ტერენტი გრანელი - ამოდის მთვარე და მაღლა იწევს
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს, დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი. თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ საწერ მაგიდას ეცემა შუქი. ხვალ გათენდება დღე უცნაური და შორს ღრუბლებით ცა დაისერა. მესმის ქუჩიდან ფეხის ხმაური, მესმის ქუჩიდან ნელი სიმღერა. მოვ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1342 / თარიღი: 2013-03-02 / 1:53 AM / შაბათი
ტერენტი გრანელი - ადგილი
ფიქრის ადგილი სივრცე მზიანი, სევდა ნამდვილი ადამიანის. სევდა ნამდვილი ადამიანის, ფიქრის ადგილი - სივრცე მზიანი.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1253 / თარიღი: 2013-03-02 / 1:51 AM / შაბათი
ტერენტი გრანელი - არავინ მოდის
არავინ მოდის და ვატყობ, რომ ჯობდა სამარე სხვაგან მეპოვა. საშინელია ეს სავადმყოფო, სიკვდილის ბინა და სამეფოა. მიწიდან მოდის ღამე თანდათან, საღამოს ბაღში ჰქრიან ბინდები. არ შემიძლია, გული გათავდა, მე ფრთას შევისხამ და გავფრინდები.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1200 / თარიღი: 2013-03-02 / 1:49 AM / შაბათი
ტერენტი გრანელი - ალბათ მოვა დრო
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები, ახლა დარდების მძიმე წუთია. მიწას ადგია ცა გარინდებით და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია. არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის, ადამიანის ბედი კრულია. დადუმებული კიდია ზარი და თითქოს ზარი საყდრის გულია. მე ასე ვფიქრობ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1300 / თარიღი: 2013-03-02 / 1:46 AM / შაბათი
ტერენტი გრანელი - ასე მძიმეა შიში სიკვდილის
ასე მძიმეა შიში სიკვდილის, ასე ერთი და მუდამ იგივე. და ისევ დარდით და ისევ დილით ალლიდი ოტტოს საფლავთან მიველ. ქრის დღე და ღამე, ყოველთვის ორი და ეს ოცნება მზესავით დადის. დავდივარ ნელა საფლავებს შორის და ირგვლივ ბრწყინავს დღე ორშაბათის.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1300 / თარიღი: 2013-03-02 / 1:44 AM / შაბათი
ტერენტი გრანელი - არა მყავს ტოლი
არა მყავს ტოლი, ახლა ღამეა, წავალ, გავივლი. და როგორც თოვლი დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი. სხვა ფიქრი მივლის და საშინელი სიკვდილის ლანდი. მე მინდა ძილი და ეს სიზმარი გათენებამდის. დგას წამი თრთოლვის, ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1309 / თარიღი: 2013-03-02 / 1:42 AM / შაბათი
ტერენტი გრანელი - არ შემიძლია და მე ავად ვარ
არ შემიძლია და მე ავად ვარ, ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს. ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ, მე მივდიოდი, შენ არ იყავი. იყო ოცნება, როგორც შენობა, იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის. მკლავდა იღბალი და უშენობა, მე მივდიოდი, შენ არ იყავი. კრთოდა გ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1324 / თარიღი: 2013-03-02 / 1:39 AM / შაბათი
ტერენტი გრანელი - არ მინდა საგნის დასახელება
არ მინდა საგნის დასახელება, ის არის მგზავრი ამნაირ დილის. იქით მთებია, აქეთ ღელეა და მინდორს ფარავს ხეების ჩრდილი. ჩემი იღბალი მუდამ ასეა, ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის. ეს დღევანდელი დღე ძვირფასია, ასე უზომო ხეტიალისთვის. ბაღში ფ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1277 / თარიღი: 2013-03-02 / 1:36 AM / შაბათი
ტერენტი გრანელი - მხოლოდ მოგონება
დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით. ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები. რა მწარეა ასე დროის გაგრძელება, ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია. რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება და წითელ ყ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1600 / თარიღი: 2013-03-02 / 1:33 AM / შაბათი
პაოლო იაშვილი - სტიროდნენ ერთად ჭიანურები
სტიროდნენ ერთად ჭიანურები და სალამური ტკბილი ხმიანი; სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები, თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი. ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალები უვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით; _ ‘შენ მართლა გიყვარს ჩემი თვალები?” _ “მე შენ მიყვარხარ”. _ “ ო! ს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1175 / თარიღი: 2013-03-02 / 1:29 AM / შაბათი
|