05 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 3:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 05



იოსებ ნონეშვილი - შენ არა გაქვს მეფის გვარი / ioseb noneshvili - she ara gaqvs mefis gvari


შენ არა გაქვს მეფის გვარი,
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ,თვალები თამარქალის
როგორ გამოგყოლია?
არ მომეკრა შენთვის თვლი,
სიზმრად მაინც გნახავდი,
ხარ ყინწვისის ანგელოზი
თეთრ ღრუბლებში ნახატი.
შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება,
ცისფერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1489 / თარიღი: 2014-08-05 / 11:57 PM / სამშაბათი

ანა კალანდაძე - ასეთი დარი თუ იყო მაშინ? / ana kalandadze - aseti dati tu iko mashin?


მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა,
იდგა თბილისი, როგორც ერეკლე
ხმალშემართული ნარის ციხესთან...
ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში
და მიაშურეს ლილისფერ მთათა...
ასეთი დარი თუ იყო მაშინ,
ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა?

კომენტარები: 0 / ნანახია: 1366 / თარიღი: 2014-08-05 / 11:56 PM / სამშაბათი

მირზა გელოვანი - ნუ მწერ... / mirza gelovani - nu mtser


ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს,
რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1428 / თარიღი: 2014-08-05 / 11:53 PM / სამშაბათი

ლადო ასათიანი - *** / lado asatiani - ***


ვიდრე სიკვდილი გამახვევდეს ბნელს მოსასხამში,
ვიდრე სიკვდილის ჭვალი გულზე დამესობოდეს,
უკანასკნელად დამაწვინეთ ჩემს ოდა სახლში,
უკანასკნელად, ვიდრე თვალნი დამევსებოდნენ.
უკანასკნელად პაპიჩემის გაჯორკილ ტახტზე
დამიგეთ მაგრად, დამახურეთ შავი ნაბადი,
უკანასკნელა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1176 / თარიღი: 2014-08-05 / 11:45 PM / სამშაბათი

ლადო ასათიანი - არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! / lado asatiani - ar vici ase ram shemakvara


ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1538 / თარიღი: 2014-08-05 / 11:43 PM / სამშაბათი

ლადო ასათიანი - ისე გავიდა ეს გაზაფხული... / lado asatiani - ise gavida es gazafkhuli...


ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე _ სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ მსურდეს, ვეღარ მიშველი.
ისე გავიდა ეს გაზაფხული,
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.

რა დაგიშავე, მითხარი ბარემ,
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1158 / თარიღი: 2014-08-05 / 11:42 PM / სამშაბათი

ლადო ასათიანი - მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ და მოგაგებებს სიმინდი ლახვარს / lado asatiani - me miyvars, roca kanashi gakhval da mogageb


მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ
და მოგაგებებს სიმინდი ლახვარს.

მე მიყვრს, როცა ყანაში გახვალ
და დილის ნამით გაილუმპები
თუ ეს ერთხელაც არ განგიცდია,
სიტყვის უთქმელად დაიღუპები.

ან როცა იწყებ სიმინდის მოროდს
და ფეხზე სველი მიწა გეყრება...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1276 / თარიღი: 2014-08-05 / 11:39 PM / სამშაბათი

ილია ჭავჭვაძე - გაზაფხული / ilia chavchavadze - gazafkhuli


ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.

აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?

კომენტარები: 0 / ნანახია: 1399 / თარიღი: 2014-08-05 / 11:30 PM / სამშაბათი

ილია ჭავჭვაძე - ყვარლის მთებს / ilia chavchavadze - kvarlis mtebs


სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,
თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
მახსოვს, ყრმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,
როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1488 / თარიღი: 2014-08-05 / 11:27 PM / სამშაბათი

გიორგი ლეონიძე - წეროს თოვლი / giorgi leonidze - tseros tovli


მზემ შეალბო შეყინული ბზარები,
დნება წეროს თოვლი:
რეკენ ყინვის იისფერი ზარები
უკანასკნელ თრთოლვით.

უკანასკნელ სიკვდილამდე შენთან ვარ,
უკანასკნელ სულის ამოხდომამდი,
სიჭაბუკევ! ხელში გამიქანდები,
როგორც ზღვაში გაქროლილი ხომალდი.

