Загрузка...
ნაზი კილასონია - მამა / nazi kilasoni - mama - 8 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 8 » ნაზი კილასონია - მამა / nazi kilasoni - mama


5:04 PM
ნაზი კილასონია - მამა / nazi kilasoni - mama


იმისათვის გამაჩინე,
მამა,
რომ თაყვანსა გცემდე და
არასოდეს გიხდიდე
ამაგს.
შენ თურმე
იმისთვის გამაჩინე,
თვალის ჩინო,
მამა,
რომ სული გატკინო და
მაინც არ დაიმჩნიო,
მამა!..
ვაიმე, ახლოვდება
საღამოს ლანდი და
ხმები,
მამა.
საყვედურივით დამდევს
შენი პატარა,
საცოდავი მხრები,
მამა!..
ვაიმე,
შენ ეწევი იაფ,
სულ იაფ სიგარებს,
მამა,
მათ მყრალი სუნი აქვთ
და
აღარ მიკარებ,
მამა!..
ვაიმე,
უშენოდ
სიცოცხლის ხე ვარ და
ვხმები,
მამა!
მინდა:
ავწიო და
პატიოსან ქვეყანას ვუჩვენო
შენი ნაჯაფარი მხრები,
მამა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1070 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0