ლექსები - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 3:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



მორის ფოცხიშვილი - გულს ვიფიცებ


გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ უგულოდ,
ჩემს მღვიმეში, ბგორგავ, როგორც მწირი, -
მე რა მიჭირს, სიყვარულით ვსულდგმულობ,
მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი.

ჩემი გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო,
ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, -
მე რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1364 / თარიღი: 2013-03-01 / 1:58 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - გაკვეთილიდან გაკვეთილამდე


ყრმობის გალიაში
ჩიტივით ჩაკეტილი
ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან, -
დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი,
შუბლზე მაკოცა და... წავიდა...

ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი
ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა, -
ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი,
თავი დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1239 / თარიღი: 2013-03-01 / 1:55 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - ლევილის მწუხრში


ლევილის მწუხრში დავრჩით მარტონი,
ხილვა იყო თუ გამოღვიძება,-
ქრისტეს პერანგში
მერაბ ბატონო
იდგა ღვთის წინ და
პირჯვარს იწერდა.

არც რას ამბობდა,
არც რას იტყოდა,
ცა ეღვრებოდა სულში იოდად,
ყრმას ცხრა აპრილის ყველა ჭრილობა
გულში ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1326 / თარიღი: 2013-03-01 / 1:52 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - მატარებელი წვიმაში


ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
წამოგვეწია გრაკალთან წვიმა,
წამოგვეწია სიმღერა თითქოს.

დარაჯებს ჰგვანდნენ მრუმეში ხენი,
მთვარე უძინარ მორიგეს ჰგავდა...
არვის ესმოდა ჩურჩული ჩვენი
ჩვენივე ცხელი გულების გარდა.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1469 / თარიღი: 2013-03-01 / 1:47 AM / პარასკევი

მირზა გელოვანი - ნუ მწერ


ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1299 / თარიღი: 2013-03-01 / 1:43 AM / პარასკევი

მირზა გელოვანი - თოვლი


თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.

დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.
იჩქარე, ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1617 / თარიღი: 2013-03-01 / 1:39 AM / პარასკევი

მირზა გელოვანი - მე მხოლოდ მახსოვს


მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად
ცას ეწვა ნისლი უკაბადონო.
მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა,
თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო,
შეხედეთ ჩემს გულს ათასგზის ნაგმობს,
ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა.
თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ
ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1375 / თარიღი: 2013-03-01 / 1:35 AM / პარასკევი

მირზა გელოვანი - მასკარადი


მსუბუქი ბინდი, თითქოს ჩურჩული,
ფრთხილი ნაბიჯით მომყვა კარამდის.
ბაღიდან ლურჯი, როგორც ურჩხული,
მხრებს მიჩვენებდა მე მასკარადი.
კართან სისველეს და შრიალს შორის,
შეხვედრას ჩვენსას იცრიდა ბაღი,
მე - აქილევსის ნიღაბით შავით,
შენ - უთეთრესი ლედის ნიღაბით.
ო, ეს შეხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1530 / თარიღი: 2013-03-01 / 1:28 AM / პარასკევი

ლევან ფანჯივიძე - მე დამესიზმრა


წვიმდა და აღარ გადაიდარა,
ძვლივს მიაღწია სულმა ხატამდი,
მე დამესიზმრა - ვიყავ ნიკალა
და ფუნჯით ქართულ ზეცას ვხატავდი.

როცა სიცოცხლე ასე ტკბილია,
ვინ გაიმეტა ქართლი ესოდენ,
მე დამესიზმრა - ვიყავ ილია
და წიწამურთან ტყვიას მესროდნენ.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1622 / თარიღი: 2013-03-01 / 1:24 AM / პარასკევი

აღარ მიყვარხარ / aghar miyvarxar


გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.

გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2810 / თარიღი: 2013-02-28 / 6:04 PM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 395 396 397 398 399 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0