მომე ჭ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1304 / თარიღი: 2014-08-05 / 11:23 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მე და ღამე / galaktion tabidze - me da ghame


ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება
მთვარით ნაფენს არე-მარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს.
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1287 / თარიღი: 2014-08-05 / 11:20 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - დროშები ჩქარა / galaktion tabidze - droshebi chqara


გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!

თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს- წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა.
მათ ხსოვნას ქვეყანა ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3349 / თარიღი: 2014-08-05 / 11:18 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მერი / galaktion tabidze - meri


შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1475 / თარიღი: 2014-08-05 / 11:15 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - შერიგება / galaktion tabidze - sherigeba


ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.

დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს
და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,
მაისი ალით ააზამბახებს,
ვით შეყვარებულს და მეოცნე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2059 / თარიღი: 2014-08-05 / 11:13 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ლურჯა ცხენები / galaktion tabidze - lurja ckhenebi


როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1345 / თარიღი: 2014-08-05 / 11:12 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - უდაბნო / galaktion tabidze - udabno


სიყმაწვილეში მე ვჭკნებოდი, როგორც ფოთოლი,
ობოლი ვიყავ მე მაშინაც, სულით ობოლი;
ჟამი მიჰქროდა ახალი დღით განრიგებული,
არ მშვიდდებოდა ჩემში მაინც გული ვნებული.
დღესაც მარტო ვერ, სიყვარულის არ მესმის ნანა.
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა მთელი ქვეყანა,
მოვკვდე და გული ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2025 / თარიღი: 2014-08-05 / 11:10 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მიმღერე რამე / galaktion tabidze - mimghere rame


როგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრულის
დარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე,
იმას იგონებს დაღონდება დადაღულ გულის…
იმ სიყვარულის მიმღერე რამე!
ყმაწვილკაცობა, ყვავილები სიცოცხლის დილის
ბურუსებს იქით გადიკარგა… როგორ ვეწამე!
ეხლა თავს მადგას ჭმუნვარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1397 / თარიღი: 2014-08-05 / 11:08 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ქარით დატირებული / galaktion tabidze - qarit datirebuli


ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მოფრინავდა ფოთოლი, ხიდან ჩამოფრენილი.
და სტიროდა მიდამო, იძვრცებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.
შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე, ჩემი გულის სიცივეს.
ეხლა… თოვლში ჩაფლულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1369 / თარიღი: 2014-08-05 / 11:03 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - გორა-გორა, ვაზი-ვაზი / galaktion tabidze - gora-gora, vazi-vazi


გორა-გორა, ვაზი-ვაზი,
მთვარით მონამკედარი;
ხევით ხევზე, მთიდან მთაზე,
ეშურება მხედარი.

ფეოდალი ძველისძველი,
მეფეთ შთამომავალი,
ვისიც იყო მთა და ველი
და კოშკები მრავალი,

ახლა მიჰქრის, იგი მიჰქრის,
მერანს ცეცხლი ედება.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1947 / თარიღი: 2014-08-05 / 10:59 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - არ ვარ ობოლი ამ ქვეყანაზე / galaktion tabidze - ar var oboli am qvekanaze


არ ვარ ობოლი ამ ქვეყანაზე,
შენ მეგულები ნუგეშად სანამ…
რა არის ტკბილი დედის ნანაზე,
მე მიმატოვა ადრე იმ ნანამ.
მაინც დავდივარ ამ ქვეყანაზა.
სულ არ ვივლიდი ამ ქვეყანაზე,
ნუგეშად რომ არ მეგულებოდე,
დაე,მგოსნობით მრავალ ხანაზე
ზოგს ვყვარებოდე,ზოგს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1437 / თარიღი: 2014-08-05 / 10:51 PM / სამშაბათი

ლადო ასათიანი - ჩემი სამშობლო / lado asatiani - chemi samshoblo


ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.

ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია როგორც სურნელი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2127 / თარიღი: 2014-08-05 / 10:49 PM / სამშაბათი

ანა კალანდაძე - ბროწეულები / ana kalandadze - brotseulebi


შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს,
თერგს და დარიალს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად
რომ იჩქარიან,
მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1601 / თარიღი: 2014-08-05 / 10:45 PM / სამშაბათი

ანა კალანდაძე - მრავალჟამიერ / ana kalandadze - mravaljhamier


შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს,
თერგს და დარიალს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად
რომ იჩქარიან,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს მამაც გმირებს, - გზა საომარი
მხნედ რ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1380 / თარიღი: 2014-08-05 / 10:43 PM / სამშაბათი

ანა კალანდაძე - ბოშა ქალი / ana kalandadze - bosha qali


და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...

რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...

ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...

შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...

მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,

ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1605 / თარიღი: 2014-08-05 / 10:41 PM / სამშაბათი

ვაჟა ფშაველა - მუდარა / vaja fshavela - mudara


მზეო, მისდიხარ-მოსდიხარ,
ცით მიწის მანათობელი,
რით არ მოგწყინდა სინათლე,
სიბნელის დამამხობელი?
ერთხელ მკვდართადაც ამოდი,
ცივთა სამარეთ ცაზედა;
მადლია, ადამის ძეთა
ნათლად დაადგე თავზედა.
მკვდარს მინდა შენი სინათლე,
ცოცხალს სიცოცხლე მკმარი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1282 / თარიღი: 2014-08-05 / 10:40 PM / სამშაბათი

ვაჟა ფშაველა - ობოლი / vajha fshavela - oboli


"აღარც დედა მყავს, არც მამა,

აღარც ძმა, აღარც ბიძები,

სულ დამელია თვის-ტომი,

ტყის ნადირივით ვიზრდები.

ტან-ფეხ-შიშველი დავდივარ,

ნამტირალევი, მშიერი,

მუხთალი რამა ყოფილა

წუთისოფელი ცბიერი!”

ამას ფი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1123 / თარიღი: 2014-08-05 / 10:39 PM / სამშაბათი

ვაჟა ფშაველა - ჩემი ვედრება / vaja fshavela - chemi vedreba


ღმერთო მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდამ
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგურლების მცველადა,
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2096 / თარიღი: 2014-08-05 / 10:36 PM / სამშაბათი

ვაჟა ფშაველა - კაი ყმა / vajha fshavela - kai kma


კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
არავის არა სწყენოდეს?
ვინა, ვინ არი კაი ყმა,
ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?

მიდით, იქ მიდით, სადაცა
ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,
მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ _ მტ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 7801 / თარიღი: 2014-08-05 / 10:35 PM / სამშაბათი

ტერენტი გრანელი - არა მყავს ტოლი / terenti graneli - ara mkavs toli


არა მყავს ტოლი,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
და როგორც თოვლი
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.
სხვა ფიქრი მივლის
და საშინელი სიკვდილის ლანდი.
მე მინდა ძილი
და ეს სიზმარი გათენებამდის.
დგას წამი თრთოლვის,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
კვლა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1172 / თარიღი: 2014-08-05 / 10:33 PM / სამშაბათი

ტერენტი გრანელი - ქარი ფოთლებთან ისევ თამაშობს / terenti graneli - qari fotlebtan isev tamashobs


ქარი ფოთლებთან ისევ თამაშობს
და მე ბაღიდან ახლა ვბრუნდები.
ალბად ეს გრძნობა მალე დამახრჩობს,
ვიგრძნობ ყველაფერს და გავჩუმდები.
და მოლოდინიც სცადეს თვალებმა,
მოვარდა ქარი და სული მიჰყავს.
და ახლა სადღაც შორს იმალება
ქალი, რომელიც მე ასე მიყვარს.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1272 / თარიღი: 2014-08-05 / 10:26 PM / სამშაბათი

მუხრან მაჭავარიანი - ლხინი ალაზნის ჭალაში / mukhran machavariani - lkhini alaznis chalashi


დღეს საქართველო ილტვის ზეცისკენ,
მცირეღა შეგვრჩა რადგანაც მიწა...
შეხედე ჭადარს, _
არის ეს ის ხე,
რომლის ჩეროში ერეკლე იჯდა.

შუაზე აპობს მდინარე სიცხეს.
თავგანწირული ირგვლივ არი სმა.
მოწყენილია თელავის ციხე, _
ვერ იასპინძა რადგან კრწანისმ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1254 / თარიღი: 2014-08-05 / 10:24 PM / სამშაბათი

მუხრან მაჭავარიანი - ჩემს პატარა ნანას / mukhran machavariani - chems patara nanas


პაწია ქვაბი ცხელია ვითომ,
ცხადია, იცი, არაა ცხელი
და მაინც ხელში იმარჯვებ ტილოს,
რომ არ დაგეწვას ხელი.

