გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი, და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები, ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი, თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.
არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი, მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად, მ
... კითხვის გაგრძელება »
იქ, სადაც სდუმან პირამიდები მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე, იქ, სადაც სდუმან პირამიდები შენ მომინდები, შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე. შენ მოგაფრენს ცხენი არაბული, თვალებ დანაბული, საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს ... კითხვის გაგრძელება »
ელეგანტურად, ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის, ირგვლივ სინათლეს, სიხალისეს, სიხარულს ნერგავს, შეხე მკაცრს, ძვირფას შეხამებას წითლის და შავის, ცოდვა არ არის, სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!
მზე ამოვიდა ჩუმად, ჩუმად ჩავიდა მზე, ჩუმად, ჩუმად და ჩუმად თოვლი აცვივა გზებს... ფიქრი თევზივით ცურავს, სიჩუმე ნაპირს ხრავს, ქარი არის და სულაც, სულაც არ იღებს ხმას.
ნაკადულები სდუმან... და შორს, ძალიან შორს, ჩუმად, ჩუმად და ჩუმად ... კითხვის გაგრძელება »