ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2025-01-04, 12:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ლომბარდის რიგში დგას
მარტოხელა დედა
ღვთისმშობლის გულსაკიდის დასაგირავებლად,
მის ახალშობილს კი არავინ ეთამაშება,
რომ ტირილი შეწყვიტოს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 810 / თარიღი: 2018-04-03 / 12:58 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


იცვლება დრო,
იცვლებიან ადამიანები,
მაგრამ არის რაღაც,
რაც ღმერთამდეა მისატანი
და მე მივიტან.

კომენტარები: 0 / ნანახია: 754 / თარიღი: 2018-04-03 / 12:57 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ვისაც უყვარხარ,
ის ზურგიდან არ მოგექცევა,
საითაც არ უნდა გაიხედო,
წინ დაგხვდება მაინც.

კომენტარები: 0 / ნანახია: 740 / თარიღი: 2018-04-03 / 12:55 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - პოეზია არ არის.. / nika cherkezishvili - poezia ar aris...


პოეზია არ არის
ფანჯრიდან გარეთ ყურება,
პოეზია არის
ქუჩაში გასვლა.

...

ჩვენში
ერთ ლექსზე
ათი ოთახის პოეტი მოდის.

კომენტარები: 0 / ნანახია: 743 / თარიღი: 2018-04-03 / 12:54 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ჩვენ დავმარცხდით,
რადგან ანგელოზები ვართ.

...

ომებს კი,
ომებს ან დემონები იგებენ,
ან ადამიანები.

კომენტარები: 0 / ნანახია: 684 / თარიღი: 2018-04-03 / 12:52 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


მეზობლის გაჩხიკული ბავშვი კითხულობს,
რა ღირს წინა დღის პური...

ვუყურებ
და ვფიქრობ,
რომ იქ,
სადაც სუქდებიან ერთეულები,
ნეკნებზე გადაკრული ტყავით უწევთ ცხოვრება
ასი ათასებს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 670 / თარიღი: 2018-04-03 / 12:52 PM / სამშაბათი

იანუშ კორჩაკი - * * * / ianush korchaki - * * *


უფალო,
გრძელ ლოცვას არ აღვავლენ,
არც უსასრულო ოხვრას მოვყვები,
ძვირფას შესაწირსაც არ მოგიძღვნი შენი დიდებისა
და სახელისათვის,
შენი კეთილგანწყობის მოპოვებისათვისაც არ ვიბრძვი,
არც პატივს ვითხოვ.

არ მაქვს ფრთოსანი აზრები,
რომლებიც ჩემს ლოცვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 711 / თარიღი: 2018-04-03 / 12:50 PM / სამშაბათი

სამყარო


შენში ვიპოვე სამყარო.სადაც დარჩენა მსურს
შენთან სიცოცხლეც მომინდა რომელიც უკვე მძულს
ჩემი შენდამი გრძნობების უკვე ყველას რომ შურს
თქმა მინდა შენთვის იმისი რისი გამხელაც მსურს
არც ვიცი ეს როგორ გითხრა ჩემი სიტყვაც რომ სდუმს

კომენტარები: 0 / ნანახია: 710 / თარიღი: 2018-04-01 / 10:21 PM / კვირა

ნიკა ძამიაშვილი - * * * / nika dzamiashvili - * * *


გამბედაობა ხმის ამოსაღებად,
როდესაც სათქმელი არ გაქვს
და ეძებ სიტყვებს გამოხატო შენი სულიერება,
რომ იქნებ ვინმე იპოვო შენი მსგავსი.

ჩემდაუნებურად ვუცრუებ იმედებს
საკუთარ თავს,
მაგრამ სხვას ვუსრულებ ნებისმიერ დანაპირებს.

უძილობა.
შიში ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 925 / თარიღი: 2018-03-26 / 2:42 PM / ორშაბათი

ნიკა ძამიაშვილი - სამი ნათება / nika dzamiashvili - sami nateba


მოღრუბლულ ცაზე ჩანს სამი ნათება.

ერთი ვარსკვლავი ხარ შენ,
მეორე - მე.
თვითმფრინავს კი გადააქვს ჩემი გრძნობა შენკენ.

ცდილობ დამამშვიდო შენი დავიწყებით.
მე კი გპასუხობ -
ნუ მაჩერებ,
მინდა, რომ მწამდეს..

კომენტარები: 0 / ნანახია: 819 / თარიღი: 2018-03-26 / 2:39 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0