მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » ანა კალანდაძე - მრავალჟამიერ / ana kalandadze - mravaljhamier
10:43 PM ანა კალანდაძე - მრავალჟამიერ / ana kalandadze - mravaljhamier
შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს, თერგს და დარიალს, ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად, მრავალჟამიერ! შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად რომ იჩქარიან, ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად, მრავალჟამიერ! შენს მამაც გმირებს, - გზა საომარი მხნედ რომ გალიეს, ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად, მრავალჟამიერ! თავისუფლების, შრომის და ბრძოლის ძლიერ არმიებს, ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად, მრავალჟამიერ! რიონს და ჭოროხს, მტკვარსა და არაგვს - მზიან-მთვარიანს, ახალ მშენებლებს - დიდება მარად, მრავალჟამიერ! მოეფონება შრიალი ხეთა მიწას გვალვიანს... მშვიდობა, მარად მშვიდობა შენდა, მრავალჟამიერ! ზურგში თუ ფრონტზე გზა საომარი ძლევით გალიე! ჩემო სამშობლოვ, დიდება შენდა, მრავალჟამიერ!
1952
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1381 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|