ლექსები - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 7:39 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ერეკლე დეისაძე - სექსი ლიფტში / erekle deisadze - seqsi liftshi


სექსი ლიფტში

მეცხრე სართულისკენ დავიძარით…
გავცდით და
ასე აღმოვჩნდით უსასრულობაში…

შემთხვევა ერთხელ ღმერთიც დათვრა და
ცხვრის ფარა
ღრუბლებში აერია…

კომენტარები: 0 / ნანახია: 858 / თარიღი: 2018-05-17 / 9:52 PM / ხუთშაბათი

ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 3 / erekle deisadze - haikuebi 3


***
სანაპიროს პირდაპირ ჰორიზონტს ხაზი გაუწითლდა,
მეთევზეები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ
ღრუბლის ბიუსტჰალტერი უჭერდა ცას.

***
ქუჩები ქალაქის ბიოგრაფიას,
მარადმწვანე ნაძვის კენწეროებით
წერდნენ ცაზე.

"სექსის წინ"

სურვილი ჩაიფი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 750 / თარიღი: 2018-05-17 / 9:50 PM / ხუთშაბათი

ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 2 / erekle deisadze - haikuebi 2


შეყვარება

შენი მარცხენა კერტი ჩემი სიგიჟის ღილაკია,
თითი მივაჭირე და
გულის ლიფტი გაიღო…

.

***

ცრემლებმა თავსხმა წვიმას
წამწამების ქვეშ
შეაფარეს თავი…

.

კოღო

ყურთან მონოტონური სერენა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 884 / თარიღი: 2018-05-17 / 9:45 PM / ხუთშაბათი

ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 1 / erekle deisadze - haikuebi 1


* * *
რადიოშიშინი…
სატელევიზიო ანძას ღრუბელი გამოედო,
ალბათ იწვიმებს..

* * *
სანამ ლუდს მოვსვამდი
შემოდგომის ბაღს გავხედე
ტანსაცმლის მაღაზიაში 80%_ანი ფასდაკლებაა.

შიში

ნუ გეშინია დედა,
ნუ კეტავ ფანჯრებს,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1085 / თარიღი: 2018-05-17 / 9:40 PM / ხუთშაბათი

ნამზეურ სხეულს..


ნამზეურ სხეულს მოეფერა ნიავი ტალღით.
შიშველი კანის სითბო იგრძნო ფიქრებმა უცებ.
მზეში ნაკოცნი ოცნებები ,დაისით ჩადის.
დაისში გულსაც ნამზეური ვნებები უცემს.
მზემოკიდებულ ზღვის ზეწარში შეცურდა ქარი
და მზერა მორცხვად გააყოლა,ნატერფალ ადგილს.
ნამზეურ სხეულს მზე მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 808 / თარიღი: 2018-04-23 / 6:21 PM / ორშაბათი

ლაშა მარგიანი - ფრენა / lasha margiani - vuela


სანამ იმდენად უბრალო ხარ,
რომ არ შეგიძლია,
ქარის მოტანილ მტვერს ზურგი შეაქციო.

სანამ გჯერა,
რომ შენშიც არის რაღაც,
ისეთივე წარმოუდგენელი, როგორც მოხუცი ქრისტე.

სანამ ნერვები,
ჯიბიდან ამოღებული ყურსასმენებივით გაქვს გადახლართული,
შეხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1149 / თარიღი: 2018-04-20 / 9:04 PM / პარასკევი

ოთარ ჭილაძე - * * * / otar chiladze - * * *


დე, ასე ქროდეს, ქროდეს და ქროდეს,
ფრთებდაგლეჯილი ქვითა და ქვიშით...
მე მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.

ეს სულ არ არის ამინდის ბრალი,
არც ღვინის ბრალი... მეც ვგრძნობ და ვიცი,
თუმცა ხეები გვანან დღეს მთვრალებს
და მტკვარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 874 / თარიღი: 2018-04-04 / 3:59 PM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


"და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა."
ლუკას სახარება 23.42.

შეიძლება,
ათასები გკითხულობდნენ,
მაგრამ თვითონ,
სულ რამდენიმე კაცს თუ წაუკითხავ საკუთარ ლექსებს.

ცხოვრება მხოლოდ იმისთვის ღირს -
ჯვარს ეცვა,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1010 / თარიღი: 2018-04-03 / 1:11 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ღმერთი / nika cherqezishvili - ghmerti


შენ ადამიანი არ ხარ.

...

შენ ვერასოდეს შეძლებ ჩვენს მიტოვებას,
ღმერთო!

კომენტარები: 0 / ნანახია: 711 / თარიღი: 2018-04-03 / 1:10 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ბედი / nika cherqezishvili - bedi


ბედი?
შენ იცი,
არასოდეს მწყალობდა ბედი
და მაინც ვწერდი,
რასაც ჩემთვის ცხოვრება შლიდა.
თუმცა მინდა,
რომ ბნელ სარდაფში გულაღმა ვეგდო,
მზის გულზე ვდგავარ,
რომ მხედავდე
და იყო მშვიდად.

კომენტარები: 0 / ნანახია: 783 / თარიღი: 2018-04-03 / 1:08 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0