სიყვარულს
სიხარული უხდება
გაშლილი ფრთების
და არა ჩამოყრილი
უმზეო მხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 692 / თარიღი: 2018-01-25 / 2:47 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - ხიდი სივრცეში / vajha khornauli - khidi sivrceshi


***
ხერხი სულ გაღიმებულია
მორთან რომ მიიყვანენ იცინის
და მერე ხერხვისას ხარხარებს.

***
დედა აღუღუნდა აკვანთან
და უფრო გალამაზდა
ისედაც ლამაზი სამეული-
ჩრდილი სინათლე და ჰაერი.

***
სიჩუმემ გზა დაუთმო
ცის ახალ მხა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 905 / თარიღი: 2018-01-25 / 2:46 PM / ხუთშაბათი

თათია ბეიტრიშვილი


მოდი ჩემთან და გეფიცები კარგად იქნები,
აქამდე მოდი, შენ არ იცი როგორ მჭირდები.
შემოაჭერი, შემოაღე გულის კარები,
როგორც ბეღურა, ჩემს მახეში ერთხელ გაები.
მე არ შეგზღუდავ, ნდობით მოგცემ უფლებას ყოვლის,
თუ ნებას დამრთავ მუდამ შენზე ზრუნვის და მოვლის.
შენ მეყოლე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 790 / თარიღი: 2018-01-09 / 1:43 PM / სამშაბათი

ზვიად რატიანი – ნეგატივი. 20 წლის შემდეგ / zviad ratiani - negativi. 20 tslis shemdeg


ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ

და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,

არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს

და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ

ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში

ვინც ვიხარშებით, და ხანდახა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 910 / თარიღი: 2017-12-24 / 6:32 PM / კვირა

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ყელს რომ ხელებისკენ ვიღერებდი,
მშვიდად მომახრჩო იმ ხელებმა.
ჩემი საყვარელი სიმღერები
გაბზარული ხმით იმღერება.

კომენტარები: 1 / ნანახია: 896 / თარიღი: 2017-12-20 / 0:19 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ზოგჯერ ასეთია ცხოვრება,
მიჰყვები დღეების გზას,
თითქოს მძიმე მაღალყელიანებით ეშვები
ქვაფენილიან დაღმართზე
და შენი არსებობის ექო
ისე იკარგება საერთო ხმაურში,
როგორც ხურდა ფულის ჩხრიალი
ქურთუკის ჯიბეში.

კომენტარები: 0 / ნანახია: 867 / თარიღი: 2017-12-20 / 0:18 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ჩაგეხუტე და... / nika cherkezishvili - chagekhute da..


ჩაგეხუტე
და...

...

ჩემი სხეულის ყველა ნაწილი
დაბრუნდა შინ.

კომენტარები: 0 / ნანახია: 862 / თარიღი: 2017-12-20 / 0:18 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


იმ ქუჩაზე სუპერმარკეტიცაა,
სილამაზის სალონიც,
აფთიაქიც,
ვალუტის გადამცვლელი ჯიხურიც
და კიდევ რაღაც შენობებიც...

...

ის კი,
ყოველთვის,
წიგნების მაღაზიის წინ მელოდება.

კომენტარები: 0 / ნანახია: 803 / თარიღი: 2017-12-20 / 0:17 AM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 27 28 29 30 31 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0