ანდა
თოჯინას სასტიკად ტუქსავ,
საბანს უსწორებ,
უწყრები თითით;
ძალიან კარგად იცი შენ თუმცა,
თოჯინა საბანს ვერ გადაიხდის.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2299 / თარიღი: 2014-08-05 / 10:23 PM / სამშაბათი

მუხრან მაჭავარიანი - მიწავ ჩემო / mukhran machavariani - mitsav chemo


შენი, მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!

იმერეთო ქვემო,
იმერეთო ზემო, -
სიყვარულო ჩემო,
სიხარულო ჩემო...
ძამა გურულებო,
ჯიმა სამეგრელო,
ძმაო ქართლ - კახეთო,
მესხეთ - ჯავახეთო;
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1287 / თარიღი: 2014-08-05 / 10:22 PM / სამშაბათი

აკაკი წერეთელი - ნატვრა / akaki tsereteli - natvra


ასრულდა თითქმის, რასაც ვნატრობდით
ჩვენ ამ ნახევარ საუკუნეში
და, როგორც სვიმონ მოხუცებულსა,
მეც მომეფინა, მოხუცს, ნუგეში.
გამოიღვიძა ხალხმა მძინარმა,
რომ მოიპოვოს თავისუფლება
სიტყვის, მწერლობის, კრება-ერთობის
და აასრულოს საერთო ნება!..
გუშინ არ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1183 / თარიღი: 2014-08-05 / 9:46 PM / სამშაბათი

გრიგოლ ორბელიანი - *** / grigol orbeliani - ***


იმედო, ნუთუ ღმერთი ხარ, რომ ფიქრი ყოვლის შენკენ ჰრბის!
რომ ჩვენი სოფლად სიცოცხლე უშენოდ არა ნათლდების?
შენ გულს უმშვიდებ ნუგეშით ამა სოფლისგან დევნილსა,
შენ ცრემლსა უშრობ მტირალსა, შენ ატკბობ გამწარებულსა.
თვით საპყრობილეს, დავრდომილს, სასიკვდოდ განმზადებულსა
შენ შ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1386 / თარიღი: 2014-08-05 / 9:44 PM / სამშაბათი

გრიგოლ ორბელიანი - ღამე / grigol orbeliani - ghame


მთოვარე, აშიკთ მოწამე, სიამით ნათელს მოჰფენდა,
ნიავი სუნნელთ ყვავილთგან ჰკრეფდა და ქროლით მოჰბერდა.
ბულბულიც ბუჩქში ფარულად ვარდსა გალობით შეჰსტრფოდა,
და მით გულს ცეცხლი ტრფობისა უმეტეს აღმეგზნებოდა.
ვაზნი ფურცელთა გარდაშლით ჩემზედ კამარას შეჰსდგმიდნენ.
მუნ სული ჩე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1270 / თარიღი: 2014-08-05 / 9:43 PM / სამშაბათი

გრიგოლ ორბელიანი - გაზაფხული / grigol orbeliani - gazafkhuli


ყოველთ სულთა, საცხოვრებლად,
სასიამოდ, საშვებელად,
გაზაფხულით განიღვიძეს!
ნიავი ჰქრის სუნნელების!
მდელო ნაზად აღმწვანდების!
და მზემ სხივნი ჰყო უნათლეს.
დრო საამო! როს ბულბული
ვარდსა შესტრფის ეშყით ბმული:
როს სიტურფე, სიხარული
ყოველთათვის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1201 / თარიღი: 2014-08-05 / 9:42 PM / სამშაბათი

გიორგი ლეონიძე - ციცარი / giorgi leonidze - cicari


გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარი»,
ასე გავარდა სამგორში,
ცას დაეხალა ციცარი.

ვაი, ნაგზაურო ციცარო,
გაზრდილო ჩემის ხელითა,
შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამ
ქაფქაფა საწნახელიდან.

არც დაგიღებავ ფრჩხილებსა
ზაფრანა-დარიჩინი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1965 / თარიღი: 2014-08-05 / 9:40 PM / სამშაბათი

ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან... / isev amodis kvamli bukhridan...


ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან,
ზამთარიც თოვლის ზღაპარს ამთავრებს,
და სავსე მთვარეს ვერცხლის ბუდიდან
გზადაგზა სტაცებს ქარი ვარსკვლავებს...

