07 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 2:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 07



ზვიად კეჭაყმაძე - მოწყენილი ნუ ხარ / zviad kechakmadze - motskenili nu khar


მთვარე,
ისე მითვალთვალებს
- ურცხვად...
თვალებს ვხრი და
გულში,
ტკივილს ვიქრობ...
თუ გიყვარვარ,
მოწყენილი ნუ ხარ...
მე ხომ უკვე,
მერამდენედ გიხმობ...
მიწას, ბალახს
შენი სუნი ასდის...
ცას, ნაცნობი,
შენი ფერი დაკრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1141 / თარიღი: 2014-08-07 / 7:23 PM / ხუთშაბათი

როინ აბუსელიძე - მამაჩემი / roin abuselidze - mamachemi


ღამეა სხვათა შორის
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი,
ძალიან არაფერი,
უბრალოდ მეწერება
და ახლა მამასავით
მაკლია მამაჩემი.

ქარი ზის ფორთოხლებზე,
ფანჯრისკენ მივტრიალდი,
იმედი თუ იმედობს
იქნება დანარჩენიც,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1490 / თარიღი: 2014-08-07 / 7:19 PM / ხუთშაბათი

როინ აბუსელიძე - ლექსის / roin abuselidze - leqsis


ბაბას თოხზე შემოუსვამს მირაჟი,
მზე ჩადის და დღეებს წნელში ჩაფენილს,
ნენე ჩადებს მატყლის ნაქსოვ წინდაში,
საღამო კი ბორანოს სუნს აცრის,
წარსულია ახლა სულ ყველაფერი,
ოცი სახლი არის სოფლის ტირაჟი
და ცისფერი ბალახებით ნაფერი,
შურდულივით მოვარდება საცრის -
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1450 / თარიღი: 2014-08-07 / 7:18 PM / ხუთშაბათი

ანზორ აბულაშვილი - საახალწლო / anzor abulashvili - saakhaltslo


თოვლმა უცებ დაბურა
მინდორი თუ კორდი,
თოვლის თეთრი ბაბუა
საჩუქრებით მოდის.
ათასფერად ბრიალებს
ჩვენი ნაძვის ხეო.
დადგა მღერა-სიცილით
ახალი წლის დღეო.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1303 / თარიღი: 2014-08-07 / 7:14 PM / ხუთშაბათი

ანზორ აბულაშვილი - მოხერხებული ძაღლი / anzor abulashvili - mokherkhebuli dzaghli


ესაო და მესაო,
მივყვეთ თხრობის წესსაო;
ერთ მშვენიერ გაზაფხულზე,
ერთ მშენიერ დღესაო
ერთი ცხვარი წაბაკუნდა,
შეერია ტყესაო,
რა თქმა უნდა, უღრანი ტყე
აბარია მგელსაო;
არც მას დაუგვიანია,
თვალი ავად ჰკვესაო:
- ახლა სადღა გამექცევი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1154 / თარიღი: 2014-08-07 / 7:13 PM / ხუთშაბათი

ანზორ აბულაშვილი - მახარობელი / anzor abulashvili - makharobeli


წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3364 / თარიღი: 2014-08-07 / 7:11 PM / ხუთშაბათი

ანზორ აბულაშვილი - ერთობა / anzor abulashvili - ertoba


საბა, ლევან და გიორგი,
ლადო, ზაზა თუ ვეფხია -
ტარიელ-ავთანდილივით
ერთურთს რომ გადახვევია,
მაშინვე გაქრა, მოისრა,
მუხას რომ მუმლი ეხვია;
მათი ძმობა და ერთობა
ქაჯთა ციხისთვის მეხია...
სულ მტვრად აქცევენ,
რაც დუშმანს
დაუქად-დაუკვეხია ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1235 / თარიღი: 2014-08-07 / 7:10 PM / ხუთშაბათი

ანზორ აბულაშვილი - დავითი / anzor abulashvili - daviti


რა ზღაპარი და რა მითი,
ოდეს მეფობდა დავითი!
მის ქებად სიტყვა მღალატობს:
ვინც მტერს უჯაბნელს -
სჯაბნიდა,
მოყვასს,
ქვეშევრდომს არასდროს
არ დახედავდა მაღლიდან.
ბრძენი, უებრო სარდალი,
„მაღალი, უხვი, მდაბალი",
ჩაგრულთ შემწე და ქომაგი, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1347 / თარიღი: 2014-08-07 / 7:08 PM / ხუთშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - ბედი ქართლისა / nikoloz baratashvili - bedi qartlisa


კახთა მიმართ

ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,
თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფად და გმირად;
თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,
როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად!

და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 2 / ნანახია: 16037 / თარიღი: 2014-08-07 / 7:04 PM / ხუთშაბათი

მიხაილ ლერმონტოვი - გმადლობთ / mikhail lermontovi - gmadlobt


გმადლობთ
გმადლობთ! გუშინ არ მოგგვარა ღიმილი
ჩემმა წრფელმა და მწუხარე ლექსმა,
და თუმც შენს გულს კვლავ არარა ესმა,
მაინც თითქოს რომ გესმოდა ყოველი,
გმადლობთ!

