ლექსები - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 9:48 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



კარლო კაჭარავა - კაცის ძილი / karlo kacharava - kacis dzili


კაცის ძილს ცუდი სუნი უდიოდა.
ის მყრალი იყო და ბრაზიანი-
დამარცხებებს ვერმიჩვეული.
ძილში კაცი ნატრობდა ყველას,
ვისაც ფლობდა და მერე კარგავდა
და იმათაც, ვინც აროდეს არ იყო მისი.
მას მხოლოდ ძილში არ ეცოდებოდა თავი,
თუმცა სიზმარშიც სიგარეტს ეწეოდა
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 843 / თარიღი: 2018-03-16 / 0:34 AM / პარასკევი

კარლო კაჭარავა - არქივარიუს ლინდჰორტს თოჯინების გულისცემაც ესმოდა / karlo kacharava - arqivarius lindhorts tojinebis guliscemac esmoda


არქივარიუს ლინდჰორტს თოჯინების გულისცემაც ესმოდა.
ჩვენ, ამგვარ უნარს მოკლებულ,
ჩვეულებრივ მოკვდავთ უმწეო ნუგეშად მხოლოდ ღვთიური განგების ფარულ ნიშანთა შესაძლებელი
ყურადღებით თვალის მიდევნებაღა ძალგვიძს რწმენის განსამტკიცებლად.
ზოგჯერ თავს გადახდენილის მნიშვნელობით აღფრთოვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 946 / თარიღი: 2018-03-16 / 0:32 AM / პარასკევი

შოთა პაპავა - ალაზნის ველი / shota papava - alaznis veli


ღამე არ დაწვეო
დედაჩემმა თქვა
კოღოები დაგკბენენო
არადა ეს ტახტი მუთაქებითურთ
ამ აივანზე რომ დავდგით
ბალის და პანტა მსხალის ჩრდილში
ისე რომ პირდაპირ ალაზანს გადაჰყურებდეს
ზედ მწოლიარე განცხრომაში მყოფი
მორიგი ლუარსაბი ან დარეჯანი
იმის მერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 835 / თარიღი: 2018-03-15 / 11:16 PM / ხუთშაბათი

შოთა პაპავა - სამოცი დღე / shota papava - samoci dghe


სამოცი დღეა
ათრევ შავ მიწას
ნაკელით სავსეს
ბოსტანის საბანს
სამოცი დღეა
თოხნი და ბარავ
სარეველებთან
მუდმივ ბრძოლაში
სამოცი დღეა
გამომხმარ ქლიავს
აჭრი მკვდარ ტოტებს
ისე რომ დარჩეს
ჯანმრთელი გული
რომელიც ისევ
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 814 / თარიღი: 2018-03-15 / 11:15 PM / ხუთშაბათი

შოთა პაპავა - სანამ შენ გეძინა / shota papava - sanam shen gedzina


თითქმის კვირაა
მე ვეღარ გხედავდი
გეძინა ოთახში
სასტუმრო ოთახში
მე დავრჩი ოთახში
სულ მარტო ლოგინში
კი თუმცა ჯანმრთელი
და მაინც მარტო
იყო მსხვერპლშეწირვა
შენი მსხვერპლშეწირვა
შენ გქონდა ვირუსი
ხველება სურდო
მე არ მქონდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 795 / თარიღი: 2018-03-15 / 11:13 PM / ხუთშაბათი

შოთა პაპავა - როგორ დავწეროთ ლექსი ცეცხლის დანთებაზე / shota papava - rogor davtsero leqsi ceckhlis dantebaze


როდესაც გინდება ხანდახან ადამიანს
ლექსის დაწერა ცეცხლის დანთებაზე
ისეთის რომ რჩევად დარჩეს შვილებს
აი რა უნდა ქნა
პირდაპირ ნურავის მიმართავ
თუნდაც შვილებს
თუმცა წერე ისე თითქოს მათ წერდე
დაიწყე იმით რომ ხანდახან
ყველას უნდება ცეცხლის დანთება ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 819 / თარიღი: 2018-03-15 / 11:12 PM / ხუთშაბათი

ანდრო დადიანი - * * * / andro dadiani - * * *


ჩემი ჰონორარი იმდენია,
რომ ერთი ქუდიც არ შემიძლია ვიყიდო ამ ზამთარში.
არადა როგორ გამახარებდა ისეთი ქუდი,
ახლა მეტროში გოგოს რომ ეფარა,
მომწვანო ქუდი,

ბაცი ყვითელი პომპონჩიკებით,
ერთი თავზე და ორიც გრძელ ყურებზე
ფორთოხლებივით დაკიდებული.
< ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 769 / თარიღი: 2018-03-15 / 11:08 PM / ხუთშაბათი

ანდრო დადიანი - * * * / andro dadiani - * * *


დილით ქაშუეთთან ვნახე ზანგის ბიჭი,
ჰგავდა ღვთისმშობელს,
იელები ენთო თვალებში,
მსუბუქი იყო მარტის სიოზე,
არ მიყვებოდა ქუჩის დინებას,
იდგა და წერდა ესემესებს ვინმეს,
ალბათ შორს…

როგორც უსულო ის იდგა ქარში
და გადიოდა ქუჩა მასში,
ვითო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 779 / თარიღი: 2018-03-15 / 11:06 PM / ხუთშაბათი

ანდრო დადიანი - ფრაგმენტი საკუთარი დღიურიდან / andro dadiani - frangmenti sakutari dghiuridan


‘’დღეს ჰომოფობიური ხასიათის ბულინგი მომიწყვეს თანამშრომლებმა, პირველად მივედი სამსახურში საყურით და ვისაც არ დაეზარა უფროსიდან დაწყებული ყველამ დამცინა, მერე ჩემს სექსუალურ გემოვნებაზე მოიწყვეს იუმორისტული საათი, ღლიცინებდნენ, იღრიჭებოდნენ, მასხარაობამ ისე შეიყოლია, ადამიანებს აღარ გავდნენ, მე კი ოთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 852 / თარიღი: 2018-03-15 / 11:05 PM / ხუთშაბათი

ანდრო დადიანი - სპილოების სასაფლაო / andro dadiani - spiloebis sasaflao


დე, არ შემიძლია!!!
არ შემიძლია ამ ადამიანებთან ცხოვრება.
მე ნამდვილად მხოლოდ სიზმრებში ვცხოვრობ,
ჩემი ცხოვრება კი ნამდვილად სიზმარია.


ფიქრობ შვილზე და
ჩირად ქცეული ჭიანჭველასავით
მიათრევ ქუჩიდან ქუჩაზე სევდას…
ცდილობ, მოიკრიბო ძალა
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 769 / თარიღი: 2018-03-15 / 11:03 PM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 11 12 13 14 15 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0