მთა არ მინახავს ასე გულდიდა,
ცა არ მინახავს ასე მარტივი
და გაზაფხული ოქროს ბუდიდან
მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1151 / თარიღი: 2014-08-05 / 9:38 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მოვა… მაგრამ როდის? / galaktion tabidze - mova... magram rodis?


შორეული ქალის ეშხი

მოვა... მაგრამ როდის?

სიყვარული სასახლეში

მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,

ბედი რჩეულ ფერის,

სიცოცხლეში თეთრი გედი

მხოლოდ ერთხელ მღერის!

ზრდილი, ნაზი და მეფური,

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1235 / თარიღი: 2014-08-05 / 9:36 PM / სამშაბათი

მირზა გელოვანი - თოვლი / mirza gelovani - tovli


თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,

სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.

მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი

და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.

დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,

თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.

იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლი

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1161 / თარიღი: 2014-08-05 / 9:21 PM / სამშაბათი

იოსებ ნონეშვილი - შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა / ioseb noneshvili - shen saqartvelos dedofloba dagshvendeboda


შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთი შეხედვით ვაკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 8608 / თარიღი: 2014-08-05 / 9:15 PM / სამშაბათი

ტიციან ტაბიძე - ორი რიონი / tician tabidze - ori rioni


ასე ადგება წარღვნა ქვეყანას,
ელვამ მთის წვერებს გადაუარა,
გრიგალი კორტნის და წვიმის თქეშში
გაუღვიძია სებასტიან ბახს.

და სიყვარულის თვითონ მუქარა
არა ჰგავს მხოლოდ პოეტის ტრაბახს.
თითქო მშობლიურს ისმენდეს ნანას
ანდა დაღუპვა იყოს ნუგეში -

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3104 / თარიღი: 2014-08-05 / 9:13 PM / სამშაბათი

ტიციან ტაბიძე - ანანურთან / tician tabidze - ananurtan


შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
მომაგონდები ამ ანანურთან.
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.

არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი.
ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე",
ფეხ-მოტეხილი შენ ხარ ღრუბელი. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 4904 / თარიღი: 2014-08-05 / 9:12 PM / სამშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - სული ობოლი / nikoloz baratashvili - suli oboli


ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, -
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი:
ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,
ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული
მარად ითმენს უნ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2352 / თარიღი: 2014-08-05 / 5:14 PM / სამშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - მერანი / nikoloz baratashvili - merani


მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარა კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 3144 / თარიღი: 2014-08-05 / 5:13 PM / სამშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - სულო ბოროტო… / nikoloz baratashvili - sulo boroto


სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?
თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლება ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 8041 / თარიღი: 2014-08-05 / 5:11 PM / სამშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - შემოღამება მთაწმიდაზედ / nikoloz baratashvili - shemoghameba mtatsmindaze


ჰოი, მთაწმიდავ, მთაო წმიდავ, ადგილნი შენნი

დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,

ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,

ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმილობა დაისადგურებს შენს არემარეს!

რა სანახავი წარუტყვევს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1163 / თარიღი: 2014-08-05 / 5:08 PM / სამშაბათი

ნიკო გომელაური - წელიწადის ყველა დროს ... / niko gomelauri - tselitsadis kvela dros ...


წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1181 / თარიღი: 2014-08-05 / 11:45 AM / სამშაბათი

ნიკო გომელაური - მე რომ წავალ ალბათ... / niko gomelauri - me rom tsaval albat...


მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1293 / თარიღი: 2014-08-05 / 11:43 AM / სამშაბათი

გიორგი ლეონიძე - ქართულო სიტყვავ! / giorgi leonidze - qartulo sitkvav!


მთვარე შრიალებს ფიჭვივით
დაუსრულებელ ოხვრაში,
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში.

ეს მთვარე ვიღამ შეკერა,
ვინ არის მისი მკერავი?
ეს გული ვიღამ დასხლიტა,
ბურთივით გაუთქერავი?

შენ დამარწიე, იორო,
მაჩქეფე თავზე მირონი;
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1568 / თარიღი: 2014-08-05 / 11:27 AM / სამშაბათი

გიორგი ლეონიძე - იორის ღამე / giorgi leonidze - ioris ghame


მთვარე შრიალებს ფიჭვივით
დაუსრულებელ ოხვრაში,
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში.