ოჰ, რარიგად მატყვევებდი დიდხანს!
სიტყვა შენი, მზერა შენი მდაღველი,
გულს დამრჩება, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1415 / თარიღი: 2014-08-07 / 7:01 PM / ხუთშაბათი

მიხაილ ლერმონტოვი - პოეტის სიკვდილი / mikhail lermontovi - poetis sikvdili


მოჰკლეს პოეტი! ჭეშმარიტი მონა ღირსების!..
ცილისწამების სდაგეს სახმილით...
წაჰყვა წყურვილი მიუზღველი შურისძიების,
და ტყვია, ამაყ გულში დახლილი…
ვერ აიტანა, ვერ იგუა პოეტის სულმა
წვრილმანი, ბილწი მიეთ-მოეთი,
და უგუნურთა უგულობას შეება უმალ,
მარტოდ შეება ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2095 / თარიღი: 2014-08-07 / 6:59 PM / ხუთშაბათი

ირაკლი აბაშიძე - მცხეთა / irakli abashidze - mckheta


თუ ყველაფერი არის სიზმარი,
თუ ბინდის ფერი არის ყოველი,
მაშინ რატომ დგას დღეს მცხეთის ჯვარი,
რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი?

რატომ ელვარებს უძველეს ქვაში
სამთავროს სვეტი მცირე და დიდი
ან ზედ ქალაქთან შეგუბულ მტკვარში
რატომ ჩანს ისევ პომპეის ხიდი? < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1994 / თარიღი: 2014-08-07 / 12:59 PM / ხუთშაბათი

ირაკლი აბაშიძე - მამა / irakli abashidze - mama


თუ იმერეთში სინათლით სავსე
გინახავთ ჩვენი პატარა თემი
და უსინათლო ვაჟკაცი გახსოვთ-
მშობელი მამა ის იყო ჩემი.

მას ერთხელ გაჰკრა სიკვდილმა გვერდი
და თვალში მოხვდა რჯულძაღლის ცელი,
და მერე ჩამქრალ თვალების სევდით
ოდაში იჯდა თხუთმეტი წელი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1406 / თარიღი: 2014-08-07 / 12:58 PM / ხუთშაბათი

ირაკლი აბაშიძე - დილა არის ახალი წლის / irakli abashidze - dila aris akhali tslis


თუმცა მიწას თოვლი ფარავს
და მზის სხივით აღარ იწვის,
გულში მაინც ცეცხლი ელავს,
დილა არის ახალი წლის.

გაყინულა ნაკადული,
წყლის ჩუხჩუხი აღარ ისმის;
გულს კი მაინც ზეიმი აქვს -
დილა არის ახალი წლის.

ხეზე ჩიტი დაღვრემილა,
თითქოს ფრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1345 / თარიღი: 2014-08-07 / 12:56 PM / ხუთშაბათი

ირაკლი აბაშიძე - ბევრი ამქვეყნად / bevri amqveknad


ბევრი ამქვეყნად
ერთ თბილ დღეს ნატრობს.
ბევრს თოვლიც არ წვავს,
გულით რომ სურდეს.
მე კი სხვა მიწის რა უნდა მშურდეს
სამშობლო ჩემო, შენს შვილს და პატრონს

ცხელ ინდოეთის ვიყავ სტუმარი,
სულით შევეწყვე, გულით გავენდე,
მიწას არ ჰქონდა რამ საწუნარი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1229 / თარიღი: 2014-08-07 / 12:55 PM / ხუთშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - უკანასკნელი მატარებელი / galaktion tabidze - ukanaskneli matarebeli


ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი
ბედის ვარსკვლავის სადარებელი.

ვიცი, ამ წასვლას რა ეწოდება, -
რა საჭიროა ეხლა გოდება.
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?

მატარებელი თვლემს, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 5434 / თარიღი: 2014-08-07 / 12:50 PM / ხუთშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ჰამლეტის ქნარით / galaktion tabidze - hamleti qnarit


ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინვის წუთისოფელია,
წადი… წადი მონასტერში, მონასტერში ოფელია!
ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე,
დამაშვრალი სული, გული მონასტერში მოასვენე!
მაშ, შორს მტვერი, შორს, შორს მიწა! – ის ცის უარმყოფელია…
წადი… წადი მონასტერში! მონასტერშ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1180 / თარიღი: 2014-08-07 / 12:49 PM / ხუთშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - იმ ღამეს ჭყვიშთან / galaktion tabidze - im ghames chkvishtan


თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა:
როგორ დავბადოთ კაცი ყველაზე ბედნიერიც და უბედურიც,
რა დავაწყევლოთიან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც...

პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოტ კაცი მდიდარიო მაგრამ მახინჯი.
წითელ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1664 / თარიღი: 2014-08-07 / 12:47 PM / ხუთშაბათი

იცოდე დააგვიანებ ... / icode daagvianeb


მე შენით ვცოცხლობდი,მე შენით ვხარობდი
საშინლად ვდარდობდი,როდესაც გნატრობდი
სევდა ისევ არღვევს ოცნების ნაპირებს
ოცნება სევდისგან თავდაცვას აპირებს
სევდა შემოიჭრა ოცნების საზღვარში
და მოინდომა გრძნობაზე თამაში
ოცნება იბრძვის გადასარჩენად
თავს ვერ იმეტებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1372 / თარიღი: 2014-08-07 / 12:44 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - ღამურა / akaki tsereteli - ghamura


ერთმა უგნურმა თაგუნამ
იუკადრისა თაგვობა,
დასწყევლა თვისი გაჩენა,
ბუნების იწყო მან გმობა:

იმ უსამართლო ბუნებამ
თაგვად რად გამაჩინაოი
მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,
მან ჭერქვეშ მომცა ბინაო!

