04 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 2:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 04



აკაკი წერეთელი - გულის პასუხი / akaki tsereteli - gulis pasukhi


მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება
და შენს თვალებში მეხატებოდა
სასუფეველი და უკვდავება!

ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში
მცველ-ანგელოზად მელანდებოდი,
და, ვით ხატის წინ წმინდა სანთელი,
უბიწო მსხვერპლად შენ-წინ ვდნებოდი. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1184 / თარიღი: 2014-08-04 / 11:26 PM / ორშაბათი

აკაკი წერეთელი - განთიადი / akaki tsereteli - gantiadi


მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.
დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…
მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1644 / თარიღი: 2014-08-04 / 11:23 PM / ორშაბათი

ნიკო გომელაური - *** / niko gomelauri - ***


აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…

კომენტარები: 0 / ნანახია: 1194 / თარიღი: 2014-08-04 / 11:20 PM / ორშაბათი

ვაჟა ფშაველა - სიყვარული / vaja fshavela - sikvaruli


შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა…
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1284 / თარიღი: 2014-08-04 / 11:16 PM / ორშაბათი

ლადო ასათიანი - სალაღობო / lado asatiani - salaghobo


ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.
"კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1681 / თარიღი: 2014-08-04 / 11:12 PM / ორშაბათი

გიორგი ლეონიძე - ყივჩაღის პაემანი / giorgi leonidze - kivchaghis paemani


ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1412 / თარიღი: 2014-08-04 / 11:07 PM / ორშაბათი

ილია II - ყველაფერი კარგად იქნება! / ilia II - yvelaferi kargad iqneba


ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ასე იქნება
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1717 / თარიღი: 2014-08-04 / 11:03 PM / ორშაბათი

ჯანო გიორგაძე - შენ და პოეზია / jano giorgadze - shen da poezia


ვერ ეთვისები შენ პოეზიას,
შენთვის არასდროს არ მღერის გედი,
ვერ გამიგია რა მიზეზია,
რომ არ გაღელვებს პოეტთა ბედი.

ლექსია ქვეყნად, რაც მაბადია,
ვილევი მე შენს წინაშე დარდით,
ო,რომ ვერა გრძნობ, რა ჟღერადია
„სილაჟვარდე და სილაში ვარდი".

კომენტარები: 0 / ნანახია: 1315 / თარიღი: 2014-08-04 / 11:01 PM / ორშაბათი

ჯანო გიორგაძე - უკვდავება / jano giorgadze - ukvdaveba


ჩვენს გაჩენამდე რაც დრო გავიდა
ანდა ჩვენს შემდეგ რა ჟამიც გავა
ამ ქვეყნად იმდენს რომ ვიცოცხლებდეთ,
მაშინ იმ ქვეყნად ვერავინ წავა

კომენტარები: 0 / ნანახია: 1360 / თარიღი: 2014-08-04 / 10:59 PM / ორშაბათი

ჯანო გიორგაძე - სოფელი / jano giorgadze - sofeli


ისევ აქ ვარ, კვლავ ფრთებს მასხამს სიხარული
ვნახე მთები, ჩემი წყაროს წყალი შევსვი,
ჩამოვედი, მეგრძნო სოფლის სიყვარული,
დამცდენოდა, კიდევ თუნდაც ერთი ლექსი.
ჩამოვედი, რომ გამევლო ორღობეში,
რომ მენახა დათოვლილი კამელია,
და ბუხრის წინ ძმა-ბიჭებთან ყანწით ხელში < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1549 / თარიღი: 2014-08-04 / 10:56 PM / ორშაბათი

ჯანო გიორგაძე - მთვარე / jano giorgadze - mtvare


დაბინდულ ზეცას
ვარსკვლავების მძივები რთავენ.
ღრუბლის ქულებში
წვიმის წვეთი ამოშრობილა,
ასეთი მთვარე
მთაწმინდაზე ჯერ არ შობილა,
გალაკტიონსაც არ უნახავს
ასეთი მთვარე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1179 / თარიღი: 2014-08-04 / 10:55 PM / ორშაბათი

ჯანო გიორგაძე - არ გაცივდეო... / jano giorgadze - ar gacivdeo...


ქუჩაში ვნახე დახეული დედის წერილი,
ავკრიფე კრძალვით,უეცარი ვიგრძენი სევდა,
სულ ორი სიტყვა იყო ბედად გადარჩენილი,
არ გაცივდეო - შვილს სწერდა დედა.

არ გაცივდეო! - ეს სიტყვები გაგათბობს მარტო
მათში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია,
ო, მე არ ძალმიძს, არ ვიტირო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1637 / თარიღი: 2014-08-04 / 10:54 PM / ორშაბათი

ჯანო გიორგაძე - გურია / jano giorgadze - guria


გულში სიმღერის მოდენა,
ბაღებში კოხტა ოდები,
ჭალაში სახლის ოდენა,
აგორებული ლოდები.

ეზოში მწვანე ბალახი,
ხეზე გასული ადესა
და მოფართხალე კალმახი
ამოყოლილი ბადესა.

ტრფიალი გულში ნადები
ლექსი გაჭრილი ველადა
ბუხარი, შველის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1596 / თარიღი: 2014-08-04 / 10:52 PM / ორშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - კვიცისა და ბროწეულისა / shota nishnianidze - kvicisa da brotseulisa


ტოლებს შორის ოცნებებში ვერ მჯობნიდა ვერცერთი,
მგრამ ხშირად ოცნებებში ვიტეხავი კინწს,
ლექსებში და გოგონებში სულ ერთ რამეს ვეძებდი -
აფეტქებულ ბროწეულს და
დაფეთებულ კვიცს.
ბედო, ბედო-კუდაბზიკა,
ჩემთვის ცოტას იცლიდი,
მუდამ ცოტას იმეტებდი ნექტარს უებროსეუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1420 / თარიღი: 2014-08-04 / 10:50 PM / ორშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - ძაღლები / shota nishnianidze - dzaghlebi


თუ ძაღლს ოდესმე მიფერებიხარ,
ალბათ შემცბარხარ ძაღლის თვალებით.
რა ერთგულებით მოგჩერებია,
რა სუყვარულით და მოკრძალებით!

იმ თვალებიდან არა ბრიყვული,
არამედ რაღაც ბრძნულად გამგები
ადამიანი თუ არ გიყურებს,
გიყურებს რაღაც არა ნაკლები,

ნუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1421 / თარიღი: 2014-08-04 / 10:48 PM / ორშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - ჩემი ქართულის მასწავლებელი / shota nishnianidze - chemi qartulis mastsavlebeli


მარტში მამღვრევდა ფერისცვალება
და ხეტიალის ჟინი მივლიდა,
მზე საყელოში ხელს ჩამავლებდა
და გამიყვანდა გაკვეთილიდან.
ლექსის და ნუშის ნაფერთალებით
იფიფქებოდა ზეცა მიწამდე,
ჩიტებს მიჰქონდათ ჩემი ბწკარები
და ბუდეებად ხეზე იწნავდნენ.
თურმე იმ კაცსაც ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1343 / თარიღი: 2014-08-04 / 10:46 PM / ორშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - გურიის მთები / galaktion tabidze - guriis mtebi


წინ, მეეტლევ!
ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა
ოკეანე...
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენის მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი,
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭვირვალე, რ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2851 / თარიღი: 2014-08-04 / 10:43 PM / ორშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0