ლექსები - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 6:49 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



გრანელს


***
გარშემო ვერ ვხედავ მე საგანს ფიქრისთვის
ეპოქაც კი  მიქრის  ჩემთვის უფერულად.
თუ ვცხოვრობ, ვცხოვრობ  მხოლოდ იმ სიტყვისთვის,
რომ უნდა ვთქვა და ყველა გავაოგნო.

რაც მითქვამს კარგად ჩემი თილისმაა.
სხვათა სტრიქონები -- ძველი ფეტიშები.
თუ ზურგი მაქ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1268 / თარიღი: 2016-02-11 / 2:36 PM / ხუთშაბათი

კარლო კაჭარავა - სიყვარული / karlo kacharava - sikvaruli


ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული.
იმდენად ამაღელვებელი, რომ შეუძლებლია კარგად დამთავრებულიყო;
ქალმა მას დაურეკა, რომელიღაც საბჭოთა ქალაქის ფოსტიდან,
მძიმე, შავი ტელეფონით.
ეს იყო ზამთარში და სარკმელებს მიღმა თოვდა.
მისი ხმის გაგონებაზე კაცმა წერა შეწყვიტა
და სიგ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1765 / თარიღი: 2016-02-08 / 1:55 PM / ორშაბათი

გიო საჯაია - მთვარე - ძაღლიშვილი / gio sajaia - mtvare - dzaghlishvili


მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!
ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3607 / თარიღი: 2016-02-07 / 11:40 PM / კვირა

ლაშა მარგიანი - მობილურმა დარეკა / lasha margiani - mobilurma dareka


ღამის სამი საათი იქნებოდა,
მობილურმა დარეკა,
დავხედე
და
მეგობარი იყო.

არ ვუპასუხე,
ხელში მეკავა
და
ვუყურებდი სანამ გათიშა.

ცუდ ხასიათზე ვიყავი,
რაღაცნაირად აღრენილი
და
უგუნებო.

ის იყო მობილურ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1210 / თარიღი: 2016-02-07 / 11:30 PM / კვირა

რეზო გეთიაშვილი - არ დავბრუნდები / rezo getiashvili - ar davbrundebi


არ დავბრუნდები, მე არასოდეს არ დავბრუნდები,
მივდივარ, ესეც წაბლისფერი თმების ბრალია,
ვიცი, ერთხელაც ჩემს არყოფნას გაებუტები,
ვიცი ერთხელაც მოგინდები ისე ძალიან..

არ დავბრუნდები, დაე ბოლო იყოს ეს ლექსიც,
გულში შენს სახელს პირველი ტყვია ამოშლის,
შენი სურ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1385 / თარიღი: 2016-02-07 / 11:26 PM / კვირა

ლაშა მარგიანი - და მაინც / lasha margiani - da mainc


ჩვენ
ტკივილების გამოქვეყნება ვიცით,
სიხარულს
და
ბედნიერებას არ ვაქვეყნებთ
და
მაინც,
მაშინ უფრო ბევრნი არიან შენთან,
როცა
კარგად ხარ.

ლაშა მარგიანი

კომენტარები: 0 / ნანახია: 1337 / თარიღი: 2016-02-07 / 11:24 PM / კვირა

რობერტ მესხი - ვამბობდი / robert meskhi - vambobdi


ვამბობდი მიწყივ:
დავტოვებ-მეთქი ამ უდაბნოს, მლაშემიწიანს...
ვერ დაგივიწყე, -
ყველა ცოდვამ ერთად მიწია.

განა არ დავრგე? -
დღეს ყოფილ ბაღში არც ვარდია, არც იელია...
უშენოდ აგერ
სოფელიც რა ცარიელია.

რობერტ მესხი

კომენტარები: 0 / ნანახია: 1232 / თარიღი: 2016-02-07 / 11:20 PM / კვირა

ნიკა ჩერქეზიშვილი - მწუხრი (გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას) / nika cherqezishvili - mtscukhri (guram rcheulishvilis khsovnas)


როცა მიდიხარ და აღარ იყურები
უკან,
მიდიხარ და ტანში გცრის,
როცა შენს არყოფნას ზღვები იხუვლებენ,
მთები იხუვლებენ...

დაიცა,
ჰო,
დაიცა-მეთქი,
ამოვიხრიალო,
მაინც ვინ გაიგებს შენს მეტი...

როცა დრო მიფრინავს,
კი არ მი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1642 / თარიღი: 2016-02-07 / 11:06 PM / კვირა

ნიკა ჩერქეზიშვილი - ცხოვრება აიწონა-დაიწონაა / nika cherqezishvili - ckhovreba aitscona-daitsconaa


150-200 გრამი არაყი.
31-32 წელი.
5-6 ლექსი.
მეტი თავში არაფერი მომდის.
...
ცხოვრება
აიწონა-დაიწონაა
და ვინც მარტოა,
მიწისკენღა მიიზიდება.

ნიკა ჩერქეზიშვილი

კომენტარები: 0 / ნანახია: 1184 / თარიღი: 2016-02-07 / 11:03 PM / კვირა

რეზო გეთიაშვილი - რა თანაგრძნობა / rezo getiashvili - ra tanagrdznobaa


რა თანაგრძნობა, დიდი ხანია,
ბედნიერი ვარ ყველა გლახაკზე,
ახლა ქარია და მიხარია,
რომ ღვინო ძენძავს სულის ნახაზებს

და უცხო ქალი ისევ მაორებს
და ღიმილს მაყრის, როგორც ნაფთალინს,
რომ მოგონების სასაფლაოებს
დღეს უღვთოდ მოთხრის ღამე - აფთარი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1125 / თარიღი: 2016-02-07 / 11:00 PM / კვირა

« 1 2 ... 73 74 75 76 77 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0