,,ვის ეკადრება თაგვებთან
კუდის ბზეკა და ლხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1577 / თარიღი: 2014-08-07 / 12:43 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - ციცინათელა / akaki tsereteli - cicinatela


ჩემო ციცინათელა!
რად მიჰფრენ ნელა-ნელაი
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა!

ანათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!
ჩემი იყო, ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!

აბრეშუმის პეპელა,
ფუტკარი და წურბელა,
შენზედ სარგ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1257 / თარიღი: 2014-08-07 / 12:41 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - ჭაღარა / akaki tsereteli - chaghara


ის აღარა ვარ, რაც ვიყავ,
ძნელი ყოფილა ჭაღარა...
ვეღარ გაჰკივის თამამად
ჩემი დაფი და ნაღარა.

გული არ იშლის გულობას,
მაგრამ ვერ მოსდევს ძალ-ღონე!..
ვარ ბევრი "ვაის” მნახველი
და ბევრი "უის” გამგონე.

ამევსო გული წვეთ-წვეთად
ნაღვე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1778 / თარიღი: 2014-08-07 / 12:40 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - ხალხური / akaki tsereteli - khalkhuri


მინდვრად ეგდო თეთრი ქვა,
დავკარ ხელი, თან ამყვა...
ქალო, შენი სიყვარული,
სადაც წაველ, თან წამყვა.

ქვა უბეში ჩავიდევი,
დამამძიმა, დამძალა!..
ქალო, შენი სიყვარული
გამწარდა, ვით სამსალა.

ქვა ავიღე, გადავაგდე,
მივუმატე ძველ ყორეს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1133 / თარიღი: 2014-08-07 / 12:38 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - სიზმარი / akaki tsereteli - sizmari


ერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, -
ქართველ ქალთა ვნახე კრება;
გეფიცებით, მისი ნახვა
ახლაც ისევ მენატრება!

ტახტზე იჯდა თამარ მეფე,
მომხიბლავი, ეშხიანი!..
მარცხნით უდგა თინათინი,
მარჯვნით - ნესტან-დარეჯანი.

გარს ეხვიენ სხვა ქალებიც,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1161 / თარიღი: 2014-08-07 / 12:37 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - სიყვარული / akaki tsereteli - sikvaruli


სიყვარულო, ნიჭო სრულო,
წამ ტკბილო და ხანგრძლივ მწარე,
ჯერ აკვანო ნეტარების,
მერმე კუბოვ და სამარე!

დღეს ჩემი ხარ, ხვალ სხვისი ხარ,
უგზო-უკვლოდ მოარული!
სად არს შენი დასაბამი?
ან სადა გაქვს დასასრული?

ზოგი გყვედრის, ზოგი გვედრის,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1251 / თარიღი: 2014-08-07 / 12:36 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - სულიკო / akaki tsereteli - suliko


საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე… დაკარგულიყო!…
გულამოსკვნილი ვჩიოდი:
"სადა ხარ, ჩემო სულიკოი!”

ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო;
გულის ფანცქალით ვკითხავდი:
"შენ ხომ არა ხარ სულიკოი!”

ნიშნად თანხმობის კოკობი
შეი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 2 / ნანახია: 5308 / თარიღი: 2014-08-07 / 12:35 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - სურვილი / akaki tsereteli - survili


მინდა, რომ ჩემსა სატრფოსა
ვხედავდე თავისუფალსა,
რომ ძალით ვერ აშინებდენ,
ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!..

მინდა, რომ მისი სახელი
გაითქვას ძველებურადა
და მისიანი ყველანი
ერთად სცხოვრობდენ ძმურადა!

მინდა, რომ მისსა დიდებას
დამღერდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1399 / თარიღი: 2014-08-07 / 12:33 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - ქება–ქება / akaki tsereteli - qeba-qeba


სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც
მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით
და ნეტარებას მიმრავალკეცებს
მიდამო მისის მშვენიერებით.

ვიშ ამ საღამოს,
მშვიდსა, საამოს,
ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!..
რა უცნაურად,
მაღლით ციურად
სამოთხისაკენ იტაცებს გ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2466 / თარიღი: 2014-08-07 / 12:32 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - ქუთაისი / akaki tsereteli - qutaisi


მშვენიერო ქუთაისო,
სავარდო და სამაისო!
ვინ ყოფილა შენი მავნე,
გულს ეკალი რომ დაგისოი

შენი ციხე-გალავანი,
ბევრჯერ სისხლით განაბანი,
მიწასთან ვინ გაგისწორა,
ერთხელ მტკიცე, ახოვანი?

თავს დაგყურებ აოხრებულს,
ქვით და ეკლით რომ ივს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1895 / თარიღი: 2014-08-07 / 12:31 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - ობოლი / akaki tsereteli - oboli


დედის ტკბილი რძის ჭირიმე!
ძუძუებს ვენაცვალები!!
ვინც მათი გემო არ იცის,
ახვეული აქვს თვალები.

