ლექსები - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-25, 12:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - * * * სულო,განდევნე ეს მღელვარება


სულო,განდევნე ეს მღელვარება,
მას ემალება მზის ელვარება,
ვის ევალება ცხოვრება ჩვენი
სამარადისოდ რომ გაანათოს.

ნუთუ ცხოვრება მხოლოდ ოცნების
და სინანულის მწარე ფონია,
რთულ ჰარმონიად,ეს აგონია,
ღმერთმა მიბოძა ასე მგონია.

და უცებ გაქრა ე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1738 / თარიღი: 2013-02-26 / 11:33 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - გუშინ ღამე


ალბათ არ იცი,რომ გუშინ ღამე გელოდი,
მარტო ვიჯექი,ჩემს ძველ ოთახში,ვწერდი,
ლოთი კაცები მრავალჟამიერს ჩუმად
მღეროდნენ,
ხომ იცი,სულ ქეიფობენ აქვე,ჩემს გვერდით.

მე შენ გელოდი,ჩემი ბავშვობის აჩრდილთან
ერთად,
ის თურმე ჩემთან შეხვედრას ნატრობს,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2507 / თარიღი: 2013-02-26 / 11:32 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - თბილისი


მთვრალო თუშებო,ცაო პირქუშო,
კოშკებო! წარსულის სიზმრად იქეცით,
რა დამრჩენია სახლს მივაშურო,
მომწყინდა თქვენთან, ვეღარ გიცქერით.

ჭაღარა ძმაო - ალაზნის ტალღავ,
შენც ხომ გაურბი მწვანე ნაპირებს,
შენც მიუყვები დინებას დაბლა,
და გადაქცევას ლურჯ ზღვად ა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3330 / თარიღი: 2013-02-26 / 11:29 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - * * * ეძღვნება მათ, ვინც ხიდამდე მიაღწია


წარწერა ფილმზე
"სამი ნაბიჯი უფსკრულში"

მთვარე ვერ გასცდა რუბიკონს,
ჰანიბალს თავი დაუკრა,
რომაელ ლეგიონების
კარავზე სხივი აუცვდა.
თავქვე წაიღო სიმძიმემ,
დაგორდა დედამიწისკენ,
თანდათან დაპატარავდა,
თავი დახარა მიწისკენ.
თეთრ ბ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1518 / თარიღი: 2013-02-26 / 11:25 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - ავტოპორტრეტი


მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი
არ ველოდები არაფერს.
მსახური ცათა, პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.

მე ვესალმები მძინარე მთვარეს,
ვემშვიდობები ცისფერ განთიადს,
უმძიმეს ლოდებს ცისკენ მივათრევ,
როგორც სიზიფმა ძველად ათრია.

ლოდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2175 / თარიღი: 2013-02-26 / 11:24 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - მაიმუნები ვართ


ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,
ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,
შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკი
და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.

მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომა
და ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,
შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი
და მაინც ბრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1488 / თარიღი: 2013-02-26 / 11:21 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - დრო.


რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა
გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2328 / თარიღი: 2013-02-26 / 11:19 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - სულ ახალგაზრდათ


ქრონოლოგია გარდასულ წელთა,
საუკუნეთა მაცივარშია.
მოგონებები ჭერიდან წვეთავს,
მხოლოდ სიმართლე გვწყურია, გვშია.

მზე უკვე ადნობს ყინულის კლდეებს,
და ქარიშხალი გვაწყურებს ავდარს,
თანმიმდევრობა მოვტაცოთ დღეებს,
სანამ სხვებივით დავკარგავთ მადას.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1667 / თარიღი: 2013-02-26 / 11:15 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - როცა მე წავალ


ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება
მეწამულ მზის წვა, მდუმარება,
ფრთამოტეხილი მერცხლის საშველად,
მე მარტო წავალ!
გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ,
დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა,
გემუდარებით იცინეთ, იცინეთ,
როცა მე წავალ!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1815 / თარიღი: 2013-02-26 / 11:12 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - "და მაინც – იძირება გემი…"


ისევ წვიმს, ისევ თოვს,
ჩვენ გრძნობებს არ ინდობს,
მიგვატოვა სადღაც შორს…
მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას
რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?
შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს
და მაინც – მე შენს ტალღებში ვკვდები…
მე სულს მოგცემ ამ სიმღერით,
რა გაქვს ჩემს სიყვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 4696 / თარიღი: 2013-02-26 / 10:46 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 408 409 410 411 412 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0