Загрузка...
ნანუკა ქაჯაია - ნიკას / nanuka qajaia - nikas - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ნანუკა ქაჯაია - ნიკას / nanuka qajaia - nikas


7:45 PM
ნანუკა ქაჯაია - ნიკას / nanuka qajaia - nikas


ვიცი, რომ დიდხანს გძინავს დილით,
ასვენებ თვალებს,
შორს კი გოგონა კვლავ ლოცულობს
დღისით თუ ღამით,
შენი სახელი გაისმება
ლოცვაში ჩუმათ,
მუდამ იხსენებს, როცა მასთან
იყავი სტუმრად.
თენდება.. ისევ ვედრება და
სახელი შენი,
იცის რომ ღვთისთვის შეხსენება
რაღაცით გშველის,
სიყვარული კი ჩააბარა
დროს შენთან ერთად,
თუმცა უნდოდა უფრო მეტი
ლექსად რომ ეთქვა.
კვირას ტაძარში აინთება
სანთელი ხატთან,
წმინდა ნიკოლოზს მფარველობას
ის შენთან ატანს,
უცხო გრძნობაა: გულის რჩეულს
გონებით ებრძვის,
არაფერს არ გთხოვს, ის უბრალოდ
ლოცულობს შენთვის...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1279 | დაამატა: nanuka_qajaia | ტეგები: ნანუკა ქაჯაიას შემოქმედება, nanuka qajaias poezia, პოეზია, nanuka qajaias shemoqmedeba, ნანუკა ქაჯაია, nanuka qajaias leqsebi, ნანუკა ქაჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0