ხელში ჩამიგდო ობოლი
კუდურმა დედინაცვალმა.
დამწყევლა ენაბოროტმა,
გამღალა მისმა მე თვალმა…

აღარც ვიზრდები, არც ვკვდები,
შევკვნესი სხვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1199 / თარიღი: 2014-08-07 / 12:30 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - პოეტი / akaki tsereteli - poeti


ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.

ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა;
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი
ამ ჩემს გონება-გრძნობასა.

ეს გული, სარკედ ქცეული, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1282 / თარიღი: 2014-08-07 / 12:29 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - სალამური / akaki tsereteli - salamuri


გამიგონია, ვითომც ლერწამი
ობლის საფლავზე ამოსულიყოს
და თავის ქნევით, დამუქრებული,
მაღლა ზეცისკენ ის წასულიყოს,
რომ მიეტანოს იქ ჩვენის ქვეყნის
მწარე ამბავი და საჩივარი,
მაგრამ იმავ დროს ეშმაკის სული
დასტაკებოდეს გრიგალი ქარი,
გადაეღუნოს, გადმოეღ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1142 / თარიღი: 2014-08-07 / 12:28 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - სატრფოს / akaki tsereteli - satrfos


მშვენიერო, შენ გეტრფი,
შენი მონა ერთგული,
შენთვის სულდგმულს, შენგანვე,
შენთვის მიძგერს ეს გული!

მეგულები ციხეში,
ცხრაკლიტულში მჯდომარე…
შეთვისებას გიპირებს
გაიძვერა მოყვარე!

ტკბილად გაჭმევს, ტკბილს გასმევს,
შეზავებულს ბანგითა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1123 / თარიღი: 2014-08-07 / 12:27 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - იმერული სიმღერა / akaki tsereteli - imeruli simghera


პატარა საყვარელო,
რისთვის მომიკალ გული?
გალიაში გაგზარდე,
ვით მაისის ბულბული.

შაქრით მყავდი გაზრდილი,
შენთვის ვლე კიდის-კიდე!
პატარა საყვარელო,
ცეცხლი რად მომიკიდეი

გული შენ მოგიძღვენი,
სულიც ხომ შემოგწირე!
პატარა საყვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1190 / თარიღი: 2014-08-07 / 12:26 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - იუბილე / akaki tsereteli - iubile


ეს ჩემს თავზე რა მოსულაი სადა ვარი
სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი?
ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე,
ვინ ამინთო ამ ბოლოს დროს ლამპარი?

ყეენივით შემასკუპეს მაღლობზე,
ჩემს წინ დადგა თითქმის მთელი ქვეყანა;
მილოცვენ და მადლს მიხდიან... და რისთვისი
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1090 / თარიღი: 2014-08-07 / 12:13 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - მინდა რამ ვთქვა / akaki tsereteli - minda ram vtqva


მინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა,
უსამართლოდ ალაგმულმაი
ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ
შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა!

მე ამ ლაგამს წავიძრობდი,
არ მაქვს უცხოს მორიდება;
მაგრამ რა ვქნა, რომ ხელმარჯვედ
ჩემივე ძმა მეჭიდება!

იმის აზრი სულ სხვა არის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1320 / თარიღი: 2014-08-07 / 12:12 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - მომაკვდავის ფიქრები / akaki tsereteli - momakvdavis fiqrebi


თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს
ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!..
მოდი, ჯალათო, შენი მახვილი
შეუბრალებლად ზედ გულზე დამჰკარ!

ყოველი წვეთი ჩემი სისხლისა
თუკი გამოზდის მამულიშვილსა,
ცოდვა არ არის, რომ მოვერიდო
მაშინ მე ტანჯვას და თვით სიკვდილსაი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1382 / თარიღი: 2014-08-07 / 12:10 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - მუშის ნატვრა / akaki tsereteli - mushis natvra


ვისაც რა უნდა უყვარდეს,
სულ სხვაა ჩემი ტრფიალი:
მიყვარს პირწმინდა ნამგალი,
მისი ყანაში ტრიალი!..

თავი მოუკვდეს ზოგიერთს,
რომ იტაცებენ სხვისასა…
საწყალ კაცს ჯიბეს აჭრიან,
ურცხვად ივსებენ ქისასა.

ქორი ვარ, სხვას რომ მოვტაცოი
რა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1204 / თარიღი: 2014-08-07 / 12:09 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - მუშური / akaki tsereteli - mushuri


სიმინდსა თოხნა დავუწყოთ,
ერთხმად დავსძახოთ მუშური;
ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს,
რომ გლეხნი ვართ უბედური!

მარტო ჩვენთვის არ ვმუშაობთ,
სხვისაც გვმართებს სამსახური:
ბატონი გვყავს, ვართ საწყალი,
უპატრონო, უბედური!

ყველა თავში გვიჩაჩქუნებს, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1117 / თარიღი: 2014-08-07 / 12:07 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - მუხამბაზი / akaki tsereteli - mukhambazi


ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე,
სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე.

არ მშორდება მწუხარება და ჭირი,
მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვტირი.

