მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » გალაკტიონ ტაბიძე - გორა-გორა, ვაზი-ვაზი / galaktion tabidze - gora-gora, vazi-vazi
10:59 PM გალაკტიონ ტაბიძე - გორა-გორა, ვაზი-ვაზი / galaktion tabidze - gora-gora, vazi-vazi
გორა-გორა, ვაზი-ვაზი, მთვარით მონამკედარი; ხევით ხევზე, მთიდან მთაზე, ეშურება მხედარი.
ფეოდალი ძველისძველი, მეფეთ შთამომავალი, ვისიც იყო მთა და ველი და კოშკები მრავალი,
ახლა მიჰქრის, იგი მიჰქრის, მერანს ცეცხლი ედება. არა! ეს გზა არის ფიქრის, ყველგან რომ ეხეტება.
ნანგრევს იქით, კოშკებს იქით, სიზმარიც კი მკრთალია. ეს შრომაა ლალის ჭიქით… რა დროს ფეოდალია!
შრომით მოველ, შრომით წავალ, მხოლოდ შრომა ამიერ, იყოს მრავალ, უფრო მრავალ, კიდევ მრავალჟამიერ!..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1948 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|