რობერტ მესხი - შენ / robert meskhi - shen
მიშველო იქნებ, - ამ მარტს ვეღარ გადავურჩები, მამღვრევს შიგნიდან... და იის სურნელს აყოლილი - მაჭარს ჰგავს სისხლი!.. გული სხვაგან გაქცევას ცდილობს... არ დამთავრდება "ჰეფი ენდით" ეს ყველაფერი... მკლავს უშენობა - ადამის ვაშლთან დაბჯენილი სამართებელ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 703 / თარიღი: 2017-12-12 / 4:25 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ფანჯრის რაფასთან / robert meskhi - fanjris rafastan
წყაროსთან ისევ ამოვიდა მწვანე ბალახი, ღამის უბიდან ამოფრინდა ვაი-ვაგლახით ციცინათელა... ცივგომბორიდან გადმოეშვა მთვარე მალაყით, დიდხანს იგორა და დაღლილი დედაქალაქის გზები გათელა. (როდის მოვწიე?!. არ დამირტყამს ერთი ნაფაზიც...) და ვფურცლავ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 872 / თარიღი: 2017-12-12 / 4:25 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ჟირაფი (რენუარს) / robert meskhi - jhirafi (renuars)
ნინ, მე ცეცხლი ვარ. მირჩევნია - თუნდაც საცერით - მზის უდაბნოდან მოვზიდო წყალი... მერე კი, როცა ცივ მეტლახზე დამიგებ ლოგინს, კვლავ დავისიზმრებ გაყვითლებულ ქოთნის ყვავილებს, მთვარეს, სტურუას... ნათურის ნაცვლად ჩაგიხრახნი ჭაღში სიმშვ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 846 / თარიღი: 2017-12-12 / 4:24 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - შემთხვევით / robert meskhi - shemtkhvevit
ამ ქუჩის თავში გვირგვინებს და ქოთნებს ჰყიდიან, ღამენათევი მზის ამოსვლა არღვევს ხანდახან ქუჩის ბოლოში აღმართული ჯვრების სიჩუმეს... სადღაც, შუაში - ერთდროულად: თიხის ქოთანი, გაურანდავი მარმარილოს ჩამონათალი და თითქმის ფურცლებგაცვენილი მინდვრის ყვავილი -
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 671 / თარიღი: 2017-12-12 / 4:20 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ქარი - თვითმკვლელი / robert meskhi - qari - tvitmkvleli
ხმაურობს ვერე, შორს ბრჭყვიალებს ანძის კონუსი. რატომ გავჩერდი? - მეყსეულად... მთვარემ მომნუსხა. მოულოდნელად მოსწყდა ქარაფს ქარი - თვითმკვლელი. არ ხმაურობენ აჩრდილები, არც გზას იკვლევენ, უბრალოდ დგანან და ბნელ ფიქრებს ეტმასნებიან... ...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 668 / თარიღი: 2017-12-12 / 4:17 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ქარის მეტამორფოზა ( სეხნიას) / robert meskhi - qaris metamorfoza (sekhnias)
სეხნი, გაუფრთხილდი თითებს, ხშირად სწორედ მათი გადაგრეხვით იწყება საკუთარ თავთან ჭიდილი, და თვალებს ნურასოდეს ააფარებ ლიბრს, რადგან ისედაც ვერ ხედავენ თვალები, და გულის მიღმაც შეიძლება იყოს მორყეული ბოგირი, სადაც მშიერი ძაღლი სალაფავს ელის და სცივა...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 707 / თარიღი: 2017-12-12 / 3:32 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - თეთრი სუმბული / robert meskhi - tetri sumbuli
აჩქარდა გული... აღმართია? რომ არ ეტყობა?!. ჭახჭახებს შაშვი - ისიც გულის ამოვარდნამდე. გაზაფხულია... სხვა სუნამოს სუნი აგდისო, - ეჭვიანობს ცოლი ტყუილად, უბრალოდ, ჯიბით მოვიტანე თეთრი სუმბული.
კომენტარები: 0 / ნანახია: 880 / თარიღი: 2017-12-12 / 3:28 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ნუკრი / robert meskhi - nukri
მომიკლეს დედა... და მთისხელა სევდა - საგზალი დამაქვს თვალებით... ცივია ზეცა... მთვარე სამსალით სავსე სინია... მოულოდნელად გადამიწვეს ტყე და სათიბი, თებერვალია, დაიწინწკლა ჩემი ქათიბი და... მეშინია.
კომენტარები: 0 / ნანახია: 779 / თარიღი: 2017-12-12 / 3:23 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - პეპელა / robert meskhi - pepela
მე ვარ პეპელა, გამიშვი გარეთ, სამ დღეზე დიდხანს მაინც მაპეპლე... ჩამავალ მზეზე უკიდებს მთვარე და ჩამწვარ ფიქრებს ჭაში აფერფლებს. ამჟამად მხოლოდ შენზე მინდობილს დამიკრავს ქარი შეშლილ ბეთჰოვენს, გამოვეთხოვე უამინდობას, ამდენ ლოდინსაც გამოვეთხოვე...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 754 / თარიღი: 2017-12-12 / 3:21 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - გრამაფონი / robert meskhi - gramafoni
მხოლოდ ძველი ფირფიტები წამოვიღე. გრამაფონი დარჩა, - ავადმყოფი მოხუცივით ჩაიწვა. ქვიშის მარცვლები ვერ უძლებენ სიცხეს, მშრალი ტერფებიდან ცვივიან. ჩამავალი მზეა ფირფიტა, გემების წვეტიანი ქიმებით იკაწრავს სახეს და მწუხრის მელოდიას უკრავს.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 708 / თარიღი: 2017-12-12 / 3:20 PM / სამშაბათი
« 1 2 ... 48 49 50 51 52 ... 415 416 » |