ლექსები - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 7:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



თ.იკოშვილი - ანარეკლი მახინჯდებოდა


წლებში წარსულის ანარეკლი მახინჯდებოდა

უყვარდა მაინც სიცოცხლეზე სულელი ფიქრი,

თუ კი სატანას მისი ბედი ავიწყდებოდა

მაშინ შენ ზიზღო მას შიგნიდან როგორღა ღრღნიდი?...

მაშ,მე ჯანდაბას–არდავეძებ დაე სხვა ნახე

თუნდაც ის ქალი შენს ცხოვრებას რომ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1237 / თარიღი: 2013-03-02 / 3:09 AM / შაბათი

გელა დაიაური - ნეტავ აქ იყო...


ნეტავ აქ იყო, – მარტის თვეში ნახავდი მუცოს,
პოეტი სალამს მოგიძღვნიდა, – გულანთებული,
თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს,
მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე – გაღმერთებული.

ნეტავ აქ იყო, _ იის მოსვლას ვუდარაჯებდი,
დავთვლიდი დღეებს თბილს, უსაზღვროს და უთარიღ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2161 / თარიღი: 2013-03-02 / 3:02 AM / შაბათი

გელა დაიაური - არ შეიძლება


დაუშვათ ერთ წამს, _ შენ გახდე ჩემი,
ვთქვათ _ შენ ცოლი და მე კიდე ქმარი
ვთქვათ, რომ მომეგო მაგიერ გვემის
სინაზისა და ღიმილის ღვარი.

ვთქვათ, _ დაიღვარე ღიმის ჩქერებად,
ვთქვათ _ ჩემს ოცნებას და ფიქრს მიმწიე,
(არა, ასეთი ბედნიერება
ვით შეიძლება ერგო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1347 / თარიღი: 2013-03-02 / 2:59 AM / შაბათი

ბესიკ ხარანაული - სად არიან შვილები


სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია.
სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა,
გავალ, ავეძრახები, არ არიან, ქარია.
საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია,
სად არიან შვილები, ქარია, არ არიან.
სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არია ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1608 / თარიღი: 2013-03-02 / 2:54 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე


აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.

ციხეა, მხოლოდ მე ვიკარგები,
საკუთარ ხელებს ვუმზერ.
უკვე გათენდა, შავი დარდები
ნელა იშლება გულზე.

აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1570 / თარიღი: 2013-03-02 / 2:48 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი


ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი
(წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) .
მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ
და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.

ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა
და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან.
ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა,
ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1244 / თარიღი: 2013-03-02 / 2:46 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - აღსარება ქუთაისს


მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, -
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის.

ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი დღეები ამწვანებული.
მოვედი შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული.
< ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1523 / თარიღი: 2013-03-02 / 2:06 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - არავინ არის, გული დაობლდა


არავინ არის, გული დაობლდა,
მიწაზე წვება ხეების ჩრდილი.
ეს ხომ კუკიის სასაფლაოა
და სასაფლაო კარგია დილით.

ისევ ნოემბრის მზიანი დღეა,
მიდიან დღენი უმეგობრობის.
ძვირფას კლავდიას21 საფლავთან ვდგევარ
და მაგონდება ახლა გობრონი.

ნოემბერია ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1390 / თარიღი: 2013-03-02 / 2:04 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ


არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი

შაბათია, ველოდები კვირას,
თეთრი სივრცე მწუხარებას მალავს.
ბინაში ვარ და, ძვირფასო, ხშირად
ტუსაღივით მენატრება გავლა.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1626 / თარიღი: 2013-03-02 / 1:59 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა


არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1309 / თარიღი: 2013-03-02 / 1:56 AM / შაბათი

« 1 2 ... 392 393 394 395 396 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0