რას მიქვიან პირადი მწუხარებაი
- მოკვდეს კაცი, თუ პირუტყვს ედარება!

ვიღას ახსოვს თავისი სატკივარი,
თუ სატრფ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1295 / თარიღი: 2014-08-07 / 12:06 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - ვაჟა ფშაველას / akaki tsereteli - vajha fshavelas


ენას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს!..
მკითხველიც იმას მკისაო!

ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში,
მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა;
შენ დამიხატე ის მხარე
ფშაურის ჭკუა-გრძნობითა.

და რაც არ გადმოგიცია
მის შვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1333 / თარიღი: 2014-08-07 / 12:04 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - თქვენი ჭირიმე / akaki tsereteli - tqveni chirime


ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!…
ვიცინი, აღარ ვტირი მე.
ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ
გამოდით, თქვენი ჭირიმე!…

ბევრი რამ მითქვამს… რომ მეთქვა,
დავიმახინჯე პირი მე!..
ახლა არ გვგლეჯენ ენასა, -
სთქვით რამე, თქვენი ჭირიმე!

"ასჯერ გაზომეთ და ერთჯ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1332 / თარიღი: 2014-08-07 / 12:02 PM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - ილიას მოკვლის გამო / akaki tsereteli - ilias mokvlis gamo


ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას
და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!..
ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა
საქართველოს ბედისწერაი

არა, არა!.. მითქმა-მოთქმა -
ეს მშიშარა ტყუილია...
ის მშობელი არ მოჰკვდება,
წარმოშობა ვინც ილია!

გრძნობა კვდება, გონება კი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1354 / თარიღი: 2014-08-07 / 12:01 PM / ხუთშაბათი

გიორგი ბოგველი - მე რომ შემეძლოს / giorgi bogveli - me rom shemedzlos


მე რომ შემეძლოს,
ჩემს დაძარღვულ სხეულს შენი ცრემლით დავნამავდი
და შემდეგ შენივე ხელებით გავაუთოვებდი.
მე რომ შემეძლოს,
ჩემს გონებას ჩავუკეტავდი ყველა აზრს
და მხოლოდ შენზე ფიქრებს დავტოვებდი.
სამყაროში ჩავრაზავდი ყველა კარს,
დაწყებული უშორესიდან და მოყ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1458 / თარიღი: 2014-08-07 / 11:59 AM / ხუთშაბათი

გიორგი ბოგველი - მე მეფიქრებით / giorgi bogveli - me mefiqrebit


თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1192 / თარიღი: 2014-08-07 / 11:58 AM / ხუთშაბათი

მიხეილ სამხარაძე - და ასე იქნება მარად! / mikheil samkharadze - da ase iqneba marad


ვმწყემსავთ მარტოობის დღეებს
და ჩაის მივირთმევთ მოცვის..
ლექსებს ვეუბნებით ხეებს
მაშინ, როდესაც მოწვიმს…

გარეთ ამინდია არეული;
სახლში თბილი ბუხარია, ცეცხლით…
ყვავილი იშლება გარეული
და ჩვენ ფანჯრებზე ვწერთ ხელით..

შენ სავარძელში ჩაჯდე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1261 / თარიღი: 2014-08-07 / 11:55 AM / ხუთშაბათი

ნოდარ დუმბაძე - დედიკოს ვფიცავარ/ nodar dumbadze - dedikos vficavar


წერა-კითხვა ვისწავლე,
აი, უკვე დიდი ვარ.
არ წამიყვანთ სკოლაში?
ბაღში აღარ მივდივარ!..
თვლა ხომ ვიცი ასამდე,
თანაც ექვსი წლისა ვარ,
პატარა რომ ვიყავი,
განა ისევ ისა ვარ!
სულ ხუთებზე ვისწავლი,
ჩემს დედიკოს ვფიცავარ!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1785 / თარიღი: 2014-08-07 / 11:54 AM / ხუთშაბათი

ნოდარ დუმბაძე - სათვალე / nodar dumbadze - satvale


ბები, როგორ დავიჯერო,
რომ სათვალე კარგია,
იმ დღეს ვცადე, გავიკეთე,
არაფრად არ მარგია.
ვეღარც ფისო დავინახე,
ვეღარც ჩვენი თემური,
სათვალეა ხელს რომ გიშლის,
შენ კი თვალებს ემდური.
გახსოვს, გუშინ, საყვარელო,
მთელი დღე რომ მაწვალე?
თუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3112 / თარიღი: 2014-08-07 / 11:52 AM / ხუთშაბათი

ნოდარ დუმბაძე - ავადმყოფი / nodar dumbadze - avadmkofi


დღეს სულ მოწყენილი ვარ,
ხასიათი წამიხდა,
იცით, ჩემი თოჯინა
ძლიერ ავად გამიხდა.
ხმას არ იღებს სრულებით,
არც საჭმელი არ უნდა,
კუ ექიმთან გაიქცა,
რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?
ყოველ წუთში ოთახში
ნუ შემოხვალ ბებია,
მოერიდე ავადმყოფს,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2135 / თარიღი: 2014-08-07 / 11:49 AM / ხუთშაბათი

გიორგი დვალი - შოთა ნიშნიანიძე / giorgi dvali - shota nishnianidze


რომ მივედი იქ-სიგიჟის ზღვართან,
გავშტერდი და გაოცებით შევცბი,
ჭკვიანივით ზარს რომ ვრეკდი კართან,
გაიღო და…მომეგება ღმერთი.

