Загрузка...
ნანუკა ქაჯაია - შენ თავს ვფიცავარ /nanuka qajaia - shen tavs vficavar - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ნანუკა ქაჯაია - შენ თავს ვფიცავარ /nanuka qajaia - shen tavs vficavar


8:45 PM
ნანუკა ქაჯაია - შენ თავს ვფიცავარ /nanuka qajaia - shen tavs vficavar


უნდა ვწერო,რომ მერე ისევ ავიდე ზეცად,
როგორც მაჩუქე სამი მეტრი რრუბლებზე მაღლა,
ქარსაა და წვიმას რომ ვუძლებდით ორივე ერთად,
იმ წუთებს ვნატრობ დანანებით მე სწორედ ახლა.
შენს ხმას და ქარის ზუზუნს ვუსმენ ორივეს ერთად,
შენა ხარ ჩემი აღმაფრენა იმედი ხვალის
და რასაც ჩვენი სიყვარულის სიწმინდე ერქვა,
მარიამია ღვთისმშობელი მხილველი ამის.
სულ ოცი წუთი და ცხოვრება დაკარგავს ფერებს,
რადგან წახვალ და მეც ვინანებ შენთან რომ არ ვარ,
ამ ერთადერთხელ ჩაგიკრავ და გაყინულ ხელებს,
შევახებ იმ წამს დროზე უფრო ადრე რომ გავა.
აწმყოა ეს თუ მომავალი მას ვაქცევ ლექსად,
ვინ თქვა რომ გოგოს არ აწუხებს პოეტის სენი?..
შენს ნახევარ და ჩემს ნახევარ გულს ერთი ერქვა,
ამიტომ დამრჩა ლამაზ ხსოვნად შეგრძნება შენი.
ბედნიერებით ავენთე და იმასაც ვხედავ,
შავ ზღვას რომ უნდა რაღაცის თქმა ჩურჩული კმარა,
ფაზისი დუმს და სიჩუმეში ოცნებას ვბედავ,
ჩვენ ცის ქვეშეთში წყის ნაპირას, თან მწამს თან არა.
შენ კი მაჩუქე სხეულიდან ნაწილი გულის,
მერე ამღერდა მაღლა ცა და ვარსკვლავი ბევრი,
ამ წუთებს ზეცა ისე თბილად, სათუთად უვლის,
ცოდვა კი არა მადლია და მგონიხარ ჩემი.
თვალებს ვხუჭავ და მაგონდები, იცოდე როგორ
არ მინდა შენთან ყოფნას ჩემთვის დაერქვას,გუშინ,
არ მინდა ლექსი შენ არ გაყვე სტრიქონებს ოღონდ
და სიყვარული დამიტოვე რითმებად გულში.
აქ მხოლოდ შენ ხარ მხოლოდ მე და მზერაა თბილი.
ისმის შეკითხვა ნაზი ხმით და მთრთოლვარე ბაგით:
გიყვარვარ- მეთქი, გეკითხები ასე რომ მივლი?
პასუხს შენამდე სულ სხვა ამბობს: ზეცისკენ ადით!
შეხებაზე კი ვგრძნობ რომ უცებ გაჩერდა წამიც,
დილიდან ლამაზ მოგონებად ცა თავზე მაწვიმს,
ფეთქვა ხარ გულის ვამბობდი და ჩინი ხარ თვალის
შენ თავს ვფიცავარ რომ ვერ ვხვდები, ვერ ვხვდები რა მჭირს?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1300 | დაამატა: nanuka_qajaia | ტეგები: ნანუკა ქაჯაიას ლექსები, nanuka qajaias leqsebi, nanuka qajaias shemoqmedeba, ნანუკა ქაჯაიას პოეზია, ნანუკა ქაჯაიას შემოქმედება, nanuka qajaias poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0