ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 6:55 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



რობერტ მესხი - მთვარის ოდისეა / robert meskhi - mtvaris odisea


ყინავს, და უკვე ხვალეა,
ანუ თორმეტი მოსრულდა,
მთვარემ შარბათი დალია
სადღაც - ხომსთან თუ მოსულთან,
ფეხი გამოსდო არარატს,
(აიღო ბოლო აკორდი...)
- დავიღალეო, - ასე თქვა
და მთაწმინდიდან დაგორდა.

.

ხომსი - ქალაქია სირიაში
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 699 / თარიღი: 2017-12-12 / 2:35 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - მუზის პასეანსი / robert meskhi - muzis paseansi


ჩამოვარდნილა მთვარე,
როგორც ნაფოტი ხმელი,
ქარო, ნუ ანჯღრევ კარებს,
მუზის მოფრენას ველი.
მუზა არ დალევს ყავას,
ქვაზე მიაბამს გლისერს,
ახლა ჩემს თავში თავად
ეშმა მოიტეხს კისერს.
არც ღვინოს დალევს მუზა,
ჭერზე პასეანსს გაშლის,
ქალღმერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 747 / თარიღი: 2017-12-12 / 2:34 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - მოხუცები / robert meskhi - mokhucebi


დუღს ფელამუში.

მოხუცები კაკალს კინძავენ...
ძველი წლებივით...

მაგრამ რა ქნან? -
ძაფია მოკლე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 776 / თარიღი: 2017-12-11 / 6:02 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - შენს მოლოდინში / robert meskhi - shens molodinshi


არ იძვრის კარი.
კარის სარკეში არეკლილი ადამის ვაშლიც
ზუსტად ასეა.
გამიშრა ნერწყვი...
ჰმ!.
ახლა ძაფი რას უშველის ჩემს მოთმინებას? -
ჯაჭვებით ვაბამ სახელურზე
და
ღვინოს ვისხამ.

კომენტარები: 0 / ნანახია: 806 / თარიღი: 2017-12-11 / 6:00 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ტელეფონი / robert meskhi - telefoni


"რედიალი" და...
ავტომატურად იკრიბება შენი ნომერი.
თითქმის ყოველთვის
აბლაბუდას მიქსოვს სიჩუმე,
ან
გაღმა მყოფი ტელეფონის ზუმერს მაჩეჩებს,
როგორც უაზრო დაპირებას -
ვითომ ხუთ წუთში...
ვითომ იქ ხარ, ნუცუბიძეზე,
ან უბრალოდ წერ და არ იღებ...

კომენტარები: 0 / ნანახია: 742 / თარიღი: 2017-12-11 / 5:59 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ამოგვიკითხეს / robert meskhi - amogvikitkhes


ამოგვიკითხეს ლინგვისტებმა
ვაი-ვაგლახით.
შენ ყოფილხარ შ ე მ ა ს მ ე ნ ე ლ ი,
თან შედგენილი,
მე - ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე...
ჯერ იყო ასე:
ქვამდე ბარეს მიწის მთხრელებმა,
წვრილი ფუნჯები გვიღიტინეს,
ქიმიკატებით ამოგვივსეს
მშრალი ვენები.
მე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 723 / თარიღი: 2017-12-11 / 5:57 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - სიყვარულის ინექცია / robert meskhi - sikvarulis ineqcia


ტალღა უნდა იყოს
სწრაფი
და მჩქეფარე,
სიცოცხლესავით, -
ანდა პირიქით...

სიცოცხლე უნდა იყოს
ლაღი,
მენთოლიანი,
მაჭარივით, -
ანდა პირიქით...

მაჭარი უნდა იყოს
ცელქი,
მათრობელა,
მაისის წვიმასავით, -
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 748 / თარიღი: 2017-12-11 / 5:56 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - სეფიეთი / robert meskhi - sefieti


დამწიფდა ზღმარტლი.
ქარვისფერი აყრია ნეშო
სოფელ სეფიეთს.
დგას ნალიასთან ბიძაჩემი
მოჭრილი შეშით, -
მოდის ბებია.

მოდის სიზმარში...
შალის თავშალს მოაფრიალებს...
(ძაღლი აყეფდა...)
ნოემბრის წვიმა ავსებს ახლა
ღვინის ფიალებს
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 731 / თარიღი: 2017-12-11 / 5:56 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ისე დავთვერი / robert meskhi - ise davtveri


ისე დავთვერი, -
მფრინავი თეფში მეგონა ანძა,
მერე სამფეხზე შემოდგმული სპილენძის ქვაბი,
რომელიც ყურით იმაგრებდა დამოკლეს მახვილს,
ან იქნებ შამფურს ხორცის ნაჭრით, -
პირბადრი მთვარე რომ აღმოჩნდა
ბოლოს და ბოლოს.

როგორ დავთვერი...

კომენტარები: 0 / ნანახია: 735 / თარიღი: 2017-12-11 / 5:55 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - არშემდგარი პაემანი / robert meskhi - arshemdgari paemani


დღეს მარტოობას გავუთამამდი:
მრგვალ შადრევანს შემოვუარე,
ნოემბრის ჭადრებს გადავდე გრიპი.
შეყვარებულებს ერთნაირი თვალები ჰქონდათ,
ჰო, ასე მახსოვს...
მერე თანდათან გამეჩხერდა ფოთლის შრიალი,
სიცარიელე შეეხიზნა ბოლო ავტობუსს, -
შენ არ მოხვედი...

კომენტარები: 0 / ნანახია: 745 / თარიღი: 2017-12-11 / 5:53 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 51 52 53 54 55 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0