ნინი ჩინჩალაძე - ამ საღამოს უიმედოდ წვიმდა/ nini chinchaladze - am sagamos uimedod wvimda
ამ საღამოს უიმედოდ წვიმდა,
ცა სევდისფერ ცრემლებს ღვრიდა,
ქარი ფოთლებს დაბლა ყრიდა
მეეზოვე ამაოთ გვიდა.
მეც აღარვიცი რა მინდა,
სიჩუმე გამომყვა ღამიდან.
მე მოწმენდილი ცა მინდა!
და მზე სამოთხის ბაღიდან.
ამ საღამოს სხვანაირად წვიმდა,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1269 / თარიღი: 2014-08-12 / 9:55 PM / სამშაბათი
რევაზ ამაშუკელი - შუაფხო / revaz amashukeli - shuafkho
ხატობას აველ შუაფხოს
მზე ზანზალაკად ეკიდა...
შუაფხოელი შუახნის
წამოიწია თექიდან...
წამოაქცია კურატი,
გამოუღადრა კისერი,
ატყდა ღრეობა პურადი-
კაცი არ დარჩა ფხიზელი....
ლუდით და ჟიპიტაურით
გამტყვრალი ხალხი ეყარა
და ხერხემალში ხმაური
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 2494 / თარიღი: 2014-08-12 / 0:22 AM / სამშაბათი
რევაზ ამაშუკელი - ქაშუეთის წინ ... / revaz amashukeli - qashuetis tsin ...
ქაშუეთის წინ
ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული
მთელ დღეს აგროვა,
მერე
დაუსხეს დიდ ჭიქაში და...
_ ადამიანი მაინც მარტოა!
მიდგა კუთხეში
სიტყვის უთქმელად
და სავსე ჭიქას
ცოტა ადროვა,
მერე გადაკრა სულმოუთქმელად...
_
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1605 / თარიღი: 2014-08-12 / 0:22 AM / სამშაბათი
რევაზ ამაშუკელი - იანვრის ღამე და მთვარის ცეცხლი / revaz amashukeli - ianvaris ghame da mtvaris ceckhli
ჩაქრა ღუმელი, მინელდა ცეცხლი
და წიგნით ხელში შენც მიიძინე.
იანვრის ღამე და მთვარის ვერცხლი
მოადგა ჩუმად დაორთქლილ მინებს.
და ღამე თითქოს ხელს უფათურებს
მიკეტილ ფანჯრებს, მიხურულ კარებს,
ქუჩაში ქარი არხევს ნათურებს,
როგორც პატარა ანთებულ ზარებს.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1317 / თარიღი: 2014-08-12 / 0:20 AM / სამშაბათი
თემურ დავითაძე - 1989 წლის 9 აპრილი / temur davitadze - 1989 tslis 9 aprili
ჯავრი ნისლივით ეხვია ქედებს,
სისხლში ცურავდა ცის ამბიონი.
კვნესა აღმოხდათ შაოსან დედებს,
ისევ მდუმარედ იდგა სიონი.
იტანჯებოდა მშობელი მიწა.
მსხვერპლად შეწირულს მოგავდა ხალხი.
მზე,მთებს გადაღმა, დუმილით მიწვა
და უჟამური ჩამოწვა თალხი.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1728 / თარიღი: 2014-08-12 / 0:10 AM / სამშაბათი