ლექსები - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-11-19, 9:41 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



დიანა ვაჩნაძე - ბევრ ბავშვს გავაჩენდი ... / diana vachnadze - bevr bavshs gavashendi ...


ბევრ ბავშვს გავაჩენდი _
კიკინებიან გოგონებს, კიკინებიან გოგონებს და
ერთ ბუთხუზა ბიჭსაც _
რომ შემეძლოს, შეველიო შენთან ერთად ქალაქ-ქალაქ სირბილს,
თეატრებს და საგამოფენო დარბაზებს და
გვიან ღამემდე ვაკის პარკში ყურსვას.
ბევრ ბავშვს გავაჩენდი _
ასე რომ არ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1135 / თარიღი: 2014-11-30 / 3:35 PM / კვირა

დიანა ვაჩნაძე - გავაწანი სილა გ-ს... / diana vachnadze - gavatscani sila g-s...


გავაწანი სილა გ-ს,
შევცბი,
მოვიკუნტე და
ვიტირე.

ვიტირე,
მოვიკუნტე,
შევცბი და
გავაწანი სილა გ-ს.

შევცბი და მოვიკუნტე,
მოვიკუნტე და შევცბი,
შევცბი, მოვიკუნტე,
მოვიკუნტე, შევცბი,
შევცბი, შევცბი, მოვიკუნტე, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1094 / თარიღი: 2014-11-30 / 3:32 PM / კვირა

ლექსო დორეული - აღსარება / leqso doreuli - aghsareba


ერთადერთია ბედნიერება;
ცათა სიმშვიდეს ლექსები არღვევს….
მე მებრალები ჩემო იღბალო,
რომ შენი ბედი იღადრავს ძარღვებს.

თვალს თვალში ვუყრი რკილნაჭამ სარკეს.
ვეღარ დაგლანდე.... რა იქენ ბიჭო?...
ვინემ ოცნება აგვატალახებს,
ქვით დავიშანთოთ თვალები გვიჯობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1242 / თარიღი: 2014-11-30 / 1:26 PM / კვირა

ლექსო დორეული - გარდაქმნათა პერიოდი / leqso doreuli - gardaqmnata periodi


გათოშილ კითხვებს დიდი ხანია
ციცქნა პასუხი დააწანწალებს.
მითხარი ერთი, ის ერთგულია,
ვინც თავის გრძნობებს შენთვის აწამებს?!!

სიცოცხლეს გული დაასამარებს.
მხოლოდ ჩემია ეს ტრაგედია.
შევეხიზნები გალუმპულ ქარებს.
ბევრი ფიქრისგან გზა ამერია.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1012 / თარიღი: 2014-11-30 / 1:25 PM / კვირა

ლექსო დორეული - დაკარგულები / leqso doreuli - dakargulebi


ზურგზე მოიგდო,
როგორც გუდა
თერგმა ლოდები.
ჭრელ ჩითმერდინებს
ზეცა თავზე
სხივებით იკრავს.
სიკვდილის შემდეგ,
ვფიცავ, ისევ
დაგელოდები,
შევეხიზნები
შენთვის მოსულ
მზით დამთვრალ წვიმას.
ჩვენი ღირსება
საუკუნით
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1139 / თარიღი: 2014-11-30 / 1:25 PM / კვირა

ლექსო დორეული - მარიამობა / leqso doreuli - mariamoba


"მარილებიო?
შვილის კუბო
მადგია ზურგზე."
ზინა სილომნიშვილი

"Больше некому стало делать
дырки в бумаге окон,
но как холодно в доме"

Тиё

ვუძღვნი ზინა სოლომნიშვილს

მზის დილეგები ციაგებს ქარში;
დედი, ლოცვები – ჯ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1931 / თარიღი: 2014-11-30 / 1:24 PM / კვირა

ლექსო დორეული - მე-ვენახე / leqso doreuli - me-venakhe


“ქრისტე ათასჯერ რომც
დაბადებულიყო
ბეთლემში, თუ იგი
ახლა შენს სულში
ისევ არ დაიბადა, მაინც
დაღუპული ხარ.”

ანჰელუს სილეზიუსი

მიმძიმს ცრემლების პეშვით მოყვანა,
ჭინჭრის ტოტები ამომდის გულზე,
პატრონის ცრემლით მოპირულ დანას,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1186 / თარიღი: 2014-11-30 / 1:22 PM / კვირა

ლექსო დორეული - მიქელა / leqso doreuli - miqela


თითქოს წარსული არც კი ყოფილა.
რა მივაჩეჩოთ საგზლად მიქელას.
ხარივით ქუში მატადორი და
ცეცხლის მანტია ქარში მიელავს.

ბეჩარა ბუღას თვალები უდუღს,
კუდწაწყვეტილი დასდევს კუდიანს.
ზმუილით ებრძვის დაფდაფის გუგუნს,
ჩლიქებში ცხარე ქვიშა უბრწყინავს.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1045 / თარიღი: 2014-11-30 / 1:19 PM / კვირა

ლექსო დორეული - პეიზაჟები / leqso doreuli - peizajhebi


ციცინათელებს ცისკარს ვუკრეფდი,
დაუსკდათ გული შიშნაჭამ ბინდებს.
გადაიღეღა დილამ გულმკერდი,
მინდორი პეპლებს ბუზღუნით მისდევს.
მუხები დევთა ქორწილში დათვრნენ,
გადაიყვლიფა ღამემ მუხლები.
წისქვილში დაფქვეს საწყალი მთვარე.
ცაო მყინვარებს რად ებუტები.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1081 / თარიღი: 2014-11-30 / 1:15 PM / კვირა

ლექსო დორეული - ქურდები / leqso doreuli - qurdebi


(ერთი დღე კახეთში)

ეძღვნება მაია ქართველიშვილს

გევიწროვება
გულო სამარე?...
ქარი იალქნებს
მაფლეთს, - ფრთა ხელებს.
ცაზე ღრუბლების
ხანძარს დავანთებ,
რომ დედამიწა
ლექსად მამხელდეს.
ციცქნა სიყვარულს
ვმალავ უბეში,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1775 / თარიღი: 2014-11-30 / 1:09 PM / კვირა

« 1 2 ... 197 198 199 200 201 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0