Загрузка...
ნაზი კილასონია - გიო / nazi kilasoni - gio - 8 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 8 » ნაზი კილასონია - გიო / nazi kilasoni - gio


5:06 PM
ნაზი კილასონია - გიო / nazi kilasoni - gio


და ვიდრე მართლა მოხვალ ამ ქვეყნად,
ჯერ უნდა მხოლოდ სიზმრებში მდიო,
მე სევდიანად გპირდები ეხლაც:
მოხვალ,
სიცოცხლეს გაჩუქებ, გიო!@
გიო!
თვალები ღამეებს ათევს...
გიო!
ხელები ლოდინით დაჭკნა.
შენ უნდა ნახო მზიანი ქართლი,
შენ უნდა ნახო მთიანი რაჭა.
შენ უნდა გქონდეს მამის თვალები,
შენ უნდა გქონდეს შუბლი მამისა...
მე შენს სიცოცხლეს მივეძალები
და გულისკოვზთან თრთოლვით ჩაგისვამ,
რათა შენს მაჯას მივცე სათავე.
რაა მიწიერ ტანჯვის ატანა?
არარაობის ქარში ტანტალი
კმარა! გეყოფა, ჩემო პატარა...
ვარ დედა _
ვდგავარ საწუთროს გზებზე:
ხარ შვილი _
მმართებს მარადის გდიო:
თვალებს ვიჩრდილებ,
გიხმობ და
გეძებ:
გიო!
გიოო!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1111 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0