ეს მთვარე ვიღამ შეკერა,
ვინ არის მისი მკერავი?
ეს გული ვიღამ დასხლიტა,
ბურთივით გაუთქერავი?

შენ დამარწიე, იორო,
მაჩქეფე თავზე მირონი;
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1369 / თარიღი: 2014-08-05 / 11:24 AM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია / ilia chavchavadze - chemo kargo qvekanam, razed mogitskenia


ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგვშორდნენ, ახალნი ხომ შენია...

მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია, -
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1219 / თარიღი: 2014-08-05 / 8:41 AM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - სანთელი / ilia chavchavadze - santeli


ვზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა,
რომელიც წეღან უხვად ნათელსა
ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა
და თვალ-წინ ბნელსა განმინათლებდა;
აწ მიწურვილა გასაქრობლადა,
შანდლისა თავზე ძლივ-ძლივღა ბჟუტავს,
ხან ჩაქრება და ხან მნათობლადა
კვლავ შანდლიდამა წამოიხედავს. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1813 / თარიღი: 2014-08-05 / 8:37 AM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - აჩრდილი / ilia chavchavadze - achrdili


I

აღმობრწყინდა მზე დიდებულადა
და გაანათლა ქვეყანა ბნელი,
კავკასის მთების წვერთა მაღალთა
ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.
აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი,
ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,
იგივ დიადი, იგივ მძვინვარი,
იგივ დიდებულ და დადუმებულ.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 6866 / თარიღი: 2014-08-05 / 8:35 AM / სამშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - მე ვარ მისანი ხარი წიქარა / shota nishnianidze - me var misani khari tsiqara


მე ვარ მისანი ხარი წიქარა,
შენი დვრიტა ვარ, მამულ-დედულო,
ზღაპრიდან მისთვის გამოვიპარე,
რომ გემსახურო და გიერთგულო.
შენი უღელი მემჩატოს აგრემც,
ქედზე რომ მადგას განაჩენივით
არ მომიღერო გეთაყვა სახრე,
სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი.
და თუ გქონია რა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2198 / თარიღი: 2014-08-05 / 8:33 AM / სამშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - გული / shota nishnianidze - guli


როგორც ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა,
ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ სიცოცხლის სანთებელა.
თვითონ ღმერთი წამებული, შენ ერთს გწყალობს ისევე _
მხოლოდ გულში შემოდის და მხოლოდ გულში ისვენებს.
გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე.
გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1490 / თარიღი: 2014-08-05 / 8:31 AM / სამშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - სასწაული / shota nishnianidze - sastsauli


გუშინ ჩემს ფანჯარასთან გოგონამ ჩაიარა
თითქოს გულში შეირხა ატმის ტოტი ბრიალა
იმას ჰგავდა, სულ იმას... (ღმერთო, რა გამიხარდა?!)
მე რომ პატარობისას შეშლილივით მიყვარდა.
გულო, რისა გრცხვენია, შე სულელო, შე გლახა,
განა არ გიხარია იმ ნაღვერდლის შენახვა?
სამარიდან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1182 / თარიღი: 2014-08-05 / 8:23 AM / სამშაბათი

ნიკო გომელაური - წამები (10 წამია რაც გაგიცანი) / niko gomelauri - tsamebi (10 tsamia rac gagicani)


10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1161 / თარიღი: 2014-08-05 / 8:10 AM / სამშაბათი

მუხრან მაჭავარიანი *** / mukhran machavariani - ***


შენ – სისხლო ჩემო – სად არ დაღვრილო...
შენ – სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი, ნაშამქორალი.
შენ – სისხლო ჩემო – შენი ღვაწლია,
რამაც აქამდე კი მოაღწია:
სვეტიცხოველი... ხანძთა... ვარძია და ისიც, -
რაც მტერს წა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1086 / თარიღი: 2014-08-05 / 8:07 AM / სამშაბათი

აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება / aghmashenebeli tbiliss mobrdzandeba


აღმაშენებელი
თბილისს მობრძანდება
ყალყზე შემდგარი რაშით!
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
დავით!

