შენ ლამაზი ხარ, ჩემო იოსებ, შენ ლამაზი ხარ, როგორც ყვავილი ამოსული სასფლაოზე, სადაც დავმარხე სიყვარული უზენაესი. შენ ლამაზი ხარ როგორც ზღაპარი და სიზმარეული, შროშანებით შეკრული კუბო, ამბორთა შენთა შროშანებით შეკრული კუბო, რომელშიც ვწევარ. მიიმღერიან ღრუბელ-ღრუბელ ანგელოზები, ჩემო იოსებ, შენ ლამაზი ხარ, უბიწო ხარ, ჩემო იოსებ. შენ ლამაზი ხარ დაჩოქილი და აპყრობილი, მეხდაცემული შემოგცქერი, და აყვავებულ ვაშლის ხეების უთეთრეს მწკრივებს, ტოტებზე ფუტკრებშემოფრენილ, თავბრუდამხვევ და დამთვრალ მკლავებს, ბზის ტოტებივით გიჭრი და გიფენ.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..