ნიკა ჩერქეზიშვილი - როგორ ძალიან მიყვარხარ / nika cherkezishvili - rogor dzalian mikvarkhar
როგორ ძალიან მიყვარხარ
და როგორ ვერასოდეს მოვიტანე შენამდე
ჩემი სიყვარული.
. . .
ალბათ,
იმიტომ,
რომ ბუნებაში არსებული ათასობით სიყვარულიდან
არის ერთი,
რომელიც მხოლოდ გულით უნდა ატარო
და არასოდეს თქვა
ნიკა ჩერქეზიშვილი
კომენტარები: 1 / ნანახია: 1264 / თარიღი: 2016-02-07 / 10:57 PM / კვირა
ნიკა ჩერქეზიშვილი - შენ ის მასწავლე, რანაირად აღარ მიყვარდე / nika cherkezishvili - shen is mastscavle, ranairad agar mikvarde
თვითონ ვისწავლი სიძულვილსაც,
შურსაც,
ბოღმასაც...
ბევრი არ დარჩა ჩემს სიცოცხლეს მიწის მიყრამდე.
თვითონ ვისწავლი თოვლის მოსვლას,
ქარის მოხრასაც...
შენ ის მასწავლე,
რანაირად აღარ მიყვარდე.
ნიკა ჩერქეზიშვილი
კომენტარები: 0 / ნანახია: 1327 / თარიღი: 2016-02-07 / 10:56 PM / კვირა
ლაშა მარგიანი - გული რამდენჯერ / lasha margiani - guli ramdenjer
გული რამდენჯერ გამჩერებია,
შენი თითების მახსოვრობაში.
ლაშა მარგიანი
კომენტარები: 0 / ნანახია: 1089 / თარიღი: 2016-02-07 / 10:53 PM / კვირა
გოდერძი ჩოხელი - საოცარია / goderdzi chokheli - saocaria
საოცარია,
გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ...
გოდერძი ჩოხელი
კომენტარები: 0 / ნანახია: 1243 / თარიღი: 2016-02-07 / 10:51 PM / კვირა
რეზო გეთიაშვილი - ლი / rezo getiashvili - li
შეღამებაა. მაშინდელი. წიფლნარია.
ლი. მონატრებაა. ქარიაო. ამბობენ.
გაღიმებაა. ქუჩა-ქუჩა. მიფლანგული.
ურნებიცაა. მავთულები. ამბები.
სისულელეა. ან რა სევდა. ან რა ჟინი.
ლი. დაბრუნებაა. გაქცევაა. ამბოხი.
შენი კანია დაქცეული არაჟანი.
შენი მზერაა გატე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1215 / თარიღი: 2016-02-07 / 10:49 PM / კვირა
ლაშა მარგიანი - დგება, გტოვებს ადამიანი და მისი არსებობა / lasha margiani - dgeba, gtovebs adamiani da misi arseboba
დგება,
გტოვებს ადამიანი
და
მისი არსებობა,
ისე გაშრება სულზე,
როგორც,
ნაპირზე გამორიყულ თევზს წყალი.
ლაშა მარგიანი
კომენტარები: 0 / ნანახია: 1122 / თარიღი: 2016-02-07 / 10:47 PM / კვირა
ნიკოლოზ ხახუტაშვილი - სად იყოფა ჩვენი გზები?! / nikoloz khakhutashvili - sad ikofa chveni gzebi?!
სად იყოფა ჩვენი გზები?!
როდის ვაკეთებთ არასწორ არჩევანს?!
ხომ შეგვიძლია არ გადავუხვიოთ
და იქ ვიყოთ,
როცა ფეხს წამოკრავს,
როცა წაბორძიკდება,
როცა დაეცემა...
განა იმიტომ, რომ ხელი შევაშველოთ?!
განა იმიტომ, რომ წამოვაყენოთ?!
მხოლოდ იმიტომ,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1224 / თარიღი: 2016-02-07 / 10:38 PM / კვირა
ნიკა ჩერქეზიშვილი - როგორ სახლშიც მინდა ვცხოვრობდე, ისეთ ლექსებს ვწერ / nika cherqezishvili - rogor saxlshic minda vcxovrobde, iset leqsebs
როგორ სახლშიც მინდა ვცხოვრობდე,
ისეთ ლექსებს ვწერ.
გუშინ,
ფანჯრიდან ვუყურებდი,
როგორ რწყავდა ნაჩხუბარი კარის მეზობლებიდან ერთ-ერთი,
მეორის სახლის წინ დარგულ ყვავილებს.
იმდენი რამ გამეფიქრა...
შევბრუნდი
და იესოს ხატის წინ დავდე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1155 / თარიღი: 2016-02-07 / 10:26 PM / კვირა
ტერენტი გრანელი - ააწრიალებს სულს უშენობა / terenti graneli - aatsckrialebs suls ushenoba
ააწრიალებს სულს უშენობა
და შემოდგომის ნაზი ფერები,
ვიცი, ქარვისფერ ღამეს გაათევ
და სიზმარშიც ვერ მოგეფერები...
ვიცი, ტკივილად გადამექცევი,
მაგრამ გახედე, ზღვაზე ნისლია...
ვითვლი უთვალავ დღესა და ღამეს -
ძველ დარდისათვის ვერ მომიცლია!
უნდა გაიგო
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1263 / თარიღი: 2016-02-07 / 10:15 PM / კვირა