ლექსები - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 1:44 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნიკო გომელაური - ‎მე მზადა ვარ გავემგზავრო! / niko gomelauri - me mzada var gavemgzavro!


"მე მზადა ვარ გავემგზავრო!..
-ცოდვა მიმაქვს ბარგად.
არ მინდა ვიდინოზავრო...
თქვენ იყავით მაგრად!

ვცდილობ,გავისწორო ფრთები,
რომ გავბედო ფრენა...
დღეს სიფხიზლით უფრო ვთვრები
-უფრო მიჭრის ენა.

ჰოდა,მოდი,გამატანეთ,
რა გადავცე... ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1423 / თარიღი: 2014-09-09 / 9:59 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მელანქოლიური მოსიმღერე / galaktion tabidze - melanqoliuri mosimghere


მშვენიერი მახსოვს ბაღი, მებაღე მას არ თარგავს,
დავკარგე და ვიგრძენი, რომ კარგი რამ დამიკარგავს.
უნაზესი სიყვარულიც გულს ვარდებით არ ქარგავს.
დავკარგე და გული მტკივა - კარგი რამ დამიკარგავს.
ჯანმრთელობა არის განძი, სხვა განძებს რომ არა ჰგავს,
დავკარგე და ვიგრძენი, რ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1061 / თარიღი: 2014-09-09 / 9:57 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მეოცნებე აფრებით / galaktion tabidze - meocnebe afrebit


სად ოდესმე მეოცნებე აფრებით,
ათასფერი იმედით და ზაფრებით,
აგასფერის მიმოჰქროდა ხომალდი,
მეზღვაურის სულთან გათანაბრებით.
როგორც ზვირთთა ქაფიანი მოდება,
ფაგოტების მიტაცებდა გოდება,
მაოცებდა უმძლავრესი მუსიკა,
თმას მიწეწდა ქარის გაბოროტება.
დატვირ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1172 / თარიღი: 2014-09-09 / 9:56 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მერის თვალებით / galaktion tabidze - meris tvalebit


ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე,
დახურულია გული, როგორც საკანი რამე
თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დაედო ლუქი,
გულში ვერც ზეცა ატანს, ვერც სიხარულის შუქი.
გაუდაბურდა ჩემი ყოფნის ყოველი წამი,
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე.
ოჰ, მომეცალეთ, კმარა! მხოლოდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1140 / თარიღი: 2014-09-09 / 9:55 PM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა / ilia chavchavadze - dabnelda suli, garshemoc bnela


დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში.

დიდხანს ვებრძოდი სიმდაბლეს, მტრობას,
და გავიმაგრე ჭაბუკი მკლავი.
ბევრჯერ მამარცხეს, მაგრამ არვის წინ
არ მომიხრია ამაყ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1460 / თარიღი: 2014-09-09 / 9:53 PM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან… / ilia chavchavadze - dae tund movkvde ar meshinian...


დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;

რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,
გულწრფელობითა და სიმართლითა,
მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1918 / თარიღი: 2014-09-09 / 9:51 PM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - მესმის, მესმის სანატრელი… / ilia chavchavadze - mesmis, mesmis sanatrelo...


მესმის, მესმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს
დასათრგუნვლად მონობისა.

აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა
და აღმიგზნებს იმედს გულში…
ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1306 / თარიღი: 2014-09-09 / 9:50 PM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - უსულდგმულო ცხოვრება / ilia chavchavadze - usuldgmulo ckhovreba


უსულდგმულო ცხოვრება
ცის ნიჭად ნუ გგონია,
იგი მიწის ყოფილა —
რასაც ბოლო ჰქონია!

ცხოვრებას აცისკროვნებს
სული, საქმით მეტყველი,
და ის უბოლო არის,
ვით სულის შთამბერველი.

ნეტა ვინც კარგის საქმით
აღნიშნავს თავის დროსა!
ის აქ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1211 / თარიღი: 2014-09-09 / 9:47 PM / სამშაბათი

თემურ ელიავა - არარაობა / temur eliava - araraoba


იყო ბნელეთი და მისი ყოფნა მარადიული.
ეს იყო სწორი,მაგრამ მოვარდა გრძნეული ქარი
და ქარიშხალი, უეცარი–აღელვებული,
იშვა სიცოცხლედ ყოველივე ყოფის მღელვარი.

დღეს ყოფა არის მოუხდელი დანაშაული,
დამნაშავე კი ის არის,ქარი,მღელვარე ქარი.
ნუ აგებთ ძეგლებს დიდ სახ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1251 / თარიღი: 2014-09-09 / 9:44 PM / სამშაბათი

თემურ ელიავა - შამათი / temur eliava - shamati


საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
და ვგრძნობ რომ მალე შამათი მელის
ანგელოზს ურჩსსა, ლამაზს და ამაყს
მოაქვს ბჭე ფიქრთა რომ ვგავდე ველურს.
ნუ აკვირდებით დატენილ იარაღს
მე თავს არ ვიკლავ, მე ვიკლავ სხეულს
საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
სუ ერთი დღის ვარ, ბ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1312 / თარიღი: 2014-09-09 / 9:43 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 307 308 309 310 311 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0