ლექსები - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 10:32 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ანდრო დადიანი - * * * / andro dadiani - * * *


მე შემიძლია ვიწინასწარმეტყველო

როგორი იქნება ხვალინდელი დღე
ერთი კვირით წინაც შემიძლია წინასწარმეტყველება
და ერთი წლით ადრეც.
ხვალ იქნება, ისე როგორიც იყო გუშინ, გუშინწინ
და როგორიც იქნება ხვალ ისე იქნება ზეგ!
არავითარი მოულოდნელობა
დილით სამუშა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 758 / თარიღი: 2018-03-15 / 11:02 PM / ხუთშაბათი

რატი ქართველიშვილი - დედას / rati qartvelishvili - dedas


მინდა ხელში აგიტაცო
და მზედ გაქციო,
რომ შენი სხივით განათდეს ზეცა,
რომ შენი ნათლით ამენთოს თვალი,
რომ ჩვენი ძველი ზაფხულის სახლი
ისევ აივსოს ჭრელი ფუტკრებით
და სურნელებით მაისის თაფლის;
რომ გაბზარული ფანჯრების მინებს
აზანზარებდეს მტრედის ღუღუნი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 848 / თარიღი: 2018-03-15 / 10:57 PM / ხუთშაბათი

რატი ქართველიშვილი - * * * / rati qartvelishvili - * * *


ღმერთი ზღვასა ჰგავს
სიზმრად რომ ვნახე
და გაღვიძებულს გადამავიწყდა,
მერე კი ცრემლი წამომივიდა
და მისმა გემომ კვლავ გამახსენა:
ბავშვობა, ცირკი და ის კლოუნი
ჩემს გაცინებას რომ შეეცადა,
მე კი შემრცხვა და ჩუმად ავტირდი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 840 / თარიღი: 2018-03-15 / 10:57 PM / ხუთშაბათი

რატი ქართველიშვილი - * * * / rati qartvelishvili - * * *


საოცნებო ზღვა და ცაა,
ბინდი უყვართ ლიანებს,
გათენდება სადაცაა,
შენ კი სულ იგვიანებ.

დაფნისა და პალმის ჩეროს
ფანტომები გროვდება,
სიყვარული, დავიჯერო,
ახლა არ გაგონდება?

ღამით ზღვა და არა დღისით,
ჩრდილი ცისფერ აფრისა,
და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 810 / თარიღი: 2018-03-15 / 10:56 PM / ხუთშაბათი

რატი ქართველიშვილი - * * * / rati qartvelishvili - * * *


ო, როგორ მიყვარდა
ძვირფასი ტუჩები,
ვნების გახელება
და კოცნა ურჯულო,
ნაცნობი სოფელი,
ბაღი ალუჩებით
და ტყეთა სიხშირე
უხმო, უჩურჩულო.
მახსოვს ადგილები
ხეთა საყვარელი,
დგანან იქ ცაცხვები
ტოტებგაჩურჩული,
ბაღის ბილიკებზე < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 800 / თარიღი: 2018-03-15 / 10:56 PM / ხუთშაბათი

რატი ქართველიშვილი - * * * / rati qartvelishvili - * * *


ხშირად ვიხსენებ ამ ბოლო დროს, რა ძვირფასია
ხანა გრძნობების მოგიზგიზესი,
რომ სიყვარული ერთადერთი სილამაზეა,
სილამაზეთა კიდევ მიზეზი.

და ახლა,როცა მე ვიგონებ გულს ცეცხლის ალთა
და რევას იმგვარს თუ რას არქმევდა,
დაეცა ბაღებს შუქი მკრთალი და აკანკალდა;
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 776 / თარიღი: 2018-03-15 / 10:56 PM / ხუთშაბათი

რატი ქართველიშვილი - * * * / rati qartvelishvili - * * *


მამა, ძვირფასო, მე შენ გიპოვე,
ვით ძველი წიგნი წაუკითხავი
და მის გვერდებზე შემორჩენილი
ვარდის გამხმარი ერთი ფურცელი,
როგორც სარჩევი, თითქოსდა ჩემთვის
იქ საგანგებოდ დატოვებული.

კომენტარები: 0 / ნანახია: 740 / თარიღი: 2018-03-15 / 10:55 PM / ხუთშაბათი

რატი ქართველიშვილი - * * * / rati qartvelishvili - * * *


მაშინ როდესაც ყველას ეძინა
გულს უცნაურად რად გაეცინა?
ალბათ ვერხვი და მწუხარე ხვია
ჩემს მოგონებებს გადაეხვია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 727 / თარიღი: 2018-03-15 / 10:54 PM / ხუთშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


ცხოვრების წიგნიდან ერთი დღეც მოეხა.
იყურე კარისკენ, ვინ არის - არავინ.
მიუვალ ადგილას მოსული თოვლი ხარ,
ჯერ ფეხდაუდგმელი და გაუკვალავი.

თუ ბედი განსაცდელს შენს მხრებზე აცურებს,
სისხლი არ დალიო, დალიე არაყი.
შარვალზე ღილივით აწყვეტილ კაცუნებს
ზედ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 825 / თარიღი: 2018-03-15 / 3:13 AM / ხუთშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - სიყვარულით სავსე გული / nika cherkezishvili - siyvarulit savse guli


ცარიელი ოთახი,
ცარიელი ჯიბეები,
ცარიელი დღე.

...

მე კიდევ,
სიყვარულით სავსე მაქვს გული.

კომენტარები: 0 / ნანახია: 741 / თარიღი: 2018-03-15 / 3:12 AM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0