შენ რა გინდა აქ უფალო?-ვკითხე
-სიგიჟისთვის ჩვენ არ გვემეტები,
მან კი კარზე მიმითითა მყისვე,
წავიკითხე-”მხოლოდ პოეტები”.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1122 / თარიღი: 2014-08-07 / 11:43 AM / ხუთშაბათი

გიორგი დვალი - დაჩის / giorgi dvali - dachis


რომ გაიზრდები,იქნებ არც ვიყო,
მაშ ახლა,ლექსად დაგიწერ "ანდერძს”…
ისე იცოდე-შენ ხარ "მამიკო”,
შენ ხარ ვის გამოც ვლოცულობ ამდენს.

იქნებ არც ვიყო,როცა პირველად,
მოგეჩვენება გზა სწავლის მწარედ,
ხოდა იცოდე-გზა გატკბილდება,
ცოდნა დაგიტკბობს "ცხოვრების ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1399 / თარიღი: 2014-08-07 / 11:42 AM / ხუთშაბათი

გიორგი დვალი - თვით სიყვარულსაც გაჩნია ერთგვარი "განგება” / giorgi dvali - tvit sikvarulsac gaachnia ertgvari "gangeba"


თვით სიყვარულსაც გაჩნია ერთგვარი "განგება”,

განგება "შეუცნობი-ვითარცა ღვთისა.

გაცნობის დღიდან შენი სითბო ზედ გულზე მადნება,

განგებას მივუხვდი და რომ მიყვარხარ დღეს უნდა გითხრა.

დეს უნდა გითხრა რატომ ვდუმდი ამდენი ხანი…

ან რატომ გავდა პ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1278 / თარიღი: 2014-08-07 / 11:41 AM / ხუთშაბათი

გიორგი დვალი - *** / giorgi dvali - ***


მითხრეს- შვრებიო მეტისმეტს,
თან გადაყევი როგორ!?
რომ ვღარ ამჩნევ სხვას-მის მეტს,
უხ ეგ გრძნეული გოგო !!!

მსგავსი ცვლილება შენი
არასდროს შეგვინიშნავს,
უკვე ამბობენ წყენით
-”სალმის არ გვაძლევს ნიშანს”.

აღარც სუფრასთან ილხენ,
უბ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1233 / თარიღი: 2014-08-07 / 11:40 AM / ხუთშაბათი

აკაკი წერეთელი - აღმართ-აღმართ / akaki tsereteli - aghmart-aghmart


აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა.

მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე გვრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.

შემიდუღდა მაშინ სული და გული,
იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.

გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2664 / თარიღი: 2014-08-07 / 11:36 AM / ხუთშაბათი

ანი დადიანი - წინა წელი / ani dadiani - tsina tseli


იანვარი – სიყვარულის ნიაღვარი…
თებერვალი – დიდ გრძნობათა გენერალი…
მარტი – ვითომ დემოკრატი…
აპრილი - ოცნებათა კაპრიზი…
მაისი – არ ადარდებს, რა იცი…
ივნისი – ჰმ! დამანახე სინდისი…
ივლისი – მომენატრა, ის ვიცი…
აგვისტო – გადარევა დაიწყო…
სექტემბერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1154 / თარიღი: 2014-08-07 / 11:34 AM / ხუთშაბათი

ანა კალანდაძე - შემოდიოდა ჩვენში კალანდა / ana kalandadze - shemodioda chvenshi kalanda


და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან... < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2484 / თარიღი: 2014-08-07 / 11:31 AM / ხუთშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში / galaktion tabidze - silajhvarde anu vardi silashi


დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი.
ჩემი ცხოერების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1296 / თარიღი: 2014-08-07 / 11:29 AM / ხუთშაბათი

სამი სიტყვა / sami sitkva - me shen miyvarxar, sasiyvarulo leqsebi


ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა,
ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად,
"მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი? რთულია,
როდესაც გულში დამალული სიყვარულია...

ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია,
მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია
და ახლა მინდა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3291 / თარიღი: 2014-08-07 / 11:28 AM / ხუთშაბათი

მენატრები ... / menatrebi - miyvarxar, siyvaruli, sasikvarulo leqsebi


შენი მონატრება მტანჯავს,
შენი სიყვარულით ცად ვარ...
შენთან მოსვლა მინდა მაგრამ...
ოხ ეს დაბრკოლება მტანჯავს,
მე შენს ჩახუტებას ვნატრობ,
შენთან ახლოს მოსვლას ვლამობ...
იმ ცრემლიან წუთებს ვნატრობ,
მე და შენ რომ ტკბილად გვახსოვს...
ოხ ეს მელოდია მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 6056 / თარიღი: 2014-08-07 / 11:26 AM / ხუთშაბათი

ჩვენი გულები / chveni gulebi - mikvarkhar, sikvaruli, leqsebi


ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ
და სიყვარულის ამბებს ყვებიან
მარტო დარჩენის ნუ გეშინია
დაგიბრუნდები ჩემო ფერია
აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?
მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები
მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ
როცა მე წავალ ნუ ატირდები
შენი ცრემლები დარდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1435 / თარიღი: 2014-08-07 / 11:25 AM / ხუთშაბათი

