ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 4:37 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



რობერტ მესხი - ახალი წიგნი / robert meskhi - akhali tsigni


ტელევიზორში ზღაპარია, -
ცუდად აჩვენებს.
ხის ყუთში კრუხი განაბულა,
პარტყალებს ღომი.
ჭიშკართან ახლოს თავს იწონებს მხატვარი ხურმა,
რომელმაც განზრახ შეირჩინა ერთი ნაყოფი:
- ამ საახალწლოდ ჩემს ქარვისფერს თოვლისფერი რომ დაედება,
უნდა ვნახო, რა გამოვაო.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 719 / თარიღი: 2017-12-12 / 2:46 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - ჩიჩილაკი / robert meskhi - chichilaki


კედლის კალენდარს შევარჩინე
ოცდათერთმეტი.
ტაბლა.
ბუხარი.
ასე ამბობენ, -
ითოვებსო ნათლისღებამდე.

გგავს ჩიჩილაკი,
დღეს რომ დავდგი ფანჯრის რაფაზე,
ისიც შენსავით ხუჭუჭაა
და გაბუტული.

კომენტარები: 0 / ნანახია: 837 / თარიღი: 2017-12-12 / 2:45 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - რ და ლ / robert meskhi - r da l


დიდი ხნის წინათ აფრებიან ნავში ვცხოვრობდი
და მთვარეს ”მთალეს” ვეძახოდი
და ღრუბელს - ”ღლუბელს”
და...
ნეტა იმ დროს,
ვიყო ახლაც ენაბრგვილი და...
ბედნიე რ ებას ვეძახოდე ”ბედნიე ლ ებას”.

კომენტარები: 0 / ნანახია: 785 / თარიღი: 2017-12-12 / 2:44 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - ყვითელი თოვლი / robert meskhi - kviteli tovli


უჟმური დღეა, -
უმარილოს ეტყვიან ჩვენში.
თეთრი კალთები დაიბერტყეს ლეგა ღრუბლებმა.
თოვს და გიხსენებ...
გუშინ -
ცხვირწინ რომ მიუხურე კარი სიცივეს,
თხელ თითებს მოსწყდა ლექსი - მინიმა
და დაეწია ლიხის ქედთან
ჟონგლიორ ქარებს.

უჟმური დღეა, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 821 / თარიღი: 2017-12-12 / 2:42 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - აღსარება / robert meskhi - aghsareba


ღმერთო, სად მიმაქვს ამხელა ცოდვა?
რომელ კარებში გაეტევა?
რომელ პინაზე მოთავსდება,
ან რომელ სინზე?
მე - ძველებურად - ეკლიანი თვალებით გიმზერ,
მხოლოდ ხანდახან გიწვდი ღრუბელს,
ძმარში დალტობილს, -
შემინდე, ღმერთო!..

კომენტარები: 0 / ნანახია: 709 / თარიღი: 2017-12-12 / 2:41 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - დაუთოვია / robert meskhi - dautovia


თოთო ბავშვივით ჩააკრა ყინვამ თავის აკვანში მდინარე ვერე.
ქარცივი მღერის იავნანას.
ხიდი ცახცახებს...
ამ დილით ცქნაფა ბეღურები მოფრინდნენ ისევ, -
ცამდე ღერღილი დაუყრია ჩვენს ბორიოსო.
დაუთოვია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 691 / თარიღი: 2017-12-12 / 2:40 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - 500 ეგზემპლარი / robert meskhi - 500 egzemplari


ავტობუსს ველოდები თხუთმეტი წუთია.
ქოშინით გადმოვჭერი სტამბასთან რუსთაველი,
- საკმაოდ მძიმეა გაზეთ "სოხუმის უნივერსიტეტის" 500 ეგზემპლარი...
500 ეგზემპლარი...
500 კილომეტრი...
- დიდი ხანია ავტობუსს ელოდებით?
- თხუთმეტი წელია...

კომენტარები: 0 / ნანახია: 732 / თარიღი: 2017-12-12 / 2:39 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - სურვილი / robert meskhi - survili


სოფელში მინდა წავიდე და კაკლის აკვნები გამოვთალო,
მინდორი მინდა მოვთიბო და ბალახი გულზე დავიყარო.
სუ ერთიანად გაოფლილმა პირზე შევისხა წყაროს წყალი,
საყდარს მივადგე, იქ მოვიდეს ოქროსთმიანი ჩემი ქალი.
ლოცვა ლექსივით წაიკითხოს, ფრთხილად დაუყვეს ღრეს და ბექობს,
სახლის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 719 / თარიღი: 2017-12-12 / 2:38 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - იანვრის ღამე / robert meskhi - ianvris ghame


”თოვლიც კი ბრწყინავს სვაროვსკის თვლებივით,
მაგრამ შენს თვალებს მაინც ვერ ჯობნის”
/შენეული/

თოვდა დილიდანვე,
მოტყუვდნენ ბეღურები, -
ბურღული ცვივაო ღრუბლების ვარცლიდან...
ქარი ტყეს ვარცხნიდა.
ბრწყინავდნენ ფიფქები სვაროვსკის თვლებივით...
ღამ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 776 / თარიღი: 2017-12-12 / 2:37 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - ქრისტეშობისთვე / robert meskhi - qristeshobistve


სიზმარს ავყევი, გავაღვიძე თეთრი ნაძვები,
გადმომილაგა ნოსტალგიამ ფოტოარქივი, -
ამ მუხის კასრში უძვირფასეს სევდას ვაძველებ
სარაჯიშვილის ქარვისფერი კონიაკივით.

ქრისტეშობისთვე მოშიშვლებულ ნაპირს დახატავს,
შენ და სოხუმი - რა შორსა ხართ ახლა ორივე...
მარსის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 903 / თარიღი: 2017-12-12 / 2:36 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 50 51 52 53 54 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0