Загрузка...
ლელა ცუცქირიძე - ღრუბლიაანთა / lela cucqiridze - ghrubliaanta - 8 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 8 » ლელა ცუცქირიძე - ღრუბლიაანთა / lela cucqiridze - ghrubliaanta


9:54 PM
ლელა ცუცქირიძე - ღრუბლიაანთა / lela cucqiridze - ghrubliaanta


საქმე არა გაქვთ?
რას ჩამომსხდარხართ ამ ყანაში, მოლაღურებო,
მზით მოხალულ ხორბლის მარცვლებს
რას აკნატუნებთ?
თანაც, ჭორაობთ:
ყაყაჩოებზე, ფურფუჭებზე, ფარსმანდუკებზე და
”რას ამბობ, ქააო” -
პატარა თავებს აკანტურებთ...
საქმე არა გაქვთ?
აფრინდით ახლა,
წამომყევით ღრუბლიაანთა,
საჭორაოს იქაც რა დალევს.

რა ხდება ერთი, იმათ თავსა, გავიგო აბა!
ქორწილი აქვთ თუ დღეობაი,
ნათლობა აქვთ თუ ძეობაი...
ელვებს - ჩინ-მედლებს
და ჟინჟილებს აჟღარუნებენ,
ჭექენ და ქუხან: ჩვენა ვართ და ეს ჩვენი ცაო...
მაგათმა მზემა, არ დაგვპატიჟეს, ეგრე სადაა?!

აფრინდით, გეყოთ ხორბლის კნატუნი, მოლაღურებო,
ღრუბლიაანთა კარგი სუფრა იშლება-ხოლმე:
ეს - მწნილიო,
ეს -ხავიწიო,
ეს - მინდვრის მხალი, ღანძილიო, ნაზუქებიო...
რომელი ერთი ჩამოვთვალო...
ახლა ღოლოს შეჭამანდი?!
ახლა ცოცხალი?!
ყოველ ღამით ხომ, მაგათ ჩადგმულ კოკოზებში,
ლურჯდაკრული ვარსკვლავები ციმორებივით ებმებიან და ფართხალებენ...
ღვინო კი...
ღვინოს ნუღარცა მკითხავთ:
გინდ ატენური, გინდ თავკვერი -
ისეთია, როო,
ყელში ჩიტივით ჭიკჭიკებს და
სულ არაკებად გარაკრაკებს.
მეც, ამ ტიალ წუთისოფელში, მეტი რა მინდა?
ავრაკრაკდები, არაკებს ვიტყვი,
ისეთ სიმღერას შემოვძახებ,
თავშლის ბოლო, ჩვენი სოფლის ქალებივით ჩაიკეცონ დედაღრუბლებმა და:
”იიჰ, მეხი კი დაგაყარეთ, რა სიმღერა გცოდნია, ბალღოო” -
ჩაიქირქილონ.

მერე, ერთმანეთს დაერევიან ღრუბლიაანთი,
ასე იციან...
აჟღარუნდება კიდევ ერთხელ
ჩინ-მედლები და ჟინჟილები
და რა თქმა უნდა, გაწვიმდება.
რამ შეგაშინათ?
ეგენი მალე მიიძინებენ - ღრუბლიაანთი.
თქვენ მერე ნახეთ!

შემოგორდება მზის ჩარდახი,
თვალებს მოგჭრით, ისეთ ჩახჩახა ჩინჩხლებს გაჰყრის, მოლაღურებო!
მოჩახჩახდება თქვენს ყანაში
და იქიდან, ამ ჩახჩახა ჩარდახიდან,
ცხელი ზაფხული გადმოგოგდება-
ფერ-უმარილ-პომადიანი - როგორც ფუფალა.
ჩამოგიჯდებათ, ისიც გაკვნეტს მოხალულ მარცვლებს
და ამ მთისას მოგიყვებათ,
და იმ ბარისას,
და ამ ქართლისას მოგიყვებათ,
და იმ ქართლისას - ერთხელაც, ასე, ჭორაობისას, ჩენჩოებს რომ გადავაყოლეთ.

...აგე, ხომ ხედავთ,
მაინც წამომცდა, გულისგულში რაც მიფუთფუთებს,
არ კი მინდოდა,
მაგრამ, რას ვიზამთ,
ხდება ასეცა, ათასში ერთხელ, მოლაღურებო...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1207 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0