10 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 3:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 10



ვაჟა ფშაველა - დამსეტყვე ცაო / vajha fshavela - damsetkve cao


დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,
აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა!..
განა მარტო ვარ ამქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2300 / თარიღი: 2014-08-10 / 7:34 PM / კვირა

გალაკტიონ ტაბიძე - რაც უფრო შორს ხარ / galaktion tabidze - rac ufro shors khar


რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1442 / თარიღი: 2014-08-10 / 7:12 PM / კვირა

გალაკტიონ ტაბიძე - სადღეგრძელო იყოს მისი … / galaktion tabidze - sadghegrdzelo ikos misi ...


სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ოცნებით იწოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა.

მოდიოდა ერთზე ასი,
გზა გვშვენოდა დიდების,
ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი
ბედთან არ დარიდების.

სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც შიშმა ვერ დაჰხარა,
ავ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1986 / თარიღი: 2014-08-10 / 7:07 PM / კვირა

ტერენტი გრანელი - ამ ფიქრის გარდა კარია ახლო … / terenti graneli - am fiqris garda karia akhlo ...


ამ ფიქრის გარდა კარია ახლო,
მოვა დრო და მე დავიღუპები.
განთიადია და მინდა ვნახო
ეს ოქროსფერი ზეცის ღრუბლები.

რა ვქნა, ვერ ვითმენ გათენებამდე,
კედლებს რაღაცას ვესაუბრები.
ახლა თენდება და მინდა ავდგე, -
ვნახო თბილისი, ვნახო ღრუბლები.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1191 / თარიღი: 2014-08-10 / 7:04 PM / კვირა



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0