Загрузка...
ნაზი კილასონია - ვუგალობ ჰარალეს-დოვლათის ღმერთს / nazi kilasoni - vugalob harales-dovlatis ghmerts - 8 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:23 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 8 » ნაზი კილასონია - ვუგალობ ჰარალეს-დოვლათის ღმერთს / nazi kilasoni - vugalob harales-dovlatis ghmerts


5:05 PM
ნაზი კილასონია - ვუგალობ ჰარალეს-დოვლათის ღმერთს / nazi kilasoni - vugalob harales-dovlatis ghmerts


ხარებს რქებზე უნთიათ
კელაპტრები,
ჰარალე!
ჰაი,
ხელი ვიჩრდილე და
ხნულში მელანდები,
ჰარალე!
გუთანს ხელი ვუშვი და
მიწას ვცემ თაყვანსა,
ჰარალე!
მიწასა _
ჩემი სიცოცხლის და
სიკვდილის აკვანსა,
ჰარალე!
ჩემს ბედზედაც დააბრუნე
წისქვილის დოლაბი,
ჰარალე!
ჩემი თონიდანაც ამოყარე
დოვლათი,
ჰარალე!
მკათათვის ფერი ხარ და
ყანებში იწვები,
ჰარალე!
არ გამომილიო კალოზე
კვერი და
ფიწლები,
ჰარალე!
არა, არ ჩამიქრო ხარის რქებზე
კელაპტრები,
ჰარალე!
მინდვრებში შემოდგომის
ფერადები,
ჰარალე!
გეყმე, სანამ დავიღლები და
დავდუღდები,
ჰარალე!
მერე ქვის საფლავში ჩამატანონ
თავთუხები, _
შენი გვირგვინის თავთუხები,
ჰარალე!
რათა მწედა მყავდე და
იყო ჩემთანა,
ჰარალე!
მთვარეს ვეახლები, თუ მივალ
მზესთანა,
ჰარალე!
ხიი, მო, გამიწით, ხარებო,
გენაცვლებით,
ჰარალე!
ნურც ჩამქრობია თქვენი რქის
კელაპტრები,
ჰარალე,
ჰარალე!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1134 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0