ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 4:55 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



რობერტ მესხი - თბილია მიწა / robert meskhi - tbilia mitsa


ცის დაფიონზე,
გაცრეცილი ლაჟვარდის გვერდით,
როგორც ალმასი ცირკონებში,
მოჩანს ვენერა.
თბილია მიწა.
ალბათ, მალე ამ ფერდობებზეც
ყოჩივარდების დიადემას დაიდგამს ქრისტე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 686 / თარიღი: 2017-12-12 / 3:19 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - დაკრძალვის ღამე / robert meskhi - dakrdzalvis ghame


ახლა დავჯექი ბუხართან და...
ჩუმად გიგონებ,
ნაკვერჩხალი ტკაცუნობს ურცხვად,
შიშინებს ჩაი....
გამტკნარებული სახეები
უსხედან სუფრას,
აშრიალებენ შავ ღამეზე უშავეს თავშლებს.
სამზადს აჯერებს თევზის სუნი,
ზალას-საკმევლის...

კომენტარები: 0 / ნანახია: 689 / თარიღი: 2017-12-12 / 3:18 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - შორი... ახლო / robert meskhi - shori... akhlo


აწყდება ყინვა
მატარებლის დაბრეცილ მინებს,
მე გადმოგწვდი კილომეტრებით...
ასე მაინც ვარ შორიახლო,
აღმოვაჩინე-
ამ სიტყვას ვგავარ ყველაზე მეტად-
"პეპელასავით"...

კომენტარები: 0 / ნანახია: 739 / თარიღი: 2017-12-12 / 3:16 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - მეწამულ ქარვად / robert meskhi - metsamul qarvad


ძლივს გაქრა ალი...
დაჩეხილი ჩვენი ფიჭვები
არ ანათებენ,
შედედებული სისხლის მსგავსად
გადმოსდით ცრემლი.
ორივე თვალით შევეყინე მერქნის რელიეფს...
დიდი ხნის მერე
იპოვნიან ბიოლოგები
იშვიათ ქარვას, იშვიათი მინარევებით-
შენ რომ მაჩუქე
იმ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 666 / თარიღი: 2017-12-12 / 3:14 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - სულში / robert meskhi - sulshi


ეს მთვარე ახლა,
შენს თვალებში რომ იხედება,
კატარაქტაა,
ირისებზე აწებებული.
ფრთხილად იყავი,
ზღვის დინებებს ახელებს მთვარე,
ქარებს მიდენის...
თუმცა ხანდახან მასაც აფრთხობს
შენს სულში როა ქარი, -
იმდენი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 760 / თარიღი: 2017-12-12 / 2:52 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - ებრაულ მოტივზე / robert meskhi - ebraul motivze


შენ მიდიხარ და... ვრჩები, როგორც სიცარიელე,
ვინ დამიძახებს სავსე მთვარის პოეტს დღეიდან?..
მძლავრობს ქარბუქი, შეშლილივით სტვენს და წრიალებს,
ძველ თბილისში ვარ, გამოვცდები მალე მეიდანს.

მადლობელი ვარ, - რა ხანია არ მიტირია
ასეთი გრძნობით... ავილანძე კიდეც სახეზ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 680 / თარიღი: 2017-12-12 / 2:49 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - შაჰრაზადა / robert meskhi - shahrazada


ვიცოდი,
განა არ ვიცოდი,
რომ ყველაფერი ბანალურად დამთავრდებოდა.
შენ - შაჰრაზადას -
მოგიძღვნიდნენ ვარდებს შირაზის,
მე კი - დერვიში -
ავივსებდი უბეს ხორშაკით
და უდაბნოში ქვიშის კოშკებს ავიშენებდი.

უთხარი ერთი სულთნის ბებერ ალქიმიკოსებს,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 710 / თარიღი: 2017-12-12 / 2:49 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - იანვრის თოვლი / robert meskhi - ianvris tovli


იანვრის თოვლი ბევრად უფრო თბილია, მგონი,
წელში მოხრილი, აბაშელი ბებიასავით, -
”თქვან გოლუაფიროს” რომ იტყოდა ჩვენი მისვლისას,
და ჩვენს წასვლამდე ივიწყებდა სევდას და ხელჯოხს.

კარგა ხანია ტრიფოლიატს ეკლებში ამტვრევს.

შენს თავს ვფიცავარ,
კიდევ ზამთრი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 747 / თარიღი: 2017-12-12 / 2:48 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - კვაზარები / robert meskhi - kvazarebi


ნათლისღებაა.
მანათობელი კორსეტები ჩაუცვამთ ხეებს,
ქუჩა შუშხუნა ღვინოების საცობებს იყრის ფართო ჯიბეში.
მთვარეა ქუჩის კუტურიე, -
საბოს ჩააცმევს ამ სეზონზე,
თმებს დაუმოკლებს,
ყელსა და მკლავებს დაუმშვენებს ბროლის მძივებით.

ეს მირაჟია.
კვაზარე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 763 / თარიღი: 2017-12-12 / 2:47 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - ხელთათმანები / robert meskhi - kheltatmanebi


სპაზმი აქვს ქუჩას,
ტროტუარზე დანთებული კოცონი აღარ შველის,
არც ნაცრისფერი კატის ბალიშები.
წუხს.
თუჯის საქვაბეებს არაკუნებს.
დაგ-დაგ...
დაგ-დაგ...
გულისძგერას ბაძავს.

ყინვა არათითით იწყებს...
ხელთათმანები დაგრჩაო, - მახსენებს, -
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 667 / თარიღი: 2017-12-12 / 2:47 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 49 50 51 52 53 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0