მოუტანა მამამ ლუკას საქართველოს დიდი რუკა. უთხრა: რამდენიმე ფერით აქ ხატია ყველაფერი. დაიხსომებ, იოლია, – თეთრად – კავკასიონია, ლურჯი ფერით – შავი ზღვა და ტბები, წყლები დაიხატა, მწვანდ არის დაბლობები, ყავისფერად – დიდი მთები, ეს წრეები, ეს ლაქები – სოფლები და ქალაქები. გადასწია თავი უკან და უცქერის რუკას ლუკა. თვალი კარგად გააყოლა, მერე მკლავი დაატოლა, გააკეთა ბოლოს დასკვნა: – არ მჯეროდა, მაგრამ, რა ვქნა, მართალია, აბა რაა – საქართველო პატარაა!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..