საღამო სანაპიროზე / saghamo sanapiroze


მზის ჩასვლის ფონზე,ლურჯი ტალღები
ნელა ეხლება ქვიან ნაპირებს და
მზისგან დამწვარი თეძოების რხევით,
შეზლონგს შეეპარა სველი ქალის მკერდიც.
გული აუჩქარდათ ჩამავალ მზის სხივებს,
ზღვაში ჩასვლის წინ რომ ვნებებს იოკებენ,
(ამ დროს ხალხისთვის კი რომანტიზმი იცის,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1205 / თარიღი: 2014-08-07 / 11:23 AM / ხუთშაბათი

მიყვარხარ უსიტყვოდ / miyvarxar usityvod


რა სისუსტეა სიყვარული
–სიტყვა და ბგერა,
რა ძლიერია გრძნობა როცა
სიტყვებში ვერ ტევ...
სიტყვები მხოლოდ ამ გრძნობების
ზედაპირს მართავს.
გაკმაყოფილებს ეს სიტყვა თითქოს,
მაგრამ გრძნობები მის თვალებს ითხოვს...
დროში გაცვდება სიტყვები თბილი,
სი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1177 / თარიღი: 2014-08-07 / 11:22 AM / ხუთშაბათი

თურმე შენ ჩემთვის უცხო ყოფილხარ / turme shen chemtvis uckho kofilkhar


დღესაც მთელი დღე წვიმს განუწყვეტლივ
და ირგვლივ ყველგან შავი ნისლია,
ამ დროს ამბობენ_ ანგელოზები
მიწას ზეციდან ჩამოტირიან...

ცა დაფარულა შავი ღრუბლებით,
ვარსკვლავთ ძაძები შეუმოსიათ,
ვიცი, რომ უკან არ დაბრუნდები,
მაგრამ მაინც შენს მოლოდინში ვარ. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1137 / თარიღი: 2014-08-07 / 11:21 AM / ხუთშაბათი

დუმს ტელეფონი ... / dums telefoni


დუმს ტელეფონი...
და ამ დუმილში შენი ფარული ზიზღი იწყება.
მე ჩემს გრძნობებთან ისე მიგიშვი,
ტკივილში იშვა თავდავიწყება.

და დავიღალე ამ თამაშებით...
და ამომევსო სულის სისრულე,
თუ შენ გინდოდა,გადამარჩენდი,
მაგრამ ვაი,რომ არ მოისურვე.

მე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1218 / თარიღი: 2014-08-07 / 11:20 AM / ხუთშაბათი

წითელი ვარდი / tsiteli vardi


წითელი ვარდი
რომლის ეკლებზეც
ცოდვანარევი სისხლი მოწვეთავს
სისხლი გულისა და სისხლი ხორცის
დამპალი ხორცის ჩვენ რომ შეგვმოსავს.

წაბილწულია ეს არემარე ,
გახრწნილი სულის სამყაროში ვარ,
სიკვდილს ვიყურებ მის შავ თვალებში
და ჯოჯოხეთის ლაბირინთში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1383 / თარიღი: 2014-08-07 / 11:16 AM / ხუთშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - შევიშრობ ცრემლსა … / nikoloz baratashvili - shevishrob cremlsa ...


შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,
გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,
და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,
შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს!

მისთ თვალთა ხარობს სამოთხე ჩემი,
მისი ღიმია შვების მომცემი,
ჩემი წარმწყმედი, მაცხონებელი,
განმაბრძნობელი, გამხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1468 / თარიღი: 2014-08-07 / 11:14 AM / ხუთშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - ვპოვე ტაძარი ... / nikoloz baratashvili - vpove tadzari ...


ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;
მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.
ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,
და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!

მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,
მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით;
გულსა, მოკლუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3668 / თარიღი: 2014-08-07 / 11:11 AM / ხუთშაბათი

ილია კორძაძე - ოცნების ქალი / ilia kordzadze - ocnebis qali


რა ლამაზი ხარ არ გეცეს თვალი

მოდიხარ მოსდევ ცხოვრების კიბეს,

შენ უნდა გერქვას ოცნების ქალი

და საპატარძლო კაბაში იდგე.

შენ უნდა გერქვას სიცოცხლის წყარო,

არა,არ დაშრე შენი კვნესამე,

უნდა იწამო მთელი სამყარო,

მაგ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1228 / თარიღი: 2014-08-07 / 11:08 AM / ხუთშაბათი

ლადო ასათიანი - წარწერა წიგნზე / lado asatiani - tsartsera tsignze


შენ წინათ ცაში დაქროდი,
ესიტყვებოდი ვარსკვლავებს,
და დედამიწის წალკოტი
არარაობად ჩათვალე.
შენ მაშინ გულთამხილველად
მეტყოდი მშობლის კილოზე:
"ყრმაო, ყველაზე პირველად
სამშობლოსათვის ილოცე".
შენ წინათ ცაში დაქროდი
და წმინდა სულებს თან ახლდი, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1480 / თარიღი: 2014-08-07 / 11:05 AM / ხუთშაბათი

ნიკო გომელაური - დაუქოქავი საათი / niko gomelauri - dauqoqavi saati


დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს...