რა დაგვიტოვე,
და რას გახვედრებთ,
რით მოვიწონოთ თავი?
ვერ ვიდავითეთ,
ვერ ვითამარეთ,
ვერ ვიდიდგორეთ,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1690 / თარიღი: 2014-08-05 / 7:58 AM / სამშაბათი

იოსებ ნონეშვილი - ღმერთი და ხელები / ioseb noneshvili - ghmerti da khelebi


მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა,
შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელისგულზე ედო დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1989 / თარიღი: 2014-08-05 / 7:54 AM / სამშაბათი

მურმან ლებანიძე - უფლისციხესთან ... / murman lebanidze - ufliscikhestan ...


უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1319 / თარიღი: 2014-08-05 / 7:51 AM / სამშაბათი

აკაკი წერეთელი - ხატის წინ / akaki tsereteli - khatis tsin


მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი
და საიდუმლო პარპალით
ბნელს ფანტავს მისი ნათელი.
მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება, ვით მსხვერპლი დიადი,
რომ მადლით გაასპეტაკოს,
თვალუწვდომელი წყვდიადი!
მივჩერებივარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1362 / თარიღი: 2014-08-05 / 7:49 AM / სამშაბათი

აკაკი წერეთელი - ხანჯალს / akaki tsereteli - khanjals


შენი ჭირიმე, ხანჯალო,
რკინაო ხვარასნისაო,
შენ ერთად-ერთო იმედო
მტრისაგან გამოხსნისაო!..
გლესავ და გლესავ, ხანჯალო,
ამოგიფერავ გულსაო!
შენ უნდა ეძმო და ეყმო
უმართლოდ დაჩაგრულსაო!
ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ,
ორივე გვერდით მჭრელიო;
გპ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1233 / თარიღი: 2014-08-05 / 7:48 AM / სამშაბათი

ანა კალანდაძე - სხვა საქართველო სად არი? / ana kalandadze - skhva saqartvelo sad ari?


ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?"
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3466 / თარიღი: 2014-08-05 / 7:43 AM / სამშაბათი

ანა კალანდაძე - რეკენ ზარები ... / ana kalandadze - reken zarebi ...


რეკენ ზარები,რეკენ...
სიზმარია თუ ცხადი?
დაესვენება ჩემს წინ
დიდი თამარის ხატი...
რიდით შეარხევს ქარი
დროშას მაღალის კალთას...
- ბეთანიისკენ! - იგი
კვლავ მიუთითებს სპათა...

კომენტარები: 0 / ნანახია: 2020 / თარიღი: 2014-08-05 / 7:41 AM / სამშაბათი

ანა კალანდაძე - პაწაწინა რტო ვარ / ana kalandadze - patsatsina rto var


მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1699 / თარიღი: 2014-08-05 / 7:38 AM / სამშაბათი

მურმან ლებანიძე - საღამო / murman lebanidze - saghamo


მდინარეში მტირალი საღამო იცქირება,
მზე ჩადის და მდინარის სარკეში იძირება.

მთები, ზღვები, ღრეები, წუთისოფლის თანახმად
გახარჯულ დღეები - ყველაფერი თავდაღმა.

გკოცნი მშობელს შობილი,
მზე წყალში გახლართულა,
აგე, კლდიდან სოფელი აარგვში ჩახატულა.
< ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1185 / თარიღი: 2014-08-05 / 7:35 AM / სამშაბათი

მურმან ლებანიძე - სამშობლო/ murman lebanidze - samshoblo


ჯიხვი - ქარაფზე ხტის,
ბუზს არ აიფრენთ, ქედებო!
კავკასის პონტის პირს
ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო!
მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!
ამბავს წაუღებთ ვის,
თქვენ, ფრინველებო ღვთის -
წითელ-ფეხება მტრედებო?!

კომენტარები: 0 / ნანახია: 2251 / თარიღი: 2014-08-05 / 7:33 AM / სამშაბათი

მურმან ლებანიძე - ციცო / murman lebanidze - cico


წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე _ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1287 / თარიღი: 2014-08-05 / 7:25 AM / სამშაბათი

ნიკო გომელაური - დრო ყველაფრის მკურნალია, ოღონდ ჩემი არა ... / niko gomelauri - dro kvelafris mkurnalia, oghond chemi ara ...


დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1185 / თარიღი: 2014-08-05 / 7:23 AM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ვერხვები/ galaktion tabidze - verkhvebi


ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1332 / თარიღი: 2014-08-05 / 7:20 AM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ცამეტი წლის ხარ/ galaktion tabidze - cameti tslis khar


ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი,-
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!
გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ბალახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.
ეჰ, როგორ მიდის ახ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1465 / თარიღი: 2014-08-05 / 5:21 AM / სამშაბათი

ტიციან ტაბიძე - მეწყერი / tician tabidze - metskeri


მე არ ვწერ ლექსებს… ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1406 / თარიღი: 2014-08-05 / 4:59 AM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მთაწმინდის მთვარე / galaktion tabidze - mtatsmindis mtvare


ჯერ არასდროს არ შობილა
მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი
შეღამების ქნარი

ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს
და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი
ჯერ ცა მე არ მახსოვს!

მთვარე თითქოს ზამბახია
შუქთა მკრთალი მძივით,
და, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1634 / თარიღი: 2014-08-05 / 4:57 AM / სამშაბათი

ტერენტი გრანელი - ალბათ მოვა დრო … / terenti graneli - albat mova dro...


ალბათ მოვა დრო …
ალბათ მოვა დრო – შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1162 / თარიღი: 2014-08-05 / 4:54 AM / სამშაბათი

ლადო ასათიანი - კრწანისის ყაყაჩოები / lado asatiani - krtsanisis kakachoebi


ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1619 / თარიღი: 2014-08-05 / 4:51 AM / სამშაბათი

მირზა გელოვანი - *** / mirza gelovani - ***


ქართლის მიწავ, უტკბილესო,
საყვარელო ქართლის მიწავ,
ჩვენს ცხრათვალა დიად მზეს და
ჩვენს ალისფერ დროშას ვფიცავ!
ამ მწვანე ხეს, ძვლებზე გაზრდილს,
ამ ლოდების ხავსს და ნაჟურს,
კავკასიონს, ცამდე აწვდილს,
შავნაბადას გულდაჟანგულს,
ამ ბუჩქებს და იმ ქერა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1293 / თარიღი: 2014-08-05 / 4:48 AM / სამშაბათი

ვაჟა ფშაველა - გაზაფხული / vajha fshavela - gazafkhuli


ყინვისგან შეწუხებულმა
ვნახე, ზამთარი კვდებოდა,
ლეღმა ნაკრავი ყინული
მდინარეებზე ტყდებოდა;
ბატი, წერო და ყარყატი
მათ ნაპირებზე სხდებოდა
და გაზაფხულის ზლაზვნითა
სამარიდანა დგებოდა,
ტანით სუდარას იხდიდა,
დიბ-ფარჩით იმოსებოდა.
ეუწყა გ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1262 / თარიღი: 2014-08-05 / 4:47 AM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ქებათა-ქება ნიკორწმინდას… / galaktion tabidze - qebata-qeta nikortsmindas


მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, – როგორც მინდა -
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურ-თმებით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1148 / თარიღი: 2014-08-05 / 4:45 AM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - გადმოფრენას ეს ყორანი / galaktion tabidze - gadmofrenas es korani


გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირს.
ასე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
ასე რეკავს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.
რომ ისმოდეს საიათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მიეთოვოს, მოეთოვოს
კედ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1435 / თარიღი: 2014-08-05 / 4:10 AM / სამშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - სახუმარო / shota nishnianidze - sakhumaro


ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1179 / თარიღი: 2014-08-05 / 4:06 AM / სამშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - ამ ქუჩის ბოლოს / shota nishnianidze - am quchis bolos


ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,
მათი სახლ-კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.
ცაში ღრუბლებად გადაიშლება, ქვეყნის ოთხივე კიდეს,
რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ.
გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას,
მათი შ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2331 / თარიღი: 2014-08-05 / 4:05 AM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - ლოცვა "მამაო, ჩვენო"


მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა…
არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1396 / თარიღი: 2014-08-05 / 4:02 AM / სამშაბათი

ანა კალანდაძე - ფეხი დამადგით / ana kalandadze - fekhi damadgit


ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან
ვისურვე დავით…
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით…
–ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1066 / თარიღი: 2014-08-05 / 3:58 AM / სამშაბათი

ანა კალანდაძე - მოდიოდა ნინო მთებით / ana kalandadze - modioda nino mtebit


ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა… და,
როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1406 / თარიღი: 2014-08-05 / 3:56 AM / სამშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0