ნაზი კილასონია - მივდივარ / nazi kilasoni - mivdivar
მივდივარ, მომდევს მტკვარი სატივე და ანთებული ზეცა ხომლებით. გული გატკინე და მაპატიე, ტკივილით უფრო გემახსოვრები.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1197 / თარიღი: 2014-12-08 / 5:50 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - მინდა ეს ლექსი / nazi kilasoni - minda es leqsi
მინდა ეს ლექსი შენც მოგხვდეს გულთან, მინდა მეც მქონდეს პწკარი ძლიერი, საქართველოში რომ ერთად ვსუნთქავთ, სწორედ ამიტომ ვარ ბედნიერი... მეც ხომ მივლია იმ მთების გაღმა, მგზავრად მომდევდა ლექსი ხმიერი, მეც ხომ შემისვამს ლიახვის ტალღა და სამუდამოდ ვარ ბედნ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1921 / თარიღი: 2014-12-08 / 5:49 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - შენი თვალების დაღლილი ეშხი / nazi kilasoni - sheni tvalebis daghlili eshkhi
შენი თვალების დაღლილი ეშხი თან გამყვა, როგორც ლურჯი ღიღილო, მე მხოლოდ ბავშვი მიყვარდა შენში და აღარ მინდა კაცად გიხილო.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1210 / თარიღი: 2014-12-08 / 5:48 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - წავალ / nazi kilasoni - tscaval
წავალ, დავეცემი მინდორთან, დაღლილი ლექსით და წვითა, განა სიყვარული მინდოდა? სხვა რაღაც, უფრო წმინდა...
კომენტარები: 0 / ნანახია: 1313 / თარიღი: 2014-12-08 / 5:46 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - არ დაგანახვებ / nazi kilasoni - ar daganakhveb
ხეებმა მითხრეს: დავითალხეთო. შენზე ოცნებას აქეთ უვლია, მაგრამ თვალებში აღარ ჩამხედო, თვალებში... მხოლოდ საყვედურია. გადავემხობი მინდვრის ბალახებს, ქალი კი არა, კლდე ვარ, ტინი ვარ. მოკვდები, მაგრამ არ დაგანახვებ, არ დაგანახვებ როგორ ვტირივარ
კომენტარები: 0 / ნანახია: 1031 / თარიღი: 2014-12-08 / 5:06 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - გიო / nazi kilasoni - gio
და ვიდრე მართლა მოხვალ ამ ქვეყნად, ჯერ უნდა მხოლოდ სიზმრებში მდიო, მე სევდიანად გპირდები ეხლაც: მოხვალ, სიცოცხლეს გაჩუქებ, გიო!@ გიო! თვალები ღამეებს ათევს... გიო! ხელები ლოდინით დაჭკნა. შენ უნდა ნახო მზიანი ქართლი, შენ უნდა ნახო
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1105 / თარიღი: 2014-12-08 / 5:06 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - ვუგალობ ჰარალეს-დოვლათის ღმერთს / nazi kilasoni - vugalob harales-dovlatis ghmerts
ხარებს რქებზე უნთიათ კელაპტრები, ჰარალე! ჰაი, ხელი ვიჩრდილე და ხნულში მელანდები, ჰარალე! გუთანს ხელი ვუშვი და მიწას ვცემ თაყვანსა, ჰარალე! მიწასა _ ჩემი სიცოცხლის და სიკვდილის აკვანსა, ჰარალე! ჩემს ბედზ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1127 / თარიღი: 2014-12-08 / 5:05 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - მამა / nazi kilasoni - mama
იმისათვის გამაჩინე, მამა, რომ თაყვანსა გცემდე და არასოდეს გიხდიდე ამაგს. შენ თურმე იმისთვის გამაჩინე, თვალის ჩინო, მამა, რომ სული გატკინო და მაინც არ დაიმჩნიო, მამა!.. ვაიმე, ახლოვდება საღამოს ლანდი და
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1065 / თარიღი: 2014-12-08 / 5:04 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - მე რომ წავიდე... / nazi kilasoni - me rom tsavide...
მე რომ წავიდე: ვინ უნდა გამოუცვალოს იებს წყალი; მე რომ წავიდე: ვინ უნდა დაგანახოს სარკმლიდან მთვარე მცხრალი; მე რომ წავიდე: _ ვინ უნდა შემოუშვას ოთახში ქარი; მე რომ წავიდე, ვინ უნდა წაგიკითხოს ლექსების პწკარი... და სხვაც რომ დავტო
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1285 / თარიღი: 2014-12-08 / 5:04 PM / ორშაბათი
ნაზი კილასონია - მონადირე / nazi kilasoni - monadire
ტაბაწყურს წავლენ მონადირენი, რომ თოფის კვამლი ზეცას უჩვენონ, ვაითუ შეგხვდეს სოკო-ირემი და ნაკვერცხალზე შესწვა უჩემოდ. ტაბაწყურს წავლენ მონადირენი, რომ ტბას ახალონ ფრთები იხვებმა. ლერწამის ჩრდილი წყალში ირევა... ლერწამის ჩრდილი ტბებში ირხევა...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1157 / თარიღი: 2014-12-08 / 5:03 PM / ორშაბათი
|