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1432 / თარიღი: 2014-08-07 / 11:03 AM / ხუთშაბათი

გიორგი არაბული - მე და შენ ღმერთო / giorgi arabuli - me da shen ghmerto


მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან... (როგორც არი),
არ შეგვიძლია, სხეული რომ წამებას მივცეთ,
ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარი
და კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე.
გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის,
მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1206 / თარიღი: 2014-08-07 / 10:43 AM / ხუთშაბათი

ეკა ბაქრაძე - საოცარია / eka baqradze - saocaria


საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ სულთან ამყარებ კავშირს...
მოციქულივით, წმინდა წერილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1537 / თარიღი: 2014-08-07 / 10:32 AM / ხუთშაბათი

ტიციან ტაბიძე - მეარღნეები და პოეტები / tician tabidze - mearghneebi da poetebi


... და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.

სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.

მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ არაგვიდან,
რაც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1351 / თარიღი: 2014-08-07 / 10:31 AM / ხუთშაბათი

ზურაბ კუხიანიძე - მე რომ არაფერი ვთქვა ... / zurab kukhianidze - me rom araferi vtqva ...


ღამით ციცინათელობ და ლურჯ სიზმრებს გვიგზავნი.
ზოგი შენს შუქს ვერ იტანს, ჩვენ კი შენით ვკისკისობთ...
მე რომ არაფერი ვთქვა,
გული ყვირის-მიყვარსო!

მთაო, ზრდა-გახარება!ოხვრა არ გამაგონო,
შენს ლურჯ მკერდზე ქარებმა მარწიოს და მაგოროს,
შენი კლდე და ქარაფი დარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1261 / თარიღი: 2014-08-07 / 10:27 AM / ხუთშაბათი

გრიგოლ აბაშიძე - ამ სოფლის წესი ... / grigol abashidze - am soflis tsesi ...


ამ სოფლის წესი ეს იყო, ალბათ,
ვინც ამაშენა, მანვე დამშალა!
მიტომ მასმევდა წვეთ-წვეთად შარბათს
რომ ბოლოს მესვა მხოლოდ სამსალა.

და ეს მავიწყებს ყველა სატკივარს,
გულს ჩამრჩა დარდის ერთი ნესტარი,
მეც სამარეში ისე ჩავდივარ,
სამშობლოს საშველს ვერ მოვე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1197 / თარიღი: 2014-08-07 / 10:22 AM / ხუთშაბათი

ზურაბ კუხიანიძე - ბიჭები / zurab kukhianidze - bichebi


საულვაშეზე გაუჩნდებათ ღინღლი და მალე
საიალაღოდ გაიწევენ, როგორც ხარები...
დედის ნაფერებ, ნაალერსებ ცეცხლიან თვალებს
სხვისი უბისკენ გააპარებენ.

გალაღდებიან და სხეულში იფეთქებს ჯიში,
თითქოსდა მართლაც უნახესო მათ გასაღები.
მამისგან ნასწავლ სადღეგრძელოს, ტ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 2069 / თარიღი: 2014-08-07 / 10:20 AM / ხუთშაბათი

კონსტანტინე გამსახურდია - დერვიში / konstantine gamsakhurdia - dervishi


დააგდე სექტა, სიძულვილის გახდი საგანი,
გახდი დერვიში, უსამშობლო გლახაკთაგანი.
ვერ გაგიბედოს შენ ხელყოფა მუხთალმა დრომა.
ზღვისგან ისწავლე ღელვის შემდეგ გულდამშვიდება...
განაძე შენგან წუთისოფლის მტკნარი დიდება,
დაიმსახურე მართებულად მეფეთა წყრომა...

1934 წ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1546 / თარიღი: 2014-08-07 / 7:40 AM / ხუთშაბათი

გრიგოლ აბაშიძე - რა დამაძინებს / grigol abashidze - ra damadzinebs


გადაიარე, შავო ღრუბელო,
მოთქმავ მიყუჩდი, ცამდის ასულო!
ვაი დალო და ვაი ჭუბერო,
ვაი გოლგოთის გზავ, უსასრულო!

ბალღებს რა უნდათ ამ ბნელ ღამეში,
როგორ დაძლევენ ამ გრძელ მანძილებს!?
მე მათი კვნესა ახლაც ჩამეცმის,
რა დამძინებს, რა დამაძინებს!
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1500 / თარიღი: 2014-08-07 / 7:38 AM / ხუთშაბათი

გრიგოლ აბაშიძე - ვინ ახსნის / grigol abashidze - vin akhsnis


ადიდებულმა წყალმა გაგვრიყა,
გაღმა-გამოღმა ვდგავართ ცალ-ცალად.
თავისუფლებით რომ დავმტკბარიყავ,
ქვეყნის აწეწვამ არ დამაცალა.

მაინც ვაბიჯებ ცეცხლს ფეხშიშველა,
მტკივა და მეწვის (არ ვარ იოგი)
ვეღარც ღვთისმშობლის კალთამ გვიშველა,
ვერც გვიწინამძღვრა წმ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1161 / თარიღი: 2014-08-07 / 7:31 